Digest Logo

„3 მაისი განსაკუთრებული დროა წლის განმავლობაში და უძლიერეს ენერგეტიკულ დღედ ითვლება“ - ქეთი ოდიშელი

1651562298
ქეთი ოდიშელი

2022 წლის 3 მაისი - აკშაი ტრიტია

ლეგენდის მიხედვით (ინდურ ტრადიციებში) სამყარო სწორედ ამ დღეს შეიქმნა. ამიტომ ეს დღე ითვლება სამყაროს დაბადების დღედ. იზეიმეთ, გამოხატეთ სიყვარული, იცეკვეთ, მიუტევეთ და მორთეთ საკუთარი თავიც და სამყაროც ყვავილებით, საჩუქრებით, სიურპრიზებით, ტკბილეულით, სურნელებით. 

გააფერადეთ ეს დღე ეს განსაკუთრებული დროა წლის განმავლობაში და ითვლება უძლიერეს ენერგეტიკულ დღედ, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები სწორედ ამ დღეს მოაგვარეთ. ამ დღეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ რაიმე კარგი რაც გაგახარებთ არა მარტო თქვენ არამედ სხვებსაც.

აკშაი ტრიტია (უხრწნელი-მარადიული)

დაფიქრდით: რა შეიძლება გააკეთოთ თქვენი ბედნიერებისთვის.

ცხოვრებაში არს მომენტები, როდესაც ჩვენ შეგვიძლია სრულიად შევცვალოთ ჩვენი ცხოვრების კურსი.
გამოიყენეთ ამ დღის დიდებული ძალა.

რჩევა:

✔️ მადლიერება სამყაროსა და ყოველი არსების მიმართ.

✔️ სასურველია ამ დღეს დაწეროთ თქვენი ცხოვრების 10 წლიანი გეგმა, როგორიც გინდათ იყოს თქვენი ცხოვრება 10 წლის შემდეგ. დაინახეთ თქვენი თავი 10 წლის შემდეგ საუკეთესო ფორმაში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

✔️ გააკეთეთ რაიმე მნიშვნელოვანი სწორედ ამ დღეს! თუნდაც გადადეთ მცირე თანხა თქვენი სასურველი ბინის საყიდლად. ან გადადგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი ცხოვრების შესაცვლელად, მხოლოდ ერთი ნაბიჯი. სასურველი შედეგით შესაძლოა მალე გაოცებული დარჩეთ.

✔️ იყიდეთ ძვირფასი სიმბოლური ნივთი იმ სანუკვარი სურვილისთვის რომლის განხორციელებაც დიდი ხანია გინდათ, გაიღეთ მაქსიმალური ამ ძვირფასი ნივთისთვის, იქნება ეს სარკე, ოქროს სამკაული ან სხვა.

✔️ მნიშვნელოვანია ასევე ამ დღეს ქველმოქმედება. იზრუნეთ იმ ადამიანებზე ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება, ცხოველებზე, მცენარეებზე.

✔️ სასიკეთოა ამ დღეს პრობლემების მოგვარება, ურთიერთობები ნებისმიერ სფეროში.
ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი სტარტი წარმატებით დაგვირგვინდება!, - აღნიშნავს ქეთი ოდიშელი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ნანაუკა ჟორჟოლიანი თანამშრომელს ეძებს

🔵„ქვეყანაში პანდემია არ დასრულდება! იქნება არასაჭირო სიკვდილი და ინვალიდობა!“ – გიორგი ფხაკაძე