ეზოტერიკოსი და პარაფსიქოლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს გვიზიარებს, სადაც 23 ივლისის ასტროლოგიურ მოვლენაზე და შემდგომ პერიოდზე წერს.
პოსტში საუბარია ბოლო პერიოდის ასტროლოგიურ მოვლენებსა და შედეგებზე, ქეთევან ჯანდიერი გვიზიარებს რეკომენდაციებსაც:
„ამ პოსტით კი, შევაჯამებ. 23.07.2026 იყო მძიმე ენერგეტიკული ფონი და 24.07.2026-ის შემსუბუქებაა!
23 ივლისი გამოირჩეოდა უფრო ინტენსიური და ღრმა ემოციური ფონით. ეზოტერული თვალსაზრისით, მთვარის მორიელის ენერგია აძლიერებდა შინაგან პროცესებს.
ფარული საკითხების ამოტივტივებას, ემოციურ მგრძნობელობას, წარსულის თემების დაბრუნებას და იმ განცდას, თითქოს ბევრი რამ შიგნით მუშავდებოდა.
ეს იყო პერიოდი, როცა ადამიანები უფრო მძაფრად აღიქვამდნენ მოვლენებს, საკუთარ მდგომარეობას, ადვილად შეიძლებოდა გაჩენილიყო დაძაბულობა, ეჭვები, კონტროლის სურვილი ან ემოციური გადაღლა. მორიელის ენერგია ხშირად უკავშირდება ტრანსფორმაციას, ძველის დასრულებას და ახლისთვის ადგილის გათავისუფლებას.
24 ივლისს ვითარება ნელ-ნელა იცვლება.
მთვარის მორიელიდან მშვილდოსანში გადასვლის შემდეგ, ემოციური სიმძიმე და ფიზიკური დისკომფორტი თანდათან იკლებს. ჩნდება მეტი სივრცე, მოძრაობა, ოპტიმიზმი და სურვილი, მოვლენებს უფრო ფართო ხედვით შევხედოთ.
დღის პირველი ნახევარი ჯერ კიდევ შეიძლება ატარებდეს გარდამავალ დაძაბულობას, მაგრამ შუადღის შემდეგ, განსაკუთრებით 16:00-ის შემდგომ, ენერგია უფრო მსუბუქი და გახსნილი ხდება. უფრო მარტივდება კომუნიკაცია, გადაწყვეტილებების მიღება და შინაგანი დაძაბულობისგან გათავისუფლება.
24 ივლისის მეორე ნახევრის მთავარი მესიჯია: “რაც გუშინ ემოციურად მძიმე იყო, დღეს უკვე სხვა პერსპექტივიდან ჩანს. დროა სიმძიმე გადავიდეს მოძრაობაში, გააზრებაში და ახალი მიმართულებების დანახვაში.“ ეს არის დღე, როცა სჯობს ნაკლები კონტროლი და მეტი ნდობა გამოვიჩინოთ პროცესების მიმართ!“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: