Digest Logo

🎥 როგორ იშიმშილო სწორად, რომ დაიკლო სწრაფად და ჯანსაღად? - კოტე თოდუას რჩევები

1772623589
კოტე თოდუა

ექიმი კოტე თოდუა „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს. მედიკოსს 80 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.

ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც წონის სწორად დაკლებასა და დიეტაზე საუბრობს.

„ინტერვალური შიმშილი პოპულარულია წონის კლებისთვის, მაგრამ ხშირად ადამიანები ამას არასწორად აკეთებენ. ამ დროს ორგანიზმი იკლებს წყალს, რის შედეგადაც სასწორი ნაკლებს აჩვენებს, თუმცა კუნთის განლევა არ ხდება. ზოგჯერ შიმშილობის შემდეგ ბევრს ჭამენ და თავს დანაშაულში ადანაშაულებენ, რის გამო მკაცრ დიეტაზე გადიან.

შიმშილობის დროს ორგანიზმში ინსულინის დონე მცირდება, რაც ხელს უწყობს მუცლის ცხიმის წვას, სისხლში ცხიმების შემცირებას და გულის დაავადებების რისკის კლებას. მარტივი მეთოდია 14 საათიანი შიმშილობა, სტანდარტად ითვლება 16/8 საათი.

განსაკუთრებით ქრონიკული სტრესის მქონე ადამიანებისთვის, ძალიან გამხდრებისთვის ან კვებითი აშლილობის მქონე პირებისთვის ინტერვალური შიმშილობა რეკომენდებული არაა. შიმშილის დროს საკვები მეტად გემრიელი გეჩვენება, მეტაბოლიზმი მცირდება და მეტი კალორია გჭირდება დანაყრებისთვის.

კუნთის შენარჩუნებისთვის რეკომენდებულია ძალისმიერი ვარჯიშები სამ-ოთხჯერ კვირაში. საკვების მიხედვით, მნიშვნელოვანია უცხიმო ცილა – ინდაური, ქათამი, საქონლის ხორცი, ასევე თხილეული, ყველი, კვერცხი და რძის ნაწარმი“,- ამბობს კოტე თოდუა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „საუკეთესო საკვებია ტვინის ჯანმრთელობისთვის...“ - არუნ ხათრი კაკლის სასარგებლო თვისებებზე

🎥 პანიკური თუ გულის შეტევა - როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან? - ზაზა თელიას რეკომენდაციები

⭕„სიტყვებთან თამაში დაგეხმარებათ საჭირო ემოციის გამოტანაში...“ - თაკო მელიქიშვილი 4 მარტის ენერგიებზე