რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ვარსკვლავები იდეალურად განლაგდნენ — მშვენიერი შესაძლებლობა გეძლევათ რომანტიკული პაემნისთვის. ემოციურად საკმაოდ დაძაბული დღეა, ბევრი პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდება, თუმცა ნუ მისცემთ ემოციებს უფლებას, რომ თქვენს ცხოვრებაზე უარყოფითად იმოქმედონ. ამ დღეს სამყაროსგან წამოსულ დადებით ენერგიას იგრძნობთ, რაც ახალ ძალასა და მეტის გამომუშავების სურვილს შეგძენთ. გირჩევთ, საღამოს შეიძლება სტუმრები სრულიად მოულოდნელად გეწვიონ. ცუდი განწყობის გამო, შეიძლება სრულიად უდანაშაულო ადამიანებს აწყენინოთ, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
კურო
ეცადეთ ეს დღე მშვიდ, რომანტიკულ გარემოში გაატაროთ. სიმყუდროვე და სიმშვიდე თქვენს ურთიერთობას უფრო გააღრმავებს. შუადღე მცირე საყოფაცხოვრებო საზრუნავს მოგიტანთ, თუმცა მასთან გამკლავებას საღამომდე ადვილად შეძლებთ. ეს პერიოდი თანაბრად კარგია როგორც სამუშაოდ, ისე დასასვენებლად: დაბრკოლებები არ გელით, უსიამოვნებები გვერდს აგივლით და ყველაფერი, რაც დაგეგმეთ, წარმატებით განხორციელდება. ვარსკვლავები მნიშვნელოვან მოვლენას გიწინასწარმეტყველებენ — ეს შთაგონების პერიოდია, რომელიც ჩანაფიქრის განხორციელების საშუალებას მოგცემთ. წარმატება გელით მგზავრობაში, ახალი ცოდნის მიღებაში, კონკურსებსა და სპორტში. იზრუნეთ საკუთარ ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე — დაისვენეთ, ივარჯიშეთ და თავს შესანიშნავად იგრძნობთ.
ტყუპები
მშვენიერი დღეა რომანტიკული შეხვედრისა და დაუვიწყარო მოგონებების შექმნისთვის. პარტნიორთან ურთიერთობა მეტისმეტად ემოციური იქნება, თუმცა გართობასა და სიამოვნებაზე ფიქრი რამდენიმე დღით უნდა გადადოთ და ხელმძღვანელობის დავალების შესრულებაზე იზრუნოთ. გაუთვალისწინებელი პრობლემების გამო შესაძლოა, სამომავლო გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, თუმცა თუ პროფესიონალების რჩევას გაითვალისწინებთ, შეიძლება მნიშვნელოვანი დაბრკოლებები აირიდოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, გათავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც ზედმეტად მიგაჩნიათ. ნუ ინერვიულებთ წვრილმანებზე — სულიერი წონასწორობა ქრონიკული დაავადებების შემსუბუქებაშიც კი დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
ამ დღეს სასიხარულო ამბები და უსიამოვნებები ერთმანეთს ენაცვლება, წარმატებას კი შესაძლოა მცირე მარცხი მოჰყვეს. მოვლენების დაჩქარებას ან უარყოფით ტენდენციებთან ბრძოლას აზრი არ აქვს — გარემოებები თქვენს ნება-სურვილზე დამოკიდებული არ არის. ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება დასჭირდება და იმედი არ გაუცრუოთ, მით უმეტეს, რომ წარსულში მისგან დავალებული ხართ. მოქმედების დაწყებამდე კარგად დაფიქრდით — ეს ნაჩქარევი ნაბიჯებისა და დროის უქმად კარგვისგან დაგიცავთ. ფინანსური გარიგებებისთვის არახელსაყრელი დღეა. ფულის დაბანდებას და ძვირად ღირებულ შენაძენებს უნდა მოერიდოთ, რადგან ამან შეიძლება დიდი ზარალი მოგიტანოთ. ყურადღება მიაქციეთ ძილის რეჟიმს — ეცადეთ ადრე დაწვეთ და ძალები აღიდგინოთ.
ლომი
ახალი რომანი კარგს არაფერს მოგიტანთ, ამიტომ სჯობს ყურადღება ოჯახურ საქმეებსა და ახლობლებს დაუთმოთ. რემონტსა და სახლის კეთილმოწყობასთან დაკავშირებულ საკითხებს ნუ გადადებთ —ყველაზე დიდ სარგებელს სწორედ ეს მოგიტანთ. ეცადეთ სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის დრო სწორად გაანაწილოთ, თორემ საყვედურებს ვერ აიცილებთ. იღბალს ბრმად ნუ ენდობით. გახსოვდეთ, რომ ფულის სწორად განაწილება და პრიორიტეტების გონივრულად განსაზღვრა ფინანსური კეთილდღეობის საწინდარია. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და მენიუ ვიტამინებით გაამდიდრეთ — ეს რჩევა განსაკუთრებით ასაკოვან ლომებს ეხება.
ქალწული
თანამოაზრესთან შემთხვევითი შეხვედრა მტკიცე მეგობრობის დასაბამი გახდება. გამოიჩინეთ აქტიურობა იმ საკითხებში, რომლებიც თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოსალოდნელია მივლინება, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ კარიერული წინსვლა გაგიადვილდებათ. ამ დღეს შეიძლება მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ — მზად იყავით ამისთვის და ყველაფერს ერთბაშად ნუ დახარჯავთ. სჯობს თანხა მოგებიან საქმეში დააბანდოთ ან გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის გადაინახოთ. პერსპექტიული დღეა პიროვნული და ფსიქოლოგიური ზრდისთვის. ეცადეთ, შეურიგდეთ ყველას, ვისთანაც დაძაბული ურთიერთობა გქონდათ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
განაგრძეთ კითხვა: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/4-agvistos-astrologiuri-prognozi-5729
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არახელსაყრელია სწავლის, მშენებლობის, ახალი პროექტის დაწყება“ - 4 აგვისტოს პროგნოზი ფენშუის მიხედვით
🎥 „საოცრად ლამაზია, შარმიანი“ - რა კადრებს აქვეყნებს ლიზა ყენია
⭕რატომ არის თევზებისა და მორიელის წყვილი სამყაროს ყველაზე მისტიკური და ურყევი კავშირი?