„მიმდინარე კვირა ყველაზე რთული კვირაა ნოემბერში, ამიტომ ყველაფერი რასაც გააკეთებთ მეტი სიფრთხილით და ყურადღებით გააკეთეთ“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „იმედის დილა“ საუბრობს.
ასტროლოგი გვირჩევს ჯანმრთელობას მივაქციოთ ყურადღება, განსაკუთრებით წნევას და გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
მიმდინარე კვირაში გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე - სამშაბათი, ოთხშაბათი შაბათი და კვირა.
„დღეს ხელმძღვანელებთან გამოიჩინეთ მაქსიმალური მოთმინება და წინდახედულობა.
კვირას მზე ტოვებს მორიელის ზოდიაქოს ნიშანს და გადადის, მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში. ცეცხლის სტიქია შემოდის და წყლის სტიქია უკან იხევს. კვირას დილის 11:24 წთ-ზე მოხდება ეს ყველაფერი“, - ამბობს ასტროლოგი.
როგორც ასტროლოგი გვირჩევს ამ პერიოდში მოიმატებს ფულის უყაირათოდ ხარჯვა და სულსწრაფობა.
„ოთხშაბათს გაითვალისწინეთ დედების აზრი და რჩევები, ხუთშაბათს და ოთხშაბათს ეცადეთ თავი შეიკავოთ ალკოჰოლის მიღებისგან, ნარკოტიკისგან და ფსიქოტროპული ნივთიერების მიღებისგან. პარასკევს ეცადეთ არ დაარღვიოთ წესები. პარასკევიდან გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, “, - ამბობს ასტროლოგი.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს მათი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება:
♈️ ვერძი
ახლა თქვენ გჭირდებათ, ენას დააჭიროთ კბილი. არ გათქვათ არაფერი, არც პირადი და არც საქმიანი სიახლეები. აუცილებელი პირობაა, ეს კვირა მშვიდად გაატაროთ.
♉️ კურო
არ უჩივით ჯანმრთელობას, მაგრამ შესაძლოა აღმოჩნდეთ კრიტიკის ქარცეცხლში, ვიღაცებს არ მოეწონოს თქვენი ნამუშევარი, არ იმუშავეთ სწორად - რაც დასრულდება ან საქმის გარჩევით ან კრიტიკით, ეცადეთ იყოთ სამართლიანი.
♊️ ტყუპები
ენერგოტონუსი ჯერ კიდევ დაბალი გაქვთ, მომავალი კვირა უკეთესია. გეგმების შეცვლის ტენდენცია გაქვთ მაღალი, რაც შეიძლება გადავიდეს კონფლიქტში.
♋️ კირჩხიბი
ენერგოტონუსს არ უჩივით, ჯანი გაქვთ და ბევრი რამ ჯერ კიდევ გამოგდით. მაგრამ, შესაძლოა ზოგიერთმა ადამიანმა პრეტენზია გამოხატოს თქვენს მიმართ, ასევე გაუფრთხილდით ფინანსებს, არ იყიდოთ ისეთი ნივთები, რომელიც არაფრის მომცემია.
♌️ ლომი
ჯერ ბოლომდე ვერ ხართ ჯანზე, შესაძლოა მოექცეთ კრიტიკის ქარცეცხლში, რასაც ლომი კატეგორიულად ვერ იტანს - ამ ფონზე შეიძლება, ბევრ საქმეს მოჰკიდოთ ხელი და ვერც ერთი მიიყვანოთ ბოლომდე.
♍️ ქალწული
ენერგოტონუსი მაღალია, მაგრამ ფრთხილად იყავით შესაძლოა, წარმოიქმნას გარკვეული კონფლიქტები მეზობლებთან და კოლეგებთან. არ აჰყვეთ პროვოკაციებს.
♎️ სასწორი
ჯანმრთელობა არამდგრადია, ფანტაზიებში ხართ გადასულები და ფრთხილად იყავით. არ აჰყვეთ პროვოკაციებს და არ დახარჯოთ ფული, არ ითამაშოთ კაზინოში. დაეყრდენით რეალურ ფაქტებს.
♏️ მორიელი
ყველაზე აქტიური და მიმზიდველია, გირჩევთ არავინ დადგეს თქვენ წინ, რადგან წააგებთ, ყველაფერი მორიელის მხარეს არის. ჯანზე ხართ და ყველაფერი გამოგდით. სხვა ადამიანის კონფლიქტურობა და ტყუილმა შეიძლება გაგხადოთ აგრესიული.
♐️ მშვილდოსანი
ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა, ადვილად ღიზიანდებით - აკონტროლეთ რა ხდება თქვენ ზურგს უკან, ფარული მტრები და მოშურნეები თქვენ წინააღმდეგ არიან. მომავალი კვირიდან ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იწყება და ამიტომ ეს კვირა მშვიდად გაატარეთ.
♑️ თხის რქა
ბევრი რამ გამოგდით, თუმცა ყურადღება გამოიჩინეთ მეგობრების მიმართ ისინი ეცდებიან, დაგარწმუნონ იმაში რომ ინვესტიცია იქნება კარგი, შეიძლება აჰყვეთ ამას და ნახავთ რომ ეს ყველაფერი არ უნდა დაგეწყოთ, არ მოგიტანთ ინვესტიციები წარმატებას.
♒️ მერწყული
ჯანი დაბალია, პარტნიორული კონფლიქტები მაღალია ეცადეთ დაიკოთ ემოციები თორემ ეს კონფლიქტები შეიძლება დასრულდეს სასამართლოში. მოამზადეთ ახალი პროექტები, თუმცა დაიწყეთ შემდეგი კვირიდან.
♓️ თევზები
ჯანზე ხართ, გაქვთ ენერგია ინტუიცია კარგია - თუმცა გიხდებათ რუტინული საქმის გაკეთება რაც გძაბავთ ასევე შესაძლოა ისეთი საქმის გაკეთება მოგიწიოთ, რაც არ გიყვართ. მგზავრობა მოგზაურობის კუთხით იყავით ყურადღებით.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„საოცარი, წარმატებისა და იღბლის დღეა!“ - თაკო მელიქიშვილი 16 ნოემბერს ენერგიებზე
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით