Digest Logo

25 აგვისტოს მერკური ქალწულში გადადის: „ადვილად ვამჩნევთ შეცდომებსა და დეტალებს, რომლებიც შედეგზე გავლენას ახდენს“

1787605174
მერკური ქალწულში

მერკური ქალწულში: 25 აგვისტო – 10 სექტემბერი.

25 აგვისტოს, თბილისის დროით 15:05 საათზე, მერკური - აზროვნების, კომუნიკაციისა და ინფორმაციის პლანეტა  ქალწულის ზოდიაქოში გადადის, სადაც ის 10 სექტემბრამდე იმოძრავებს.

ქალწული მერკურის მართვის ნიშანია, ამიტომ აქ პლანეტის თვისებები განსაკუთრებით ძლიერად ვლინდება.

მერკურის ანალიტიკური ბუნება ჰარმონიულად ერწყმის ქალწულის პრაქტიკულ, რაციონალურ და დეტალებზე ორიენტირებულ ხასიათს. ამიტომ მომდევნო პერიოდში აზროვნება და კომუნიკაცია უფრო ფოკუსირებული, ზუსტი, პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული ხდება.

♌️➡️♍️სცენას, შემოქმედებით თვითგამოხატვასა და ეფექტზე ორიენტირებულ კომუნიკაციას თანდათან ცვლის მიწის სტიქიის მიდგომა - ნაკლები სიტყვა, მეტი კონკრეტიკა; ნაკლები დრამა, მეტი შინაარსი.

ყურადღება გადადის იმაზე, რაც რეალურად საჭიროა და რაც პრაქტიკულ შედეგს მოიტანს. მერკური ქალწულში იცის, როგორ დაახარისხოს ინფორმაცია, გამოყოს მთავარი მეორეხარისხოვნისგან და რაც მთავარია ზუსტად და ყველაზე კარგად იცის მიღებული ცოდნა როგორ გამოიყენოს პრაქტიკაში.

ამ პერიოდში ადვილად ვამჩნევთ შეცდომებსა და დეტალებს, რომლებიც შედეგზე გავლენას ახდენს, ამიტომ ეს საუკეთესო დროა პროცესების მოწესრიგებისთვის, პრაქტიკული გადაწყვეტილებების მოძებნისთვის, ასევე სწავლისა და ანალიზისთვის.

📞☎️📡კომუნიკაცია ხდება უფრო კონკრეტული და საქმიანი, თუმცა ზედმეტი კრიტიკულობა და დეტალებზე კონცენტრაცია შეიძლება მთლიან სურათს გვაშორებდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს — ყველა დეტალი ერთნაირად მნიშვნელოვანი არ არის.

☀️🌕🌑ქალწულში ინგრესიისთანავე მერკური მზეს უერთდება და 28 აგვისტოს მთვარის ნაწილობრივი დაბნელების პერიოდში მჭიდროდ ერთვება მზის, მთვარისა და ურანის კონფიგურაციაში. ეს მნიშვნელოვნად აძლიერებს ინფორმაციულ და მენტალურ დინამიკას. ურანის ჩართულობა პროცესს სისწრაფესა და მოულოდნელობის ფაქტორს მატებს — ინფორმაცია შეიძლება სწრაფად გამოჩნდეს, გავრცელდეს ან სრულიად ახალი კუთხით დაგვანახოს საკითხი. ძლიერდება სწრაფი ანალიზის, მოულოდნელი მიგნებებისა და ერთმანეთისგან თითქოს დამოუკიდებელი ფაქტების ერთ მთლიან სურათად დაკავშირების უნარი.

💫ამ პერიოდში მნიშვნელოვანია, რომ კარგი იდეა მხოლოდ იდეად არ დარჩეს. იდეებს „ქალწულური“ სიზუსტით უნდა მივუდგეთ — დავაშალოთ დეტალებად, გავაანალიზოთ, დავხვეწოთ და შემდეგ ვიპოვოთ გზა, როგორ გარდავქმნათ ისინი რეალურ, პრაქტიკულ შედეგებად.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ყურადღება საერთო რესურსებსა და მსხვილ ფინანსურ საკითხებზე გადაიტანე“ - 25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 ნუკი კოშკელიშვილი ჩაქვის სანაპიროზე პოზირებს - „დატრენინგებული ბენი...“

🎥 „იმსახურებს ბედნიერებას...“ - შორენა ბეგაშვილი მონტე-კარლოს ხედებით ტკბება