Digest Logo

🎥 „თუ ოჯახი გყავთ, მისი დანგრევის ფაქტორი შეიძლება გახდეს...“ - რას მოუტანს ზოდიაქოს ნიშნებს მერკურის რეტროგრადულობა, მიხეილ ცაგარელის ასტროპროგნოზი

1792765803
მიხეილ ცაგარელი

პლანეტა მერკური {გონების, ინტელექტის, კომუნიკაციის მმართველი}, რომელიც ადამიანზე დიდ გავლენას ახდენს თავისი ენერგეტიკული ველით, 23 ოქტომბრიდან გახდა რეტროგრადული {უკუმავალი}, მორიელის ნიშანში. მისი ზეგავლენა გასტანს 13 ნოემბრამდე. 

რას მოგვიტანს რეტროგრადულობა? 

თუ გაქვთ ახალი იდეის დაწყება, განხორციელება, ხელშეკრულების დადება განზრახული, ტყუილად გაირჯებით, იწვალებთ. თქვენი ტვინი იწყებს ცუდად მუშაობას, ეს ის მომენტია, როცა მზად უნდა იყოთ ადამიანთა არაადეკვატურობისთვის. სამყარო ერთის მხრივ გამოცდას გიწყობთ, მოთმინებასა და თავდაჭერაზე.

ამ პერიოდში იფურჩქნება ძველი რაღაცები. შესაძლოა, დაბრუნდეთ ძველ იდეებთან, კონტაქტებთან, საქმიან პარტნიორებთან, სასიყვარულო პარტნიორების დროც არის, რადგან ვენერა (სიყვარულის მმართველი პლანეტა) უკუმავალია. 

ახლებურად განავითარეთ ძველი იდეები, ურთიერთობებში გაიაზრეთ რა იყო მცდარი, ვინ იყო არასწორი, ვინ რა შეცდომა დაუშვა. წარსულს არ უნდა მისტიროდეთ, არამედ უნდა გაიაზროთ. 

შესაძლოა, ტრანსპორტმა აურიოს, თუ აპირებთ სადმე წასვლას. არ შეგეშინდეთ თუ კომპიუტერული სისტემაც არ იმუშავებს. 

რას მოუტანს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს მერკურის რეტროგრადულობა? 

ვერძი - პერიოდი ძველ ინტიმურ პარტნიორთან გაბრუნებთ, თუ თავისუფალი ხართ, არ არის პრობლემა, მაგრამ თუ ოჯახი გყავთ მისი დანგრევის ფაქტორი შეიძლება გახდეს. 

კურო - თუ ადრე გქონდათ სასამართლო პროცესი, რაღაც არ და ვერ დასრულდა, გაჯანჯლდა, ახლა დაბრუნდებით უკან. თუ ხართ ხელოვანი, რაღაცას წერდით, ქმნიდით, ხატავდით და შეჩერდა, ახლა მიხვდებით, რა იყო მიზეზი. 

ტყუპები - შესაძლოა გამოჩნდეს ძველი კოლეგა, ვისთანაც გქონდათ საერთო, პირადული, საქმიანი ურთიერთობა, რატომ გამოჩნდა ახლა? იფიქრეთ ამაზე. 

კირჩხიბი - შესაძლოა შვილებთან რაღაც შეცდომა დაუშვათ, უნდა დაფიქრდეთ, რატომ ვერ წარიმართა თქვენი ურთიერთობა ისე, როგორც თქვენ ეს გსურთ. სასიყვარულო, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც გინდოდათ დაქორწინებით დამთავრებულიყო და არ გამოვიდა, ახლა უნდა გაიგოთ ვინ შეუშალა ამას ხელი. 

ლომი - დიდი ხანია გინდოდა სახლში ახალი დიზაინის შექმნა, მაგრამ მიატოვეთ. ახლა გაქვთ შანსი ეს მოაწესრიგოთ. კონფლიქტი ნათესავთან თუ გქონდათ, გაქვთ საშუალება ახლა შერიგდეთ. 

ქალწული - მთავარია ინფორმაციული ველი, თავის დროზე გქონდათ საშუალება გესწავლათ, სერიოზულად წასულიყავით წინ, მაგრამ რაღაცამ ხელი შეგიშალათ. რა იყო მიზეზი? გაიაზრეთ და თავიდან მოჰკიდეთ ხელი. 

სასწორი - ოდესღაც გინდოდათ რეფორმა, ახალი მეთოდები ურთიერთობაში, საქმეში, გაარკვიეთ რა იყო მიზეზი, რამ შეგიშალათ ხელი. თუ ურთიერთობა გქონდათ ახალ ტექნოლოგიასთან და მიატოვეთ, უნდა დაუბრუნდეთ.

მორიელი - ყველაზე მეტი სირთულე გელოდებათ, რადგან თქვენს ზოდიაქოში ხდება ეს მოვლენა. კარგად იფიქრეთ რა შეცდომები დაუშვით, რა პროექტი ვერ განახორციელეთ, რომელი ურთიერთობა გაწყვიტეთ. 

მშვილდოსანი - ოდესღაც გქონდათ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორთან, რომელიც არ განვითარდა, შესაძლოა სიყვარულიც იყო, უნდა გაიაზროთ რა იყო ამის მიზეზი.

თხის რქა -  გაქვთ ძალიან საინტერესო პერიოდი, საშუალება გაქვთ გააანალიზოთ რა დააკელით თქვენს თავს. იქნებ აღადგინოთ ურთიერთობები კოლეგებთან და ბოდიში მოიხადოთ თუ იყო თქვენი დანაშაული.

მერწყული - გაითვალისწინეთ, გაქვთ უცხოელებთან რაღაც ვალი, ვერ წარიმართა ურთიერთობა, გქონდათ კარგი ვარიანტი სპორტში, მაგრამ რაღაცამ ხელი შეგიშალათ. დაფიქრდით, როგორ გამოასწოროთ.

თევზები - გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მნიშვნელოვანი მომენტი გაქვთ, გქონდათ არასწორი კაპიტალდაბანდება,  უნდა დაფიქრდეთ ვინ გაცდუნათ, დაუბრუნდით და ეს საკითხი ახლებურად განავითარეთ. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

⭕რეტროგრადული ვენერა სასწორის ნიშანში ბრუნდება: რა შეიცვლება ადამიანთა პირად ურთიერთობებსა და ფინანსების სფეროში

🎥 „სინამდვილეში საკუთარი თავიც კი არ უყვარს...“ - კლინიკური ფსიქოლოგი ადამიანზე, რომელსაც ნარცისული მდგომარეობა აქვს

⭕ახალი იმედი კუჭის კიბოს წინააღმდეგ! - მეცნიერებმა სიმსივნის წარმოქმნამდე არსებული პროცესი გამოავლინეს

✕