Digest Logo

„ძველი კავშირი სრულდება...“ - რა გავლენას იქონიებს 3 მარტის მთვარის დაბნელება ზოდიაქოს ნიშნებზე: ხათუნა ნოელი

1772383109
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 3 მარტის მთვარის დაბნელებაზე წერს და ზოდიაქოს ნიშნებს ახასიათებს:

„რას მოუტანს ეს დაბნელება ზოდიაქოს ნიშნებს?

ვსაუბრობ ზოგად ტენდენციებზე, ინდივიდუალური რუკა ყოველთვის გადამწყვეტია.

მოცემულობა შეგიძლიათ წაიკითხოთ ასცენდენტის მიხედვითაც, და ეს უფრო გამართლებული იქნება. თუ რა თქმა უნდა, იცით თქვენი პირადი რუკა და ასცენდენტი.

ვერძი

სამუშაო, ყოველდღიური რეჟიმი, ჯანმრთელობა.
საჭიროა სტრუქტურის გადახედვა. მხარდაჭერა კარიერულ ზრდაში.

კურო

შემოქმედება, შვილები, პირადი პროექტები.
ძველი იდეა შეიძლება ახალ ეტაპზე გადავიდეს.

ტყუპი

სახლი, ოჯახი, უძრავი ქონება.
შესაძლებელია საცხოვრებელთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.

კირჩხიბი

ინფორმაცია, ხელშეკრულებები, სწავლის თემები.
მნიშვნელოვანი საუბარი ან შეთანხმება.

ლომი

ფინანსები.
შემოსავლის მოდელის გადახედვა, გაფართოების შანსით.

ქალწული

პირადი იდენტობა, ახალი ეტაპი.
ძველი როლი სრულდება, ახალი იწყება.

სასწორი

დასრულება, კულისები, ფსიქოლოგიური გათავისუფლება.
შიდა გაწმენდის პერიოდი.

მორიელი

მეგობრები, ჯგუფები, სამომავლო გეგმები.
ახალი სოციალური სივრცე.

მშვილდოსანი

კარიერა და სტატუსი. სამყარო გაძლევთ შესაძლებლობას, მაგრამ პასუხისმგებლობაც იზრდება.

თხის რქა

საზღვარგარეთის თემები, განათლება, მსოფლხედველობა.
გაფართოების ფაზა.

მერწყული

საერთო ფინანსები, ვალდებულებები.
სერიოზული ფინანსური გადაწყვეტილება.

თევზები

ურთიერთობები.
ძველი კავშირი სრულდება ან ახალ დონეზე გადადის“, - წერს ხათუნა ნოელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მარტის ასტრო-ნავიგაცია: კოსმოსური „მკვდარი ზონა“ და უკურსო მთვარის განრიგი - რამაზ გიგაურისგან

⭕„წინ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატი გვაქვს...“ - ლაშა ბექაურმა ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ გულშემატკივარს მიმართა

🎥 ლაშა ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალშია - რა კადრებს აქვეყნებს სპორტსმენი დასკვნით შეხვედრამდე?