Digest Logo

5 გეომაგნიტური დღე და 2 მნიშვნელოვანი მოვლენა - ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

1669016846
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ კვირის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე კვირას 5 გეომაგნიტური დღეა, რის გამოც ასაკოვანმა  ადამიანებმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შესაძლოა, იგრძნონ გარკვეული დისკომფორტი. 

გარდა ამისა, ცაგარელის განცხადებით, ხვალიდან მზე მშვილდოსანში გადადის და მოიმატებს სულსწრაფობა და სარკაზმი. 

„ენერგეტიკული კუთხით პოზიტიური კვირაა. ნეგატიურმა ტალღამ უკვე გადაიარა. დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, ეს ნიშნავს იმას, რომ განწყობა უკეთესია, შესაძლებლობები უმჯობესდება, თუმცა გვინდა არ გვინდა, მაინც არის რაღაც მოვლენები.

გვაქვს 5 გეომაგნიტური დღე. დღეს,ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველას პრობლემა შეექმნება. უფრო მეტად ასაკიანი ხალხი და მგრძნობიარე ნიშნები გრძნობენ ამას. 

ხვალიდან მზე გადადის მშვილდოსნის ზოდიაქოში, ერთი თვით. მოემზადეთ. ადამიანებში მოიმატებს ენერგიულობა, აქტიურობა, უფრო კონტაქტურები გავხდებით, მოიმატებს გონებამახვილობა. მოიმატებს სულსწრაფობა, სარკაზმი, ფულის უყაირათოდ ხარჯვა და ეგოისტობა. 

მეორე მნიშვნელოვანი მოვლენაა - ახალმთვარეობა, რომელიც მოხდება მშვილდოსნის ზოდიაქოში 24 ნოემბერს. ამიტომ მშვილდოსნებო, ფრთხილად! მზე და მთვარე ხვდება ერთმანეთს.  მეტი პოზიტივი და კეთილშობილება გამოიჩინეთ.

24-ში შეგიძლიათ მთვარეს ფული აჩვენოთ. რკინის ფული უნდა დადოთ ფანჯრის რაფაზე ან სადმე, ისეთ ადგილზე, რომ მან დაინახოს, რათა ფინანსური ზეგავლენა გაძლიერდეს.

ცოტა მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ დაიწყოთ“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „დედი, შვილო, რამდენჯერმე მოვდივარ შენთან, იქნებ სადმე მოგკრა თვალი“ - ლევან კბილაშვილის აქამდე უცნობი კადრები

🎥 რა შეიძლება და არ შეიძლება მაღალი სიცხის დროს და როგორ მოვიქცეთ სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან - პედიატრ ეკა ყიფიანის რჩევები მშობლებს

🔵🎥 „ავად ვარ და ვკვდები, დაკმაყოფილდა თქვენი ინტერესი?“ - რას პასუხობს ჰეითერებს გიორგი ყიფშიძე?