Digest Logo

🎥 „26 თებერვლიდან მერკური წარსულში გვაბრუნებს, არ დაიწყოთ ახალი საქმეები!“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1771829572
 მიხეილ ცაგარელი

„ეს კვირა უნდა გავყოთ ორ ნაწილად, 26 თებერვლამდე და 26 თებერვლის შემდეგ. მნიშვნელოვანი საქმეების, პროექტების დასრულებისთვის და მოგზაურობისთვის სჯობს, რომ გამოიყენოთ 26 თებერვლამდე პერიოდი, ყველაფერი კარგად მიდის და წარმატებით დასრულდება“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „იმედის დილა“ საუბრობს.

მისი თქმით, 26 თებერვალს მერკური (გონების და ინტელექტის, მოგზაურობის) პლანეტა ხდება უკუმავალი.

„26 თებერვლიდან - 20 მარტამდე კოსმოსი დაგვაბრუნებს ძველ საქმეებთან, გქონდა ძველი პროექტი, რომელიც ვერ განხორციელდება მას დაუბრუნდებით. მერკური გვაბრუნებს წარსულში. 

არ დაიწყოთ ახალი საქმეები, უმჯობესია, ძველ საქმეებს დაუბრუნდეთ და ისინი დაასრულოთ. 26 თებერვლის შემდეგ ნაყიდი ნივთი შეიძლება არც გამოგადგეთ, ამიტომ მოერიდეთ ტექნიკების შეძენას“, - გვირჩევს ასტროლოგი. 

როგორც მიხეილ ცაგარელი ამბობს, 24 თებერვალს გვაქვს შუა წერტილი დაბნელებების - ეს დღე გამორჩეული იქნება მოულოდნელობებით, ეს შეიძლება იყოს კარგიც და ცუდიც. 

ხოლო შაბათ კვირას ასტროლოგი გვირჩევს გავუფრთხილდეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას, არ აჰყვეთ პროვოკაციებს და არ დაიწყოთ საქმეების გარჩევა. 

რაც შეეხება ზოდიაქოს ცალკეულ ნიშნებს მათი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇

ვერძი 

ჯანზე ხართ, გაქვთ ენერგია. 26 თებერვლიდან შედიხართ დაბადების წინა პერიოდში და დაიწყება ენერგოტონუსის დაცემა, უშვებთ შეცდომებს. გახსოვდეთ, ფარული მტრები და ჭორები ზურგს უკან მატულობს და აკონტროლეთ.

კურო

გაითვალისწინეთ, რომ გაქვთ კარგი პერიოდი - იმუნიტეტი მატულობს და ძლიერდება თქვენი შარმი და მიზიდულობა. თუმცა შესაძლოა, სამსახურში შეგექმნებათ პრობლემები და ხელმძღვანელებთან დაგეძაბოთ ურთიერთობა. ზოგიერთ თქვენგანს კი მოუხდეს ახალი სამსახურის ძიება, ამიტომ ეცადეთ, გამოავლინოთ მეტი დიპლომატიურობა.

ტყუპები 

კარიერული განვითარების და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით კარგი პერიოდია. თუმცა ხართ სულსწრაფები და გეჩქარებათ, ყველას გინდათ გაუზიაროთ თქვენი სიახლეები - იყავით ჩუმად და ენას კბილი დააჭირეთ. 

კირჩხიბი 

26 თებერვლიდან თქვენი ენერგოტონუსი დაიწყებს შემცირებას. მარტი იქნება გადასარევი თქვენთვის. თუმცა 26-დან თვის ბოლომდე ფრთხილად იყავით. შესაძლოა, ემოციურ ფონზე დაიძაბოს ურთიერთობა კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. გამოიჩინეთ მეტი დიპლომატიურობა. 

ლომი

ჯანს არ უჩივიან, კვირის ბოლოსკენ უფრო მეტად იგრძნობთ დაღლას. შეიძლება აღმოჩნდეთ კრიტიკის ქარცეცხლში, მზად იყავით კრიტიკისთვის, არ შეხვიდეთ კონფლიქტში. 

ქალწული

ფსიქო ემოციური მდგომარეობა არის არასტაბილური, რაც შეიძლება გახდეს დაპირისპირების მიზეზი. არ იყოთ ხისტები და პირდაპირები. 

სასწორი 

აკონტროლეთ ამბიციები და სიამაყე განსაკუთრებით 26 რიცხვიდან, ეს ორი თვისება სხვებისთვის გახდება გამაღიზიანებელი. ასევე ხდებით სულსწრაფები გსურთ, რომ სწრაფად გააკეთოთ ყველაფერი, რაც ერთ მეორეს უშლის ხელს.

მორიელი 

შარმი და მიზიდულობა მატულობს. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გეწყებათ. შესაძლოა, მარტივად მოექცეთ ყურადღების ცენტრში. საუკეთესო დროა სიყვარულისთვის და შვილებთან კონტაქტისთვის. თუმცა 26 თებერვლიდან ფრთხილად იყავით შესაძლოა, დაგეძაბოთ ურთიერთობა სწორედ პარტნიორებთან - აქ ურთიერთობის გაფუჭება ყველაფერს გაგიფუჭებთ, ეცადეთ იმოქმედოთ ინტუიციაზე დაყრდნობით. 

მშვილდოსანი

ენერგია აქვს, არის კომუნიკაბელური და გონებამახვილი. თუმცა გეჩქარებათ, რის გამოც უშვებთ შეცდომებს, ასევე ხდებიან ამბიციურები, სარკასტულები და ამპარტავნები, ფრთხილად იყავით თორემ ამ ყველაფრის ნიადაგზე შეიქმენით ფარულ მტრებს. 

თხის რქა 

პერიოდი კარგია, შესაძლოა აქ წარმატებული პერიოდი გქონდეთ ფინანსური კუთხით და გაიცნოთ საინტერესო ადამიანები. 26 რიცხვიდან იყავით ყურადღებით, არის თქვენი მოტყუების მცდელობა მაღალი. 

მერწყული 

კარგი პერიოდი გაქვთ შეიძლება მიიღოთ პრემიერი და ბონუსები. ახლა შესაძლოა მოგეტმასნონ ადამიანები, რომლებიც ეცდებიან თქვენი ფული დაგახარჯვინოთ უაზროდ,  ან ჩაგრთონ საეჭვო საქმეებში, საიდანაც შემოსავალს ვერ მიიღებთ, ამიტომ იყავით ყურადღებით.

თევზები

თქვენი დროა - მზე თქვენს ზოდიაქოშია, გონების, სიყვარულის და ფულის პლანეტა თქვენ ზოდიაქოშია. ყოველდღე მატულობს თქვენი შარმი და მიზიდულობა, ხვდებით ყურადღების ცენტრში. საუკეთესო პერიოდია, როგორც ქორწინების ასევე კარიერული კუთხითაც. იყავით აქტიურები და იმოქმედეთ. ახლა თქვენი დროა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ნუ აიღებთ კრედიტებს და ვალს“ - 23 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„დაბადების დღეს ვულოცავ ჩემს საუკეთესო მეგობარს, ჩემს ყველაზე დიდ შთაგონების და მოტივაციის წყაროს“ – ნიკოლოზ ბასილაშვილი იუბილარია