Digest Logo

„28 აგვისტოდან ახალი ეტაპი იწყება“ - რას მოუტანს „ვარსკვლავურ თესლს“ თევზების მზის დაბნელება

1787568341
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

ასტროლოგიური და ეზოთერიკული პროგნოზების თანახმად, 28 აგვისტოს თევზების ნიშანში მოსალოდნელი მზის დაბნელება ორწლიან მნიშვნელოვან ციკლს ახურავს. ცნობილი ეზოტერიკოსის, ავრორა რეის თქმით, ეს მოვლენა განსაკუთრებით ძლიერ გავლენას მოახდენს ე.წ. ვარსკვლავურ თესლზე (Starseed) - ადამიანებზე, რომლებსაც მომატებული ინტუიცია, მაღალი მგრძნობელობა და გარშემომყოფთა ემოციების შეწოვის უნარი აქვთ.

პროგნოზის მიხედვით, 28 აგვისტოს დაბნელება რამდენიმე ძირითად ცვლილებას მოიტანს:

„უფასო საჩუქრის“ დასასრული: მგრძნობიარე ადამიანები წყვეტენ საკუთარი ენერგიის, დროსა და რესურსების უსასყიდლოდ გაცემას მათთვის, ვინც ამას არ აფასებდა.

დაუცველი ემპათიის გათიშვა: სრულდება პერიოდი, როდესაც გარშემომყოფთა ნეგატიურ განწყობასა და ემოციურ სიმძიმეს საკუთარ თავზე იღებდით.

მოულოდნელი სიმართლე: ურანის გავლენით, დაბნელების დღეებში გაჟღერდება ან გამოაშკარავდება მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც რეალობას ნიღაბს ჩამოხსნის.

ბავშვობის კომპლექსებისგან გათავისუფლება: სრულდება ეტაპი, როდესაც საკუთარ ინტუიციასა და აღქმაში ეჭვი შეგქონდათ გარშემომყოფთა კრიტიკის გამო.

„26-დან 30 აგვისტომდე პერიოდში მოერიდეთ ემოციურ გადაწყვეტილებებს, დაუთმეთ დრო სუნთქვით ვარჯიშებს, მედიტაციას და მშვიდად მიიღეთ ის ცვლილებები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ბუნებრივად დგება“, - აცხადებს ეზოტერიკოსი.

ვრცლად, ნახეთ ინგლისურენოვანი ვიდეო: