Digest Logo

6 აპრილს ვარდისფერი სავსე მთვარეა - რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოიზიდოთ 

1680771539
ვარდისფერი მთვარე

6 აპრილს ვარდისფერი სავსე მთვარეა. ამ მოვლენას ასტროლოგები გამოღვიძების მთვარესაც უწოდებენ, რადგანაც მათი თქმით, აღნიშნული პერიოდიდან აღორძინების, განახლების ეტაპი იწყება. სავსე მთვარე სასწორის ნიშანში იქნება.

🔵„დღეს სავსემთვარეობაა - მძიმე კოსმიური ენერგიების დღე“ - მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგიაში კი სასწორი წონასწორობის სიმბოლოა. ამიტომაც, სავსე მთვარე მოგცემთ საშუალებას, რომ თქვენს პირად ცხოვრებაში არსებული დისბალანსი, შფოთვა, სტრესი აღმოფხვრათ და საკუთარ თავთან ჰარმონიაში ცხოვრება შეძლოთ.

ამ დღეს შესაძლოა, გარკვეულ ფაქტებს თვალი საბოლოოდ გაუსწოროთ და მიხვდეთ, რომ რაღაცები შეიცვალა, დროსთან ერთად გაქრა და წარსულზე ფიქრიც უშედეგოა. საკუთარ ფიქრებს ჩაუღრმავდებით და აღმოაჩენთ, რა გიშლით ხელს ბედნიერებასა და წარმატებაში.

რა არ უნდა გააკეთოთ 2023 წლის 6 აპრილის სავსე მთვარის დროს?

❌ამ დღეს ნუ შეადარებთ სხვას თავს სხვებს. მიიღეთ თქვენი თავი ისეთი, როგორიცაა. წარსულში დატოვეთ უამრავი არასწორი წარმოდგენა თუ სტანდარტი, რომელსაც დროდადრო აწესებთ ხოლმე.

❌არ დაუბრუნდეთ ძველ ჩვევებსა და ურთიერთობებს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2023 წლის 6 აპრილის სავსე მთვარე განახლებასთან ასოცირდება. ამიტომაც, ნუ შეეცდებით ყოფილ შეყვარებულთან, პარტნიორთან ურთიერთობის აღდგენას. თქვენი მცდელობა წარუმატებლად დასრულდება.

❌სავსე მთვარის ენერგია სპონტანურ იდეებსა და ქმედებებს მხარს უჭერს. თუმცა, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ დღეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისაგან თავი შეიკავოთ, რადგანაც შესაძლოა, არასწორი არჩევანი გააკეთოთ.

❌ნუ გამოხატავთ ნეგატიურ ემოციებსა და ფრაზებს. ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ სამყაროს საყვედური არ გაუგზავნოთ და არც სხვა ადამიანებს მოახვიოთ თავს თქვენი დარდი. პირიქით, გამოხატეთ მადლიერება იმისთვის, რაც გაქვთ და მომავალში ბევრად უფრო მეტის მიღწევას შეძლებთ.

რა უნდა გააკეთოთ 2023 წლის 6 აპრილის სავსე მთვარის დროს?

✅იფიქრეთ თქვენს მიზნებზე. ეს დღე საკუთარი თავის გარდაქმნის, ახალი მიზნების დასახვისა და მოტივაციის პოვნისთვის იდეალურია.

✅საბოლოოდ გათავისუფლდით წარსულში დატოვებული ურთიერთობებისგან და თქვენი ცხოვრების ახალი ფურცელი დაიწყეთ. გათავისუფლდით სტერეოტიპებისა და ძველი, მავნე ჩვევებისგან. რა თქმა უნდა, 1 დღეში ამის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ თუკი ამ დღეს კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამთ, მომავალში დიდ წარმატებას მიაღწევთ და საკუთარ თავთან მშვიდად და ჰარმონიულად ცხოვრებას შეძლებთ.

✅გამოხატეთ მადლიერება სამყაროს, ადამიანების მიმართ და ნახავთ, რომ კეთილგანწყობილი ენერგია უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ.

✅გაატარეთ დრო ბუნებაში, იყავით მშვიდად, აიღეთ თქვენი წიგნაკი, რვეული, ჩამოწერეთ საკუთარი ფიქრებისა თუ იდეების შესახებ და დროდადრო ამ ჩანაწერებს გადახედეთ. ისინი რთულ დროს დაგეხმარებიან და გარკვეულ ბიძგს მოგცემენ, რომ წინსვლა განაგრძოთ.

ასევე, არსებობს გარკვეული რიტუალები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ:

დაწერეთ თქვენი სურვილი ფურცელზე. თუმცა, აწმყო დროში, თითქოს უკვე გაქვთ, ის, რაც გინდათ. შემდეგ ფურცელი სავსე მთვარის შუქს აჩვენეთ, დაკეცეთ და ბალიშის ქვეშ დაიდეთ.

როგორც აღვნიშნეთ, არ დაგავიწყდეთ მადლიერების გამოხატვა. იყავით გულწრფელი და ფურცელზე ჩამოწერეთ ყველა იმ ადამიანის სახელი, რომლებზეც ფიქრობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებით დაგეხმარნენ და დიდი სიკეთე გაგიკეთეს. როცა სავსე მთვარეს დაინახავთ, ხმამაღლა წაიკითხეთ მათი სახელები. სამყარო თქვენს კეთილგანწყობას აუცილებლად დააფასებს და უკან ბევრად უფრო მეტ წარმატებას დაგიბრუნებთ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დღეს სავსემთვარეობაა - მძიმე კოსმიური ენერგიების დღე“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„ბედნიერებაა ღორის ქელეხი... შენ რომ შეშლილი კითხულობ, ეს რა სადიზმია? და გლეხკაცი გპასუხობს - „რას ამბობ ოო, ინდე ე მაგ ღორითა მთელი წელი თავი უნ ვირჩინოთ...“ - ლალი მოროშკინა

წყარო: www.beaumonde.ge