Digest Logo

🎥 29 იანვარს ჩინური კალენდრით ახალი წელი დგება, როგორ უნდა შევხვდეთ მას? - ასტროლოგი ქეთი ვაწაძის რჩევები

1737957362
 ასტროლოგი ქეთი ვაწაძე დილის სტუდიაში

„ჩინური ახალი წელი და ახალმთვარეობა გვაქვს 29 იანვარს 16:34 წთ-ზე. თუ ვინმეს აქვს სურვილი დახვდეს ჩინურ ახალ წელს, თავისუფლად შეუძლია ამ დროს იზეიმოს ახალი წლის დადგომა“, -  ამის შესახებ ასტროლოგი ქეთი ვაწაძე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ეთერში საუბრობს. 

იგი გადაცემაში საზოგადოებას უზიარებს რჩევებს თუ როგორ უნდა შეხვდნენ ჩინურ ახალ წელს.

„უნდა გამოვიყენოთ მწვანე ფერი, ეს ფერი შეგიძლიათ შეიტანოთ ტანსაცმელშიც, ან გქონდეთ მწვანე ფერის გადასაფარებელი. 

ასევე ჩინეთში წითელი და ოქროსფერი ითვლება სიუხვის სიმბოლოდ და შეგიძლიათ ეს ფერებიც გამოიყენოთ გასაფორმებლად. რაც ყველაზე მთავარია გქონდეთ კარგი განწყობა. 

2 ცალი მანდარინი გქონდეთ სტუმრად თუ სადმე წახვალთ, რადგან მანდარინი ჩინეთში არის სიუხვის სიმბოლოდ.

ასევე თუ შეხვედრა გინდათ ჩინური ახალი წლის სუფრაზე უნდა გქონდეთ თევზი, მანდარინი, ხის ტოტები მანდარინის და ბროწეულის“, - ამბობს ქეთი ვაწაძე. 

იგი ასახელებს აღმოსავლური ნიშნების მიხედვით ვისთვის იქნება კარგი წელი - ვირთხისთვის, დრაკონისთვის და მამლისთვის. კარგი წელია გველისთვისაც თუ მოახერხებს ტრანსფორმაციას.

უფრო ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დაბადების დღეს გილოცავ იმიერში ჩემი დარდის, ფიქრის და ტკივილის მიზეზო...“ - გელა დაიაური გარდაცვლილ მეუღლეს

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

დღეს ნინოობაა - წმინდა ნინოს ქართველთა განმანათლებლად მიიჩნევენ