Digest Logo

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

1722802228
5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

დღის დასაწყისი წარმატებული და ნაყოფიერია. სამომავლოდ არაფერი გადადოთ, რადგან პოზიტიური ტენდენციების გავლენა თანდათან შემცირდება და თქვენს გზაზე სულ უფრო მეტი დაბრკოლება გაჩნდება. ეს დრო ხელსაყრელია მოლაპარაკებებისა და საბუთების გაფორმებისთვის. შესაძლოა, ამ დღეს რაიმე ღირებული ინფორმაცია ვერ მიიღოთ, მაგრამ ფიქრისა და განსჯისთვის ახალი თემები აუცილებლად გამოჩნდება.

კურო

ფრთხილად იყავით. ენერგიული, პრინციპული და რისკის მოყვარული ადამიანი ხართ, მაგრამ ყოველთვის არ ფიქრობთ იმაზე, თუ რა შედეგები მოჰყვება თქვენს ქმედებებს.
ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც შეცდომებისა და დაუფიქრებელი ქმედებებისგან დაგიცავთ. ახალ ინფორმაციას სწრაფად ითვისებთ. შეგიძლიათ, შეაგროვოთ ინფორმაცია, რომელიც მოგვიანებით გამოგადგებათ.
დღის მეორე ნახევარში ახლობელი ადამიანები მნიშვნელოვან ამბებს გაგიზიარებენ. შესაძლოა, მიიღოთ შეთავაზება, რომელზედაც უარს ვერ იტყვით.

ტყუპები

ამ დღეს მცირე გაუგებრობა და უსიამოვნო ინციდენტი გელით, თუმცა ზოგადად, ურიგო დღე არაა. საკუთარ გეგმებზე უარი არ უნდა თქვათ, თუნდაც ახლა მათი ასრულება შეუძლებელი გეჩვენებოდეთ.
მიზნის მიღწევამდე მნიშვნელოვანია, პირველი ნაბიჯი გადადგათ და ეს დღეს უნდა გააკეთოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლებლობა გექნებათ, რომ ფინანსური საკითხები მოაგვაროთ და გარიგებები დადოთ, რომლებიც მალე მოგებას მოგიტანთ. გამორიცხული არ არის, რომ შემოსავლის ახალი წყარო იპოვოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს საქმეზე ყურადღების გამახვილება გიჭირთ, უმცირესი დაბრკოლების წინაშე ფარ-ხმალს ყრით და ცდილობთ, სამუშაო სამომავლოდ გადადოთ.
ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც მხარს დაგიჭერთ და პოზიტიურ განწყობას დაგიბრუნებთ. ხელსაყრელი დღეა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის.
რომანტიკული პაემანი, რომელსაც დღეს მოაწყობთ, ძალიან დიდხანს არ დაგავიწყდებათ.

ლომი

ეს დღე იღბლიანი მოვლენებით და კარგი ამბებით გაგახარებთ. შანსი გექნებათ, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი მოაგვაროთ, რომელიც თქვენ და თქვენს ახლობლებს აწუხებთ.
კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, ბოლოს და ბოლოს, პასუხს მიიღებთ. ახლა შეგიძლიათ მიზნისკენ უშიშრად იაროთ და უსიამოვნო სიურპრიზების არ შეგეშინდეთ. მეგობრებთან და თანამოაზრეებთან შეხვედრები განწყობას აგიმაღლებთ. დღის მეორე ნახევარში ძველი მეგობრები რჩევები ძალიან დაგეხმარებათ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის. ამ დღეს იმ ადამიანსაც კი გაუგებთ, ვისიც არასოდეს გესმოდათ. ვიღაც თამამი გეგმის განხორციელებაში დაგეხმარებათ და ეს შეიძლება ნამდვილი მეგობრობის დასაწყისი იყოს.
დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, მოაგვაროთ საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია არა მარტო თქვენთვის, არამედ თქვენი საყვარელი ადამიანებისთვისაც. ფულთან დაკავშირებით სასიხარულო სიახლე გელით.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/5-agvistos-astrologiuri-prognozi-4316

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დიდი ტრაგედიაა, 2 დღის წინ გადაუნერგა ღვიძლი ძმას, გუშინ თრომბი განვითარდა...“ - ბიზნესმენ ლევან პირველის და გარდაიცვალა

⭕ლელა კაკულიამ შოვის ტრაგედია 1998 წელს იწინასწარმეტყველა - „დავინახე ირგვლივ ვინც იყო, სიკვდილი არ ასცდებოდათ, ჯოჯოხეთური სიკვდილი“

⭕ცნობილია თარიღი, როცა ილია თოფურია საჩემპიონო ქამრის დასაცავად იბრძოლებს