Digest Logo

„იყავი დაკვირვებული, გააანალიზე სამყაროს ნიშნები, იზრუნე საკუთარ ჯანმრთელობაზე, ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე“ - ასტროლოგიური რეკომენდაციები

1756919166
დაბნელებები

ასტროლოგიაში „დაბნელებების დერეფანი“ ეწოდება პერიოდს, რომელიც იწყება მთვარის დაბნელებამდე 2 კვირით ადრე და სრულდება მზის დაბნელებიდან 2 კვირის შემდეგ (ან პირიქით).

ეს დროის მონაკვეთი ითვლება ენერგიულად ინტენსიურად: თითქოს სამყაროსგან მოდის ფატალური ცვლილებების იმპულსი, რომელიც ძველი გზების დახურვასა და ახალი მიმართულებების გახსნას უწყობს ხელს.

2025 წლის შემოდგომის დაბნელებების დერეფანი 18 სექტემბერს იწყება, ამის შესახებ  ინფორმაციას სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული ასტროლოგიური გვერდი „AstroBlog SkyLight“ ავრცელებს და მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ გვესაუბრება:

„მოდი, მოკლედ განვიხილოთ შემოდგომის ერთ-ერთი ასტრონომიული და ასტროლოგიური მოვლენა, რომელსაც „დაბნელებათა დერეფანი“ ეწოდება. ეს პერიოდი მზისა და მთვარის დაბნელებებს შორის დაახლოებით ორ კვირას მოიცავს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, დაბნელებათა დერეფანი ხშირად განიხილება, როგორც გარდამტეხი მომენტების, მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და საკვანძო გადაწყვეტილებების დრო. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენა ხშირად იწვევს შფოთს და სტრესს, ის ასევე განვითარებისა და თვითშემეცნების შესაძლებლობებს გვთავაზობს.

დაბნელების ფენომენი ყოველთვის ციკლურად ხდება, დაახლოებით წელიწადში ორჯერ. ის გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურ, ისე გლობალურ დონეზე. დაბნელებათა დერეფანი არა მხოლოდ პიკურ თარიღებს მოიცავს ( 7-21 სექტემბერი), არამედ მის ირგვლივ არსებულ დროსაც, რაც ცვლილებების ენერგიას უფრო მძლავრს ხდის. ყოველი დაბნელება გარკვეულ კარმულ ამოცანებსა და მოვლენებს ააქტიურებს, რაც შეიძლება წარსული ქმედებების შედეგი იყოს. ამიტომ, ამ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები და მომხდარი მოვლენები ხშირად ხანგრძლივ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე.

ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება და გარშემო მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება. მოვლენები, ადამიანები და სიტუაციები, რომლებიც ამ პერიოდში გამოჩნდება, შეიძლება მიანიშნებდეს იმ მიმართულებაზე, რომლითაც ჩვენი ცხოვრება უნდა წარიმართოს. ეს პერიოდი ხელსაყრელია შეგნებული მოქმედებებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. უმოქმედობა და ცვლილებებისგან თავის არიდება არ არის რეკომენდებული, რადგან დაბნელებათა დერეფანი მოითხოვს წინსვლას და განვითარებას.
მთვარის დაბნელება, რომელიც ყოველთვის სავსე მთვარეს ემთხვევა, ხშირად ავლენს ჩვენს ცხოვრებაში არსებულ პრობლემებს, დაფარულ მიზეზებსა და ჭეშმარიტ მდგომარეობას. ის შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენი სულიერი მდგომარეობის, ურთიერთობებისა და პროფესიული საქმიანობის გადასაფასებლად. ამ პერიოდში ემოციური მდგომარეობა შეიძლება არასტაბილური იყოს, ამიტომ მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სულიერი წონასწორობის შენარჩუნება. ყურადღება უნდა მიექცეს ჯანმრთელობას, ძილის რეჟიმს და ყოველდღიურ რუტინას.
მზის დაბნელება, რომელიც ახალ მთვარეს ემთხვევა, გამოსავალს გვაჩვენებს იმ პრობლემებიდან, რომლებიც მთვარის დაბნელებამ გამოავლინა. ის მოქმედების გეგმის შემუშავებასა და ცხოვრებაში აუცილებელი ცვლილებების შეტანაში გვეხმარება. ეს არის დრო, როდესაც შეგვიძლია გავთავისუფლდეთ ცუდი ჩვევებისგან, დავიწყოთ ახალი პროექტები და მოვაწესრიგოთ ჩვენი ყოველდღიური რუტინა. მზის დაბნელება ხაზს უსვამს წესრიგის, სიცხადის და პასუხისმგებლობის მნიშვნელობას. ის გვაძლევს შესაძლებლობას, გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობებს, სამუშაო პირობებს და ცხოვრებისეულ მიზნებს.

ასე, რომ, დაბნელებათა დერეფანი წარმოადგენს დროის მონაკვეთს, როცა სამყარო გვიბიძგებს განვითარებისა და თვითრეალიზაციისკენ. ეს არის შესაძლებლობა, გადავწყვიტოთ დაგროვილი პრობლემები, გავუმკლავდეთ შიშებს და დავსახოთ ახალი მიზნები. ამ პერიოდის სწორად გასავლელად, მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ქმედებებზე, მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მოქნილობა ცვლილებებთან მიმართებაში.

რეკომენდებულია თავი ავარიდოთ ნაჩქარევ, იმპულსურ გადაწყვეტილებებს და დიდი შესყიდვები, მნიშვნელოვანი ინვესტიციებისგან თავი შევიკავოთ. ასევე, ამ პერიოდში სასარგებლოა შემოქმედებითი საქმიანობით დაკავება, ბუნებასთან კონტაქტი, მედიტაცია და თვითანალიზი. ურთიერთობებში სიფრთხილეა საჭირო, რადგან ემოციურმა აფეთქებებმა შეიძლება შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს. თუმცა, თუ რომელიმე ურთიერთობა დიდი ხანია ჩიხშია, დაბნელებათა დერეფანი მის დასრულებაში დაგეხმარებათ.

რჩევები და რეკომენდაციები ამ პერიოდისთვის:

  • განავითარეთ საკუთარი თავი მუდმივად, როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად.
  • შეეცადეთ შეინარჩუნოთ ემოციური წონასწორობა და თავი აარიდეთ ნეგატიურ ემოციებს.
  • იყავით დაკვირვებული და გააანალიზეთ სამყაროს ნიშნები.
  • მოერიდეთ იმპულსურ ქმედებებს და გადაწყვეტილებებს.
  • იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე.
  • დაისვენეთ, დაეხმარეთ სხვებს, რადგან სიკეთის გაცემა დადებითად აისახება თქვენს განწყობაზეც.
  • შემოქმედებით საქმიანობას მიმართეთ, რათა ემოციური სტრესი შეამსუბუქოთ.
  • დააბალანსეთ თქვენი ყოველდღიური რეჟიმი და თავი დააღწიეთ ყველაფერს, რაც გართმევთ ენერგიას.
  • დაბნელებების თემას ისევ მივუბრუნდებით უფრო დეტალური განხილვისთვის.

გისურვებთ სიბრძნეს, მაღალ ცნობიერებას და ემოციურ ბალანსს!“, -  წერია ასტროლოგიურ გვერდზე განთავსებულ პოსტში. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

ეკო ფანგანი „ადიდასებში“ - ტელეწამყვანის ახალი ფოტოები უჩვეულო ფორმაში

90-იანების სული ხელით შექმნილ მანქანაში - ანუკი არეშიძე მერსედესის მარკის ავტომობილთან პოზირებს

„საკმაოდ მძაფრი დაძაბულობაა დედამიწის ბიოსფეროში, პიკი 7 სექტემბერს, სავსემთვარისა და მთვარის დაბნელების დროს მოხდება“ - მიხეილ ცაგარელი