4 ნოემბერი მისტიკური დღე.
ჩემო ძვირფასებო, დღეს განსაკუთრებული დღეა მნიშვნელოვანია, აკონტროლოთ ფიქრები და დილა სწორად დაიწყოთ.
დღის ენერგიები: 4 • 7 • 2
მინუსში შეიძლება ცუდ ხასიათზე გაიღვიძოთ, ეს განწყობა სხვებსაც გადასდოთ და მათი ენერგიის ხარჯზე დამუხტვა დაიწყოთ. შეგიძლიათ დღე დადებითად წარმართოთ, გარშემომყოფები თქვენი განწყობით გაამხნევეთ და მნიშვნელოვან კითხვაზე ნანატრი პასუხიც მიიღოთ.
გაღვიძებისთანავე ჩართეთ საყვარელი მუსიკა და მოძრაობით აიმაღლეთ ენერგია. იცეკვეთ, იხტუნეთ, ივარჯიშეთ დღეს ფიზიკური აქტივობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მხოლოდ აქტიური დილა არ კმარა. მისია 7-ისა და ოთხიანის ენერგიის მიხედვით, სასურველია დღის განმავლობაში სრულფასოვან ვარჯიშზეც წახვიდეთ.
თუ ჩემს რჩევას გაითვალისწინებთ, შესაძლოა ძლიერი ინტუიციური მინიშნება მიიღოთ. მორიელის ენერგია მგრძნობელობას გაგიძლიერებთ, მიღებული მინიშნება კი საჭირო შედეგამდე სწრაფად მიგიყვანთ.
ფიზიკური აქტივობის შემდეგ კალმით წერეთ ფურცელზე. მადლიერების ჩანაწერები, სურვილები და თვითპროგრამირების პრაქტიკები დღეს განსაკუთრებით ეფექტური იქნება.
დაკავდით შემოქმედებით: ხატეთ, იცეკვეთ, იმღერეთ, შექმენით რაიმე ლამაზი. დღეს მერკურის დღეა, ამიტომ მნიშვნელოვანია საკუთარი თავის გამოხატვა და იდეების განხორციელების დაწყება.
დღის იღბლიანი ფერებია ყავისფერი და მწვანე. დაამატეთ ისინი სამოსს ან აქსესუარებს.
ორის ენერგიის მიხედვით, საყვარელ ადამიანებს მოეფერეთ, ჩაეხუტეთ და აკოცეთ. კიდევ უკეთესი იქნება, თუ უჩვეულო პაემანს მოაწყობთ!
რესტორანში ორი ცალკე მაგიდა დაჯავშნეთ, მოიქეცით ისე, თითქოს ერთმანეთს არ იცნობთ, თავიდან შეხვდით მზერით და კიდევ ერთხელ სცადეთ ერთმანეთის მოხიბვლა.
იყავით ბედნიერები, მდიდრები და სიყვარულით სავსენი!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ აღნიშნა გია ბაღაშვილმა დაბადების დღე - კადრები წვეულებიდან
⭕„ურთიერთობის დალაგებისთვის შესაფერისი დღეა“ - 4 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით