Digest Logo

„9.9.9 - უნიკალური საკრალური პორტალი, მოემზადეთ მნიშვნელოვანი დღისთვის, რომელიც შემდეგი 9 წელი აღარ განმეორდება!“ - ქეთევან ჯანდიერი

1756920862
ქეთევან ჯანდიერი

იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი - ეს, ის ვრცელი ჩამონათვალია პროფესიებისა, რომელსაც ქეთევან ჯანდიერის ფლობს.

ამჯერად იგი საჯარო პოსტში, რომელსაც სოციალურ გვერდზე აქვეყნებს, 9 სექტემბრის მნიშვნელოვან ტენდენციებზე საუბრობს:

„მოემზადეთ ახლავე მნიშვნელოვანი დღისთვის, რომელიც შემდეგი 9 წელი აღარ განმეორდება!

9 სექტემბერი 2025 (9/9): რას ნიშნავს ეს დღე? 9/9 პორტალი წარმოადგენს ენერგეტიკულ კვანძს, რომელიც იწვევს ციკლების დახურვას, გათავისუფლებასა და ახლის დაწყებას. ეს დღე სხვა დღეებთან შედარებით მნიშვნელოვნად იზიდავს „დასასრულისა და გამოკვლევის“ ელემენტს.

კარგია ახალი, სამომავლო ტენდენციების პროგნოზის დაგეგმვა და რაც შეეხება სარიტუალო მოქმედებას, საკოლექციო მეთოდზე აქვე ქვემოთ დაგიწერთ.

მოკლედ, 9/9/2025 არის უმძლავრესი ნუმეროლოგიური და სულიერი დღე — ციკლების დასრულების, ტრანსფორმაციის და სულიერი გათავისუფლების სიძლიერით!

ზოგადი რეკომენდაცია: დაასრულეთ და გადაყარეთ ყველაფერი (კონტაქტი, ნივთი და ა.შ. რამაც თავი ამოწურა და აღარ გემსახურებათ, გაღიზიანებთ, გაფუჭდა ან ცუდ ემოციებთანაა კავშირში).

9.9.9 — უნიკალური საკრალური პორტალი.

2025 წელი და მაინც… გჯერათ, რომ სამყაროს აქვს თავისი საიდუმლო კარები?

9 სექტემბერი 2025 — სამმაგი 9-ის ენერგია, რომელიც მხოლოდ ერთხელ მოდის ასეთ ფორმატში:
• თვე 9
• დღე 9
• და მთელი წელი 9-ის ვიბრაციაში (2+0+2+5=9).

ეს არის კარმული გათავისუფლებისა და ახალი ციკლის შესვლის დღე.

დღე, როცა შესაძლებელია წარსულის ტვირთის ჩაბარება, ძველი ურთიერთობების, ბლოკებისა და შიშების გაშვება და ახალი გზის ენერგეტიკული კარის გახსნა.

რა ხდება 9/9 პორტალის დროს?

სამყაროს ენერგია მაქსიმალურ დონეზე აძლიერებს ყველაფერს, რაზედაც კონცენტრირდები — იქნება ეს ბარაქა, სიყვარული, ჯანმრთელობა თუ შინაგანი სიმშვიდე, მაგრამ ერთი პირობით — ჯერ უნდა გაწმინდო გზა, რომ ახალი ენერგია შემოვიდეს“, - წერს ქეთევან ჯანდიერი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„იყავი დაკვირვებული, გააანალიზე სამყაროს ნიშნები, იზრუნე საკუთარ ჯანმრთელობაზე, ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე“ - ასტროლოგიური რეკომენდაციები

ეკო ფანგანი „ადიდასებში“ - ტელეწამყვანის ახალი ფოტოები უჩვეულო ფორმაში

90-იანების სული ხელით შექმნილ მანქანაში - ანუკი არეშიძე მერსედესის მარკის ავტომობილთან პოზირებს