
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ეს დღე ახალ ძალებს, მოქმედებისა და მიზნების მიღწევის სურვილს მოგიტანთ. თქვენს ხელთ არის ყველაფერი, რაც წარმატების მიღწევისთვის გჭირდებათ. ეს კვირა აპრილში დაწყებული ცვლილებების გაგრძელება იქნება, განსაკუთრებით მეწარმეებისა და ხელმძღვანელი პირებისთვის. სამუშაო პროცესები სწორი მიმართულებით განვითარდება, თუმცა შედეგების მისაღწევად შეიძლება იმაზე მეტი ლოდინი დაგჭირდეთ, ვიდრე გეგონათ. ამასთან, ფინანსური მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესდება.
კურო
ამ დღიდან მოვლენების განვითარებით კმაყოფილი იქნებით. მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და მუშაობის რიტმი საგრძნობლად აჩქარდება. სხვა ქალაქებსა თუ ქვეყნებში მცხოვრებ პარტნიორებთან ურთიერთობა გეგმის მიხედვით განვითარდება. ზოგიერთი პარტნიორთან ნაყოფიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას შეძლებთ, თუმცა სხვები იმედებს გაგიცრუებენ. მიუხედავად ამისა, სამომავლო ურთიერთობის განვითარებისკენ მიმართული ყველა მცდელობა წარმატებული იქნება. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და გამონახეთ დრო ფიზიკური ვარჯიშისთვის.
ტყუპები
გირჩევთ ეს კვირა სახლსა და საოჯახო კომფორტზე ზრუნვას დაუთმოთ. შესაძლოა, რემონტის დაწყების ან ავეჯის გადაადგილების სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ გირჩევთ ოჯახის წევრებთან შეთანხმების გარეშე მოქმედება არ დაიწყოთ. განახლების მასშტაბი დამოკიდებული იქნება ფინანსურ შესაძლებლობებზე. გარკვეული ხარჯების დაფარვაში შეიძლება მეუღლე, მშობლები ან სხვა ახლობლები დაგეხმარონ. საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის ეს პერიოდი ორგანიზაციულ პროცესებში მონაწილეობასა და აღიარებას უკავშირდება.
კირჩხიბი
ამჟამად თქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, მომავალში კი აშკარა გაუმჯობესება გელით. შემოსავლები შეიძლება სხვადასხვა წყაროდან მიიღოთ. ამის გარდა, მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზი ან ფინანსური დახმარება. ურთიერთობა ნათესავებთან უფრო სასიამოვნო და ჰარმონიული გახდება. დიდი ალბათობით, ძველი უთანხმოების მოსაგვარებლად პირველი ნაბიჯის გადადგმას სწორედ თქვენ მოგიწევთ. დროა, დიდი ხნის უნახავი ნათესავისთვის მიცემული პირობა შეასრულოთ და მოინახულოთ.
ლომი
ეს კვირა ძალების მოზღვავებას და შინაგან თავდაჯერებას მოგიტანთ. გარშემო მყოფები თქვენს დამსახურებებს აღიარებენ და თქვენს რჩევებს ითვალისწინებენ. ყურადღება მიაქციეთ კვების რეჟიმს, განსაკუთრებით თუ აღიარებენ კუჭ-ნაწლავის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ. მოგზაურობა წარმატებული იქნება — ბევრ ახალ ადგილს მოინახულებთ და ახალ ადამიანს გაიცნობთ. შეზღუდვები, მათ შორის ფინანსური, შესუსტდება და მგზავრობის დაგეგმვას თავისუფლად შეძლებთ.
კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/28-aprilis-astrologiuri-prognozi-4794