Digest Logo

27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

1737922057
27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები  27 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თუ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდით, რჩევა და მხარდაჭერა საყვარელ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. ამ დღეს მცირე წინააღმდეგობაც კი განერვიულებთ, ამიტომ მხოლოდ კარგად ნაცნობი, მხიარული და ხალისიანი ადამიანების წრეში უნდა იტრიალოთ. ცვლილებებისთვის ხელსაყრელი დღეა, გირჩევთ ახალ, საინტერესო შეთავაზებას დაეთანხმოთ. ხელსაყრელ შანსზე უარს ნუ იტყვით და აიღეთ ის, რასაც ბედი გაძლევთ.

კურო

თუ შესაძლებელია, ამ დღეს შეხვედრებს ერიდეთ და საქმეები დისტანციურად მოაგვარეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, 27 იანვარს სახლიდან გასვლას და განსაკუთრებით, ხალხმრავალ ადგილებს ერიდოთ, რათა უსიამოვნო სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. ეცადეთ, ილუზიების საშიში სამყაროდან გამოხვიდეთ და რეალისტი გახდეთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, მიიღეთ ვიტამინები და სწორად იკვებეთ.

ტყუპები

ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ შეგიძლიათ რთულ კითხვებს მარტივად უპასუხოთ ან ბიზნესპარტნიორებთან რთული მოლაპარაკებები აწარმოოთ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ და ყურადღება სასიამოვნო აქტივობებზე გადაიტანოთ. იდეები, რომლებიც ამ დღეს გაგიჩნდებათ, შეიძლება მნიშვნელოვანი მოვლენების დასაწყისი იყოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გარისკოთ. გირჩევთ, ურთიერთობაში მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და ადამიანები ნაკლებად აკრიტიკოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს სამომავლოდ არაფერი გადადოთ. დღის პირველი ნახევარი დაწყებული საქმეების დასრულებისთვის ხელსაყრელია. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც გიკარნახებთ წარმატების მისაღწევად რა უნდა გააკეთოთ.
შესაძლებელია იღბლიანი დამთხვევებიც, რომლებიც შეგიძლიათ თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ. დღის მეორე ნახევარი უფრო რთული იქნება. შესაძლოა გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, ამიტომ იმპროვიზაციისთვის უნდა მოემზადოთ.

ლომი

ამ დღეს ბევრი საქმე გაქვთ, ამიტომ თქვენი დრო და ენერგია ისე გაანაწილეთ, რომ რამდენიმე საქმე ერთდროულად დაასრულოთ. კარგად შედგენილი გეგმა დაგეხმარებათ, რომ არაფერი გამოგეპაროთ და მიზანს სწრაფად მიაღწიოთ. ფრთხილად იყავით საქმიანი მოლაპარაკების, გარიგების დადების და საბუთებზე ხელმოწერის დროს. ყურადღება არ მოადუნოთ ახალ ნაცნობებთან ურთიერთობისას. საღამოს შესაძლებლობა გექნებათ, რომ საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება დაუთმოთ და სასიამოვნო ოჯახური დასვენება მოაწყოთ.

ქალწული

ამ დღეს გარემოებები ელვის სისწრაფით იცვლება და უამრავი მოულოდნელად წარმოქმნილი საკითხის მოგვარება მოგიწევთ. ეცადეთ, ოჯახთან ურთიერთობის დრო გამონახოთ და დაეხმარეთ მათ საყოფაცხოვრებო საქმეებში. თქვენი პირადი ხიბლი, მახვილი გონება და განვითარებული ინტელექტი ირგვლივ მყოფების ყურადღებას მიიპყრობს. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა პირადი ცხოვრების მოსაწყობად - გაატარეთ საღამო ლამაზ ადგილზე ან მოაწყვეთ რომანტიკული პაემანი პარკში.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/27-ianvris-astrologiuri-prognozi-4627

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „რეალურ ცხოვრებაში ძალიან ვგავარ ჩემს პერსონაჟებს... ხანდახან ცხოვრებაშიც მოუხერხებელი ვარ“ - რას ამბობს პიერ რიშარი

🎥 „მამა არ მყავდა, არ ზრუნავდა ჩემზე...“ - რას ჰყვება პიერ რიშარის ბავშვობასა და კინოზე

🎥 ჟელიბონი, ზეფირი, ფერადი ნაყინი - როგორ ამოვიცნოთ ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტი?