Digest Logo

„ბედნიერებაა ღორის ქელეხი... შენ რომ შეშლილი კითხულობ, ეს რა სადიზმია? და გლეხკაცი გპასუხობს - „რას ამბობ ოო, ინდე ე მაგ ღორითა მთელი წელი თავი უნ ვირჩინოთ...“ - ლალი მოროშკინა

1680764650
ლალი მოროშკინა

პიარტექნოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი ლალი მოროშკინა ფეისბუკის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ბედნიერება წვრილმანებშია, რომელიც ყოველდღიურად მრავლად ხვდება ადამიანს, თუმცა მას დანახვა სჭირდება.

🔵„სულ შარში როგორ უნდა ვიყოთ? ტერორისტი ქალი საქართველოში იმყოფებოდა...“ - ლალი მოროშკინა პეტერბურგის ტერაქტზე

„რა არის ბედნიერება?

- როცა შეგიძლია ასე მარტივად, შეიჭრა ქართულ რადიო სივრცეში, სამეგობროსთვის სიმღერა შეუკვეთო და ამით გაბედნიერდე...

- ბედნიერებაა, როცა სკოლაში, მერვე კლასში ბიჭუნა კიკინას მოგწიწკნის და ეს პირველი სიყვარულია და არა „გენდერული დისბალანსი“ და აი, მეორე დღეს, იმ ნაწნავში უფრო კაშკაშა ბაფთა გაქვს ჩაწნილი...

- ბედნიერებაა, შენ რომ შენი მანქანით გამოპრონწკდები პროფილაქტიკიდან და ამ დროს შეგვიანებული, საგულდაგულოდ გაზიზინებული ხელოსანი უკვე მეგობრებთან რეკავს და სახინკლეში ეპატიჟება, შენ კი წაულის ქურქში ცხვირს ჩაყოფ და იმ „სახინკლის“ სუნი ამ „შანელს“ გირჩევნია...

- ბედნიერებაა ღორის ქელეხი... შენ რომ შეშლილი კითხულობ, ეს რა სადიზმია? და გლეხკაცი გპასუხობს

- „რას ამბობ ოო, ინდე ე მაგ ღორითა მთელი წელი თავი უნ ვირჩინოთ... ქალაქელი კინტოები ვერ მიხვდებით...“

- ბედნიერებაა, როცა სატრფოს 11,9,7 ან 5 გრამიან ბაჯაღლო ბეჭედს სჩუქნი... ბებიის კბილის ოქროს გადანახულს,
ნაღდს (თან რომ იჭეჭყება, იმიტომ რომ ნაღდია) და არა „ტაკოი“ ევროპულ #ლავფორეველს"...

- ბედნიერებაა ბიჭიანობაზე-თოფი!-ეს ჩვენი,ამაყი კავკასიელების ბრძოლისუნარიანობის სიმბოლოა და არა არქაიზმი!!!

- ბედნიერებაა შვილს გაყვე „სბორებზე“ და საღამოს, სადღაც კოხტა გორის ძირში თან მის სუნთქვას უსმენდე და თან ბუტებს უწმენდდე... ნუ ამ დროს, მთვრალ ინსტრუკტორსაც აკონტროლებდე...

- ბედნიერებაა დედას დაასწრო გაღვიძება და ყავა მოუხარშო...

- ბედნიერებაა „ლატარია“ ითამაშო სამეზობლოშიდა მთელი ოჯახი დასასვენებლად წაიყვანო,
მერე რა, რომ არასეზონზე ... სამაგიეროდ ბანკის პროცენტი არ „გხევს შუაზე“....

- ბედნიერებაა უყურო ტელევიზორს და არ გაგიჟდე...

- ბედნიერებაა, სახელდახელოდ გამომცხვარი ხაჭაპური, თუნდაც მარილიანი მაკარონით...
მთავარია იყოს ის, ვინც უნდა დააგემოვნოს...

- ბედნიერებაა, როცა ყველა მოატყუე, და ის ერთადერთი აგერ,სულ რაღაც გაწვდილი მკლავის მანძილზეა....

- ბედნიერებაა, როცა ყანჩელი ძარღვს გიბერავს, დოჩანაშვილი ნერვს, და მერე ჭაჭა ორივეს გილაგებს შენს ჩამორჩენილ მსოფმხედველობაში.... მაგრამ ყანჩელი მაინც აღწევს გარქოვანებულ რქოვანაში...

-ბედნიერებაა
ჯერ :

- დეე... მალე ამოვალ, მერე კი, ასე უცებ

- ბეე... ამოვდივარ...

- ბედნიერებაა ერთ „პლაშჩადკაზე“, რომ მარილი, შაქარი და თურქული „პენკიანი“ ყავა
„ობშიაკია“

- ბედნიერებაა სუფთა ჰაერში ჩაღვენთილი ნაკვერჩხლის სურნელი,

- ორპირში „მაინც“ ანთებული სანთელი,

- დასიზმრებული მფარველი ანგელოზი,

- მოფრენილი მტრედი და გაფრენილი ურცხვი მუზა....შენთან ხომ ვერ გაშლიდა ფრთებს...

- ბედნიერებაა ფანჯარა, რომლიდანაც არ გაფრინდი... ან არაა ბედნიერება?

- მოკლედ,
ბედნიერება დეტალებში და
შორისდებულებშია,
ჩვენ კი სადღაც შორს ვეძებთ....
ბედნიერებაა,
როცა ყოველი დღე, როგორც უკანასკნელია და ეს არ გაშინებს...“, - წერს ლალი მოროშკინა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„93 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ისტორიის მქონე მსოფლიო მასშტაბის მუსიკოსი ლევ მარკიზი“ - ნიკოლოზ რაჭველი

🔵ბადრი ესებუას განაჩენი დღეს უნდა გამოცხადდეს

🔵დღეს გეომაგნიტური დღეა არ აჰყვეთ პროვოკაციებს