Digest Logo

3 მარტს არა მხოლოდ სავსემთვარეობას, არამედ მთვარის დაბნელებასაც ვიხილავთ - რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დღეს

1772388293
მთვარის დაბნელება

2026 წლის 3 მარტს, თბილისის დროით დღის 15:33 საათზე, ჩვენ არა მხოლოდ სავსემთვარეობას, არამედ მთვარის დაბნელებასაც ვიხილავთ - იშვიათ ეგრეთ წოდებულ „სისხლიან მთვარეს“.

ასეთი მოვლენები მხოლოდ ემოციებს კი არ ამძაფრებს, არამედ ჩვენი ცხოვრების მიმართულებასაც ცვლის. ეს არის დასრულების, წარსულის გაშვებისა და ახალი ფურცლის დაწყების დრო.

სავსემთვარეობა ყოველთვის სიცხადესთან და დასრულებასთან ასოცირდება. ის გვეხმარება დავინახოთ სიმართლე საკუთარ თავზე, ადამიანებსა და ჩვენს გარშემო არსებულ სიტუაციებზე.

მთვარის დაბნელება კი ამ ეფექტს მილიონჯერ აძლიერებს. ის ბედისწერის კატალიზატორივითაა: აჩქარებს პროცესებს, ხურავს თემებს და გვაიძულებს ვიმოქმედოთ გულწრფელად. ეს მთვარე ხელახლა დაბადების სიმბოლოა - არა ქაოსის, არამედ ჩვენი შინაგანი სიმწიფის გზით.

ამ სავსემთვარეობისას განსაკუთრებით გამოიკვეთება ქალწულის, თევზების, ტყუპებისა და მშვილდოსნის ნიშნები. 

ქალწული განასახიერებს ლოგიკას, ორგანიზებულობას, სიზუსტესა და დეტალებისადმი ყურადღებას. თევზებისთვის კი პირიქითაა - მათ ნაკლებად ადარდებთ დეტალები, უყვართ ემოციების ოკეანეში ცურვა და შემოქმედებითი შთაგონება. ეს ორი ნიშანი საპირისპიროა, მაგრამ ამავე დროს სჭირდებათ ერთმანეთი ბალანსის მისაღწევად. მით უმეტეს, რომ ორივეს უყვარს სხვების დახმარება და ყველაფერში სილამაზის დანახვა იციან.

სავსემთვარეობის ენერგია ავლენს ორივე ნიშნის არსს და გვაიძულებს ვეძებოთ სრულყოფილი ბალანსი. აქ არ არსებობს „სწორი“ ან „არასწორი“. კონკრეტულ სიტუაციაში ორივე თვისება შეიძლება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს.

ეს პერიოდი შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა: ჯანმრთელობა, სამსახური, ორგანიზება და წესრიგი. ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ პრობლემების სათავე და წარმატებით გადავჭრათ ისინი. გაძლიერდება ჩვენი სულიერი მხარე, თუმცა არსებობს ტყუილის ან მოტყუების მსხვერპლად გახდომის საფრთხე. განსაკუთრებით ვერიდოთ ჭორებსა და ფუჭ საუბრებს.

სავსემთვარეობა გვეხმარება დიდი ხნის დაყოვნებული საქმეების დასრულებაში, რაც გზას უხსნის ახალ პროექტებს. ყურადღებით დააკვირდით ნიშნებს თქვენს ირგვლივ,სწორედ ახლა შეგიძლიათ მიიღოთ უნიკალური პერსპექტივა რაიმე ახალზე.

ქალწულში მყოფი მთვარე თევზების მზის საპირისპიროდ დაგვეხმარება ინტუიციურად ვიპოვოთ პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. ნეპტუნის გავლენა კი ჩვენს სულიერ ცხოვრებას გააღრმავებს.

სავსემთვარეობა შუქს ჰფენს იმას, რაც ადრე ჩრდილში იყო დამალული. შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი, ახალი ნიჭი ან ხასიათის შტრიხები. ეს პერიოდი შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაშიც. ქალწულს აქვს უნარი განკურნოს არა მხოლოდ სხეული, არამედ ურთიერთობებიც.
დაბნელების დასრულებისთანავე იგრძნობთ შვებას - თითქოს მხრებიდან უხილავი ლოდი გადაგივარდათ.

რიტუალი პიკზე  

ფურცელზე ჩამოწერეთ ყველაფერი, რისგანაც გსურთ გათავისუფლება: შიშები, მავნე ჩვევები, მომაბეზრებელი ურთიერთობები. დაწვით ფურცელი და წარმოიდგინეთ, როგორ ქრება ძველი ამბები თქვენი ცხოვრებიდან.ფერფლი გაატანეთ წყალს.

როდესაც სავსემთვარეობა დაბნელებას ემთხვევა, ეს აძლიერებს ინტუიციას და ემოციურ აღმოჩენებს. ბევრმა შეიძლება იგრძნოს უმიზეზო შფოთვა ან განწყობის ცვალებადობა. ის, რაც ადრე შეფერხების გარეშე მუშაობდა, შეიძლება უცებ აირიოს. მიეცით საკუთარ თავს დრო დასამშვიდებლად, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ.

რა უნდა გააკეთოთ: 

დაასრულოთ ძველი პროექტები, დასახეთ გეგმები;
მოაწყვეთ მედიტაცია, გათავისუფლდით ნეგატიური ფიქრებისგან;
დაკავდით თვითანალიზით.

რა არ უნდა გააკეთოთ: 

  • არ წამოიწყოთ მსხვილი ფინანსური გარიგებები;
  • არ მოაწეროთ ხელი მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს;
  • არ მიიღოთ საბედისწერო გადაწყვეტილებები მომზადების გარეშე.

ენერგია ახლა მიმართულია არა დაწყებისკენ, არამედ ანალიზისა და დასრულებისკენ. დაბნელების დროს მოვლენები შეიძლება მოულოდნელად განვითარდეს.

სისხლიანი მთვარე ააქტიურებს „ჩრდილს“:

იმას, რაც უთქმელია, დათრგუნულია; იმას, რაც გვტკივა, მაგრამ უნდა ამოვიდეს ზედაპირზე განსაკურნებლად.

პორტალი 3·3 ყველაფერს აძლიერებს:

რაც ამ დღეს იძვრის, თქვენს გასანადგურებლად კი არა... თქვენს გასათავისუფლებლად მოდის.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

მარტის თვის სილამაზის და ჯანმრთელობის კალენდარი - „მაღალია დაინფიცირების რისკი“

⭕„ძველი კავშირი სრულდება...“ - რა გავლენას იქონიებს 3 მარტის მთვარის დაბნელება ზოდიაქოს ნიშნებზე: ხათუნა ნოელი

⭕მარტის ასტრო-ნავიგაცია: კოსმოსური „მკვდარი ზონა“ და უკურსო მთვარის განრიგი - რამაზ გიგაურისგან

წყარო: www.facebook.com