Digest Logo

6 მარტს ვენერა თევზებიდან „ცეცხლოვან“ ვერძში გადადის - როგორ იმოქმედებს აღნიშნული ტრანზიტი ზოდიაქოს ნიშნებზე

1772625555
  პლანეტა ვენერა

პლანეტა ვენერა, რომელიც მართავს სიყვარულს, ურთიერთობებს, ჩვენს არჩევანს, ფინანსებსა და სურვილებს - ნიშანს იცვლის.

                 6 მარტს ვენერა ტოვებს თევზების ნიშანს და გადადის „ცეცხლოვან“ ვერძში.

                                        ვენერა ვერძში ზოგადი მიმოხილვა:

მარტის ბოლომდე იმოძრავებს, ამიტომ ამ იმპულსურ, იანურ ენერგიას მთელი აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ვიგრძნობთ.

ვენერა ვერძში გარეგნულად მეტად აქტიურია. მას მოაქვს გრძნობებისა და ემოციების ამოფრქვევა და პირდაპირობა.

ამ ნიშანში მყოფი ვენერა იძენს მებრძოლ, ინიციატივიან და გაბედულ თვისებებს.

ის მატებს გაბედულებას და გულწრფელობას პარტნიორულ ურთიერთობაში, მაგრამ ასევე იმპულსურობას გადაწყვეტილებებში, ვენერა ვერძში ეს არის სიყვარული ერთი ნახვით, თუმცა შესაძლებელია ინტერესის სწრაფი დაცემაც. რაც შეეხება არსებულ ურთიერთობებს - დინამიკა იზრდება.

ამ პერიოდში მნიშვნელოვანია მოქმედება და არა ლოდინი. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ეჭვიანობის, კონკურენციისა და მართვის სურვილის ზრდაც. მთელი დროის განმავლობაში, სანამ ვენერა ვერძში იმოძრავებს, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისთვის შესანიშნავი პერიოდია.

ამ დროის ეფექტურად გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია მოქმედება. ვენერა ვერძში ვერ იტანს დაყოვნებას, ამიტომ გამოიჩინეთ ინიციატივა როგორც სიყვარულში, ასევე ბიზნესში, შემოქმედებით სფეროში.

განსაკუთრებით მკვეთრად ვენერა ვერძში გამოვლინდება 20 მარტის შემდეგ, როცა გაზაფხულის ბუნიობა დადგება და მზეც გადავა ამ ცეცხლოვან ნიშანში.

ეს შესანიშნავი დროა სტარტაპებისთვის, ახალი ჰობებისთვის და კარიერული ნაბიჯებისთვის. თუმცა 20 მარტამდე სასურველია თავი შევიკავოთ სრულიად ახალი პროექტების დაწყებისგან, რადგან მერკური ამ დრომდე რეტროგრადული იქნება.

20 მარტამდე უმჯობესია მეორე შანსი მივცეთ იმ პროექტებს, რომლებიც ოდესღაც დავიწყეთ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით ვერ განვახორციელეთ.

6-დან 20 მარტამდე, სანამ ვენერა ვერძში იმოძრავებს, კარგი პერიოდია ექსპერიმენტებისთვის.

ეს არის ნათელი იდეებისა და გაბედული გადაწყვეტილებების დრო არა მხოლოდ საქმიანობაში, არამედ სტილსა და გარეგნობაშიც.

ვენერას სურს მკვეთრი ცვლილებები. ქვეცნობიერად ამ პერიოდში მამაკაცებს მეტად იზიდავთ აქტიური, გაბედული და თავდაჯერებული ქალები.

თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მედლის მეორე მხარეც. ურთიერთობები შესაძლოა ძალიან სწრაფად განვითარდეს, თუმცა შეიძლება სწრაფადვე განელდეს.

ამიტომ, თუ ამ პერიოდში იწყებთ ურთიერთობას, არ შეიქმნათ მოლოდინი სტაბილურობასა და ხანგრძლივობაზე. ნუ გადაეშვებით ურთიერთობაში დაუფიქრებლად. შეაკავეთ იმპულსები, თუ გსურთ, რომ კავშირი მომავალში გამყარდეს.

სიყვარულში იმპულსურობის ზრდის გამო მნიშვნელოვანია საკუთარი ქცევის კონტროლი, რადგან იზრდება სპონტანური ნაბიჯების რისკი - სწრაფი გადაწყვეტილება, დაუფიქრებელი ქმედება და შემდგომი სინანული.

ვენერა ვერძში გვიბიძგებს იმპულსური ხარჯებისკენ, სტილის მკვეთრი შეცვლისა და გარდერობის განახლებისკენ. აუცილებელია თვითკონტროლი, რათა ემოციურმა ხარჯებმა მოგვიანებით იმედგაცრუება არ მოგვიტანოს.
ვენერა ვერძში გვმატებს სიმამაცეს და გადაწყვეტილების უნარიანობას, თუმცა მოითხოვს ცნობიერებას.
მნიშვნელოვანია, ემოციების გავლენით არ დავწვათ ხიდები.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვიგრძნობთ ახალი შთაბეჭდილებების, სურვილებისა და ცვლილებების ძლიერ წყურვილს. თუმცა არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება. კარგად დაგეგმეთ ნაბიჯები.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ 7 მარტს ვენერა შეუერთდება ნეპტუნს, ხოლო მეორე დღეს - სატურნს.

6-დან 9 მარტამდე გავივლით განსაკუთრებულ გზას, რომელიც ილუზიებიდან რეალობისკენ, ემოციური იმპულსებიდან სიფხიზლისკენ მიგვიყვანს.

ვენერასა და ნეპტუნის შეერთებას ძლიერად ვიგრძნობთ 6 მარტს, ხოლო 7 მარტს ასპექტი ზუსტდება. ვენერა მართავს სიმპათიას, სურვილებს, სიამოვნებასა და ჩვენს ფასეულობებს, ნეპტუნი კი - ფანტაზიების, ოცნებების, შთაგონებისა და შინაგანი განცდების სამყაროს.

შეერთება ვერძში, ამ ენერგიას მატებს ცეცხლს, იმპულსურობასა და დაუყოვნებლივ მოქმედების სურვილს.

6-7 მარტის ენერგია შეიძლება გამოვლინდეს როგორც ძლიერი გრძნობების აფეთქება. შესაძლებელია მოულოდნელი გატაცება, ურთიერთობის დაწყების ან ფინანსური ინვესტირების სურვილი, სიყვარულში აღიარება ან ნაბიჯი, რომელიც შთამაგონებლად და ბედის მინიშნებად მოგეჩვენებათ.

თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ნეპტუნი ხშირად ცვლის რეალობის საზღვრებს. იმპულსურ ვერძთან ერთად ეს შეიძლება ნიშნავდეს სწრაფ ქმედებას საკმარისი გააზრების გარეშე.

არსებობს რისკი, რომ მომხიბვლელი ილუზია რეალობად მივიღოთ, მოვახდინოთ პარტნიორის იდეალიზაცია ან დავიჯეროთ ცარიელი დაპირებები.

ფინანსურ საკითხებშიც შესაძლებელია იმპულსური ხარჯები.

8 მარტს, როცა ვენერა ზუსტ შეერთებაში შევა სატურნთან, ენერგია მკვეთრად შეიცვლება. თუ ნეპტუნი ოცნებების სამყაროა, სატურნი გვაბრუნებს რეალობაში და ამოწმებს ყველაფრის სიმტკიცეს.

ვერძში ეს განსაკუთრებით მკვეთრად იგრძნობა: თავდაპირველად ჩნდება ძლიერი იმპულსი, შემდეგ კი - პასუხისმგებლობის მომენტი.

8, 9 და 10 მარტს ურთიერთობებში შესაძლებელია სწრაფი გამოფხიზლება. ის, რაც გუშინ რომანტიკულად და შთამაგონებლად გვეჩვენებოდა, უფრო რეალისტურად შეფასდება. ფინანსურ საკითხებში სატურნი გვიბრუნებს დისციპლინასა და სიფრთხილეს.

ემოციური აფეთქების შემდეგ შეიძლება გავაცნობიეროთ, რომ საჭიროა უფრო სერიოზული მიდგომა, გათვლა და პასუხისმგებლობა.

ეს დღეები დაგვეხმარება გავარჩიოთ, რომელი სურვილებს აქვს მომავალი და რომელია მხოლოდ ლამაზი ილუზია.

                                თითოეული ზოდიაქოს ნიშნის დახასიათება:

♈ ვერძებო

თქვენ ყურადღების ცენტრში ხართ. ვენერა თქვენს ნიშანში აძლიერებს ქარიზმასა და მიმზიდველობას. იგრძნობთ ახალი შთაბეჭდილებებისა და ცვლილებების სურვილს. თუმცა განსაკუთრებით თქვენთვის მნიშვნელოვანია თავშეკავება და გააზრებული გადაწყვეტილებები.

♉ კუროებო

ეს პერიოდი გიბიძგებთ გადახედოთ ურთიერთობებსა და თქვენს ნამდვილ სურვილებს. მოსალოდნელია ნოსტალგია და წარსულის თემების მობრუნება როგორც სიყვარულში, ასევე ფინანსებში.

♊ ტყუპებო

ეს შესანიშნავი დროა ახალი ნაცნობობისა და კონტაქტების გაფართოებისთვის. მეგობრობა შეიძლება გადაიზარდოს უფრო ღრმა კავშირში, თუმცა ნუ ენდობით ცარიელ დაპირებებს.

♋ კირჩხიბებო

ვენერა გავლენას ახდენს პროფესიულ სფეროზე. იზრდება ამბიცია, თუმცა შესაძლებელია კონფლიქტებიც. ერიდეთ იმპულსურ ფინანსურ გადაწყვეტილებებს.

♌ ლომებო

გაგიჩნდებათ სურვილი გასცდეთ ჩარჩოებს, იმოგზაუროთ და ისწავლოთ. მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.

♍ ქალწულებო

აქტიურდება ფინანსებისა და ურთიერთობების თემა. შესაძლებელია მნიშვნელოვანი ცვლილებები. მოერიდეთ სარისკო ინვესტიციებს.

♎ სასწორებო

პირადი ცხოვრება მთავარი თემა ხდება. მიიღეთ გადაწყვეტილებები საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით.

♏ მორიელებო

 აქცენტი გადადის სამუშაოსა და ჩვევებზე. კარგი დროა ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.

♐ მშვილდოსნებო

ვენერა მოგიტანთ ახალ გატაცებებსა და თავგადასავლებს. ისიამოვნეთ, მაგრამ მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.

♑ თხის რქებო

ყურადღება გადადის ოჯახსა და სახლზე. იზრდება ემოციური ფონი, ამიტომ მოერიდეთ კონფლიქტს.

♒ მერწყულებო

 ძლიერდება კომუნიკაცია და საჯარო გამოსვლები. სიტყვებს განსაკუთრებული ძალა ექნება.

♓ თევზებო

გადახედეთ ფინანსურ პრიორიტეტებს. შესაძლებელია ახალი შემოსავლის წყაროები, თუმცა ერიდეთ სპონტანურ ხარჯებს და იმოქმედეთ რაციონალურად.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕არასოდეს და არავის მისცეთ ხელში ეს 3 ნივთი! - ეზოტერიკოსის რჩევები

🎥 როგორ იშიმშილო სწორად, რომ დაიკლო სწრაფად და ჯანსაღად? - კოტე თოდუას რჩევები

⭕ „საუკეთესო საკვებია ტვინის ჯანმრთელობისთვის...“ - არუნ ხათრი კაკლის სასარგებლო თვისებებზე

წყარო: www.facebook.com