
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
პირად ცხოვრებაში მცირე დაძაბულობა გელით. მნიშვნელოვანია, პროვოკაციებს არ აჰყვეთ და საკუთარი სიმართლის ნებისმიერ ფასად დამტკიცება არ სცადოთ. ამ დღეს დასკვნების გამოტანას და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებას უნდა მოერიდოთ. საღამო მშვიდი ურთიერთობისთვის უკეთესია, ვიდრე სერიოზული საუბრისთვის.
რჩევა: აკონტროლეთ ემოციები და ნუ ეცდებით, თქვენი სიმართლე ძალით დაამტკიცოთ. მიეცით ურთიერთობებს ბუნებრივად განვითარების შესაძლებლობა.
კურო
ეს დღე ხელსაყრელია ფინანსური გეგმების შედგენისთვის, მაგრამ არა — სარისკო ინვესტიციებისთვის. ფრთხილად იყავით საბუთებზე ხელის მოწერის დროს - მცირე უზუსტობამ შეიძლება გაუგებრობები გამოიწვიოს. უმჯობესია, დიდი შენაძენისგან თავი შეიკავოთ, რადგან სურვილი შესაძლოა ემოციებით იყოს ნაკარნახევი და არა საჭიროებით.
რჩევა: აკონტროლეთ ხარჯები და საეჭვო შეთავაზებებს არ ენდოთ. ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავეთ და გამოცდილი სტრატეგიით იმოქმედეთ.
ტყუპები
ტყუპებს სამსახურში ახალი გამოწვევები ელით. ამ პერიოდში მთავარი სიმშვიდის შენარჩუნებაა. უმჯობესია, მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მენეჯმენტისგან თავი შორს დაიჭიროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი უსიამოვნო დავალებების შესრულება ან კომენტარების მოსმენა მოგიწევთ.
რჩევა: არ გაგიფანტოთ ყურადღება წვრილმანებზე და არ ჩაებათ უაზრო დავებში. რაც უფრო კონცენტრირებული იქნებით, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ.
კირჩხიბი
შესაძლოა, ამ დღეს გადაღლილობა ან ემოციური დაძაბულობა იგრძნოთ. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ისინი, ვისაც ფსიქოსომატური დაავადებებისკენ აქვთ მიდრეკილება — სტრესმა შეიძლება ფიზიკურ ჯანმრთელობაზე იმოქმედოს. მსუბუქი ვარჯიში ან სუფთა ჰაერზე გასეირნება დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ. არსებობს მოგებიანი გარიგების დადების შანსი, მაგრამ ამისთვის სიმტკიცე და პრინციპულობა უნდა გამოიჩინოთ.
რჩევა: დაუთმეთ დრო საკუთარ სხეულს — მცირე აქტივობაც კი გაგიუმჯობესებთ განწყობას და შეგიმსუბუქებთ სტრესს.
ლომი
გირჩევთ, საკუთარი განწყობა აკონტროლოთ. შესაძლოა, გარშემო მყოფების მოქმედება თქვენს სურვილებს არ ემთხვევა, მაგრამ ამის გამო ადამიანებს გული არ უნდა ატკინოთ. ხელსაყრელი დროა, რომ ენერგია სასარგებლო საქმისკენ მიმართოთ – დაკავდეთ სწავლით, სპორტით ან იმ საქმიანობით, რომელიც მთლიანად თქვენს ჩართულობას მოითხოვს. რაც უფრო ნაყოფიერი იქნება ეს დღე, მით უფრო კმაყოფილი იგრძნობთ თავს საღამოს.
რჩევა: ეცადეთ, კოლეგების კეთილგანწყობა შეინარჩუნოთ. გახსოვდეთ, რომ სამსახურში ჯანსაღი ატმოსფერო წარმატებული მუშაობისთვის მნიშვნელოვანია.
ქალწული
ამ დღეს პარტნიორი თქვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვს. გირჩევთ, ეს გამოწვევად ან მანიპულაციის მცდელობად არ აღიქვათ — მას, უბრალოდ, თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. მარტოხელა ქალწულს შესაძლოა, ფარული თაყვანისმცემელი გამოუჩნდეს, თუმცა დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. სამსახურში ოცნების ასრულებამდე დიდი გზა გაქვთ გასავლელი, მაგრამ გეგმის შემუშავება ახლავე შეგიძლიათ.
რჩევა: საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოთმინება უნდა გამოიჩინოთ – ეს გრძნობების შენარჩუნებაში და გაძლიერებაში დაგეხმარებათ.
სასწორი
ამ დღეს ფინანსურ საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ფრთხილად იყავით ფულის მართვისა და საბუთებთან მუშაობის დროს — მცირე შეცდომებისა და გაუგებრობების ალბათობა მაღალია. თუ ვინმე ფულის სესხებას გთხოვთ, კარგად დაფიქრდით, სანამ დათანხმდებით.
რჩევა: მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. ამ დღეს სჯობს, პრაქტიკულობა და ეკონომიურობა გამოავლინოთ.
მორიელი
დატვირთული სამუშაო დღეა. მოულოდნელი სირთულეები სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას გაიძულებთ. ყველა წვრილმანს ყურადღება მიაქციეთ, რათა შეცდომები თავიდან აიცილოთ. დღის ბოლოს სასიამოვნო სიახლეები გელით, რომლებიც თქვენს პროფესიულ განვითარებას შეეხება. გახსოვდეთ, სანამ საკუთარი თვალით არ ნახავთ და ყურით არ მოისმენთ, არაფერი დაიჯეროთ.
რჩევა: ეცადეთ, პირად ცხოვრებაში საყვარელი ადამიანების აზრი გაითვალისწინოთ. შესაძლებელია, მათ დახმარება სჭირდებათ და თქვენ ვერ ამჩნევთ.
მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „არ მეგონა თუ 22 წლის ასაკში ამდენი რაღაცის გადატანა მომიწევდა...“- რას ჰყვება მარიამ შენგელია?
⭕„სახლში ეგეთ კარგ სიტყვებს არასდროს მეუბნები...“ - რა უპასუხა გიორგი ქოჩორაშვილმა შეყვარებულს?