ვის გაუმართლებს დღეს, 10 ოქტომბერს პირად ურთიერთობებში და ზოდიაქოს რომელ ნიშანს მოუტანს წარმატებას დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკური? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ ისაუბრა.
ვერძი
საჩუქრების მიღების დღე გაქვთ და იღბალი თქვენკენ არის. შეგიძლიათ თავად გაახაროთ ადამიანები და დაეხმაროთ. არ იცრუოთ და სამყარო იმას დაგიბრუნებთ რასაც იმსახურებთ.
კურო
გჭირდებათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ფორტუნა დაგანახვებთ ყველაფერს,რათა გამოსწორდეთ და შეცდომები დაინახოთ. დღევანდელი დღე გაძლევთ შანსებს ოჯახსა და სამსახურებრივ ურთიერთობებში.
ტყუპები
თუ სწორად იმოქმედებთ შესაძლოა, ისეთი რაღაცები მოიზიდოთ, რაზედაც დიდი ხანია ოცნებობდით. ფორტუნა დღეს ნამდვილად თქვენკენ არის.
კირჩხიბი
თქვენი ენერგია ძლიერი და პოზიტიურია. სამყარო გაძლევთ ყველა შანსს, რომ თქვენ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობები და დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ დაბრკოლებებს. თქვენზეა დამოკიდებული როგორ გამოიყენებთ ძალას.
ლომი
თქვენც გიმართლებთ დღეს და გეძლევათ ძალა რომ იღბალი თქვენკენ იყოს. სწორი მოქმედებების დროა, რასაც ინტუიციურადაც იგრძნობთ.
ქალწული
გეძლევათ მუხტი, რომ სწორად იმოქმედოთ. უნდა დაძლიოთ ყველა შიში რაც თქვენშია. მიიღეთ შიშის გარეშე გადაწყვეტილებები და შემოთავაზებები, რასაც სამყარო გაძლევთ.
სასწორი
რა თქმა უნდა ცდუნებები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში იზრდება სიფრთხილეს მოითხოვს, თუმცა დღეს სამყარო გაჯილდოებთ გარკვეული ნიჭებითა და უნარებით. შესაძლოა საჩუქრითაც, თუმცა თქვენგან საჭიროა მომზადება.
მორიელი
დღევანდელი დღე თქვენთვის უნდა იყოს წარსულის დასასრული და ახლის დასაწყისი. ადამიანები თქვენ ირგვლივ შეიცვლება და ერთი მეორეს ჩაანაცვლებს.
მშვილდოსანი
საჩუქრები გაფართოება. დღე შესაძლოა სიურპრიზებით სავსე აღმოჩნდეს. თქვენს ირგვლივ მყოფები მოგეხმარებიან მიზნებისა და სურვილების სწორად დაგეგმვაში.
თხის რქა
დღევანდელი ენერგიები სასიამოვნოა. შესაძლოა გააქტიურდეს ისეთი მოვლენები, რომლებსაც არც კი ელოდებოდით. სიურპრიზებით სავსე დღე გელით.
მერწყული
გაორებული ენერგიები გაქვთ, თითქოს სამყარო გაუცხოვდა და გაუცნაურდა. არ არის ირგვლივ ისეთი ყველაფერი, როგორიც აქამდე იყო. ცოტათი ტრავმული დღე არის. ეცადეთ ემოციების გამოხატვისგან თავი შეიკავოთ.
თევზები
ძალიან საინტერესო იქნება ბედის გამოცდა. შესაძლოა სიკეთე აღმოაჩინოთ თქვენს ცხოვრებაში.. ემოციური მზაობა გმართებთ, რადგან პოზიტიური დღეა და უნდა მიიღოთ ყველაფერი კარგი რასაც სამყარო გაჩუქებთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ფლორიდაში „მილტონის“ გამო 2 მილიონზე მეტი შენობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა