Digest Logo

„ადამიანებს მოაშორებს თავზე დადგმულ ცრუ გვირგვინებს“ - რას მოიტანს 18 აგვისტოს კარმული კვანძების ახალი ციკლი: ნინა ხომერიკის ვრცელი პროგნოზი

1786977308
ნინა ხომერიკი

2026 წლის 18 აგვისტოს, მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრებისეული გზის ვექტორს მომდევნო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ჩვენს მნიშვნელობას, ქმედებების მოტივებს, განზრახვებს, მიზნებს, ცხოვრების იმ სფეროებს, სადაც დიდი შესაძლებლობები გველოდება და აგრეთვე გვაჩვენებს იმ მიმართულებებს, სადაც მოგვიწევს რაღაცებს დავემშვიდობოთ და საბოლოოდ გავუშვათ ცხოვრებიდან.

ამ დღეს, კარმული კვანძები, შეიცვლიან ღერძს და თევზები - ქალწულის ნიშნიდან, მერწყული - ლომის მიმართულებით გადაადგილდებიან, რაც მომდევნო წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიგვითითებს, სად და რაზე უნდა მოხდეს ჩვენი ძალისხმევის მაქსიმალური გამოყენება, ყურადღების ფოკუსის გადატანა და ეს ცვლილება გვაჩვენებს იმ მიმართულებებს, რაც მეტად საინტერესო იქნება ჩვენთვის და აქტიურად განვითარდება 2026 წლის 18 აგვისტოდან - 2028 წლის 26 მარტამდე.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ კარმული კვანძები ასოცირდება შუქურასთან, რომელიც ყოველ 9–9,5 წელიწადში არყევს მსოფლიოს დიამეტრალურად საპირისპირო მიმართულებით, ანუ ერთი უკიდურესობიდან მეორეში, მაგალითად: ის სურვილები და მისწრაფებები, რაც გვქონდა 9 წლის უკან და ძალიან გვინდოდა მიგვეღწია, ახლა სრულიად დაკარგავს ინტერესს და ბევრმა თქვენგანმა, შესაძლოა კიდეც, შეცდომათ მიიჩნიოს, იმ პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს სამსახურს, საქმის დაწყებას, ლოკაციის ცვლილებას ან პირად ურთიერთობებს, ანუ კარმული კვანძები, ეს ის ორი წერტილია, რომელიც არყევს ჩვენს ცხოვრებას ერთი უკიდურესობიდან მეორეში, ისინი მაქსიმალურად ამწვავებენ ჩვენს მოთხოვნილებებს, მიზნებს, ხოლო 9-9,5 წლის შემდეგ ვკარგავთ ამ ყველაფრის მიმართ დაინტერესებას და მივიღოთ დიამეტრალურად საპირისპირო გადაწყვეტილება.

ამჟამინდელი კარმული კვანძების ტრანზიტის მიერ განვითარებული მოვლენები, რომელიც აქტიური იქნება 2026 წლის 18 აგვისტოდან - 2028 წლის 28 მარტის ჩათვლით, ეხმიანება წარსულში არსებულ ორ მნიშვნელოვან ციკლს: პირველი - 2017 წლის 10 მაისიდან - 2018 წლის 6 ნოემბრის, ხოლო მეორე 2007 წლის 19 დეკემბრიდან - 2009 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით წარმართულ პროცესებს.

მაგალითად: თუ მაშინ დაიწყეთ ურთიერთობები, ახლა შესაძლოა დაასრულოთ ან შეცვალოთ ურთიერთობების მოდელი, დაიწყეთ სამსახური რომელიმე ორგანიზციაში, ან დაკავდით პირადი ბიზნესს საქმიანობით, ახლა შესაძლებელია დახუროთ ან გააკეთოთ მისი მოდერნიზაცია, შეიცვალეთ საცხოვრებელი ადგილი, ახლაც დაფიქრდებით ლოკაციის ცვლილებაზე, ანუ ყველაფერი რაც მაშინ იყო აქტუალური და მნიშვნელოვანი ახლა დაკარგავს თავის შინაარსს და კვლავ მოინდომებთ ცვლილებებს.

აგრეთვე მოსალოდნელია თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდნენ ისეთი ადამიანები, ვისაც მაშინ ეკავათ განსაკუთრებული ადგილი, გაცოცხლდეს ძველი მიზნები, ოცნებები, ამბიციები, ან განმეორდეს ძველი კარმული სიტუაციები, რა თქმა უნდა, სხვა გარემოებებით, თუმცა იგივე არსით.

ჩრდილოეთის კარმული კვანძი, რომელიც გულისხმობს მომავალს იდგება მერწყულის, ხოლო სამხრეთის ანუ დაღმავალი კვანძი ლომის ზოდიაქოში და ეს ორი ნიშანი შექმნის ლიდერსა და გუნდს შორის კონფლიქტს, ანუ დააპირისიპირებს ერთმანეთთან, ვინაიდან წარსულის კვანძი, რომელიც იდგება ცეცხლოვან ზოდიაქოში, გადატანითი მნიშვნელობით, ზოგიერთ ადამიანს მოხსნის თავზე დადგმულ გვირგვინს, ჩამორეცხავს ყალბ ავტორიტეტს, ნიღბებსა და დააკარგვინებს დაუმსახურებელ რეგალიებს.

ახლა მეტად დაფასდება უბრალოება, გახსნილობა, პატიოსნება და კომუნიკაბელურობა.

ადამიანები შეძლებენ წავიდნენ ისეთი ურთიერთობებიდან და პროექტებიდან, სადაც იყო მკაცრი კონტროლი, იყვნენ შეზღუდულები, ვინაიდან ახლა მაქსიმალურად დაფასდება თავისუფლება და თუ წარსულში მოგვიწია უარი გვეთქვა დამოუკიდებლობაზე გარკვეული სტატუსის ან რაიმე სარგებლის მიღების გამო, ახლა პირიქით თავისუფლების გამო ვიტყვით უარს გარკვეულ რეგალიებზე, რაც შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად: სამსახურებრივად, პირად ურთიერთობებში ან საკუთრების ნაწილში.

ძირითადი თარიღები, რომელიც კარმული კვანძების ამ ღერძზე განლაგების პერიოდში იქნება გამოხატული მნიშვნელოვანი მოვლენებით არის:

პირველი მნიშვნელოვანი თარიღი უკვე გავიარეთ, ეს იყო 2026 წლის 17 თებერვალი, როდესაც მოხდა პირველი დაბნელება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, ამ დროს შესაძლებელი იყო გაგჩენოდათ იდეა, საჭიროება ან დისკომფორტის განცდა ცხოვრების რომელიმე მიმართულებით, მეორე ანალოგიური თარიღი გვქონდა 12 აგვისტოს, როდესაც მოხდა მზის დაბნელება ლომის ზოდიაქოს ნიშანში, შემდეგ გარდამტეხ პერიოდს ველოდებით 2027 წლის 6 თებერვალს, როდესაც მოხდება მზის დაბნელება მერწყულში და 2027 წლის 2 აგვისტოს, ასევე მზის დაბნელება ლომის ზოდიაქოში, მნიშვნელოვანი იქნება 2027 წლის 17 აგვისტო მთვარის დაბლებნელებით მერწყულში და დაბნელებების ციკლის დახურვას ამ ღერძზე 2028 წლის 26 იანვარს მზის დაბნელება მერწყულის ზოდიაქოში და ბოლოს კარმული კვანძები შეიცვლიან ნიშნებს 2028 წლის 26 მარტს.

ეს პერიოდები უკავშირდება იმ მნიშვნელოვან მოვლენებს და ცვლილებებს, რომლის გავლაც ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მოგვიწევს, რასაც მოულოდნელად შეუძლია შეცვალოს ჩვენი გეგმები და ამ ბრძოლაში გამარჯვებული იქნება ის, ვისაც არ შეეშინდება ყველაფრის ნოლიდან დაწყება, ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ რაც დავიწყეთ და შევქმენით 2017 წლის მაისიდან - 2018 წლის ნოემბრის ჩათვლით, ანუ მაშინ, როდესაც აქტიური იყო ლომი-მერწყულის ღერძი, ეს წარსული აწი გახდება ჩვენი მომავლის პლატფორმა და საყრდენი, თუმცა, არა ამ რეალობის ყურადღების მთავარი ობიექტი.

მთვარის კვანძების ტრანზიტი შეიძლება ითქვას წმენდს, ასე ვთქვათ, მსოფლიო ჰოროსკოპის, ამ ღერძის, ყველაზე ნეგატიურ გამოვლინებებს, გვაცილებს უპასუხისმგებლობას, სხვის ზურგს და სახელის უკან დამალვის ჩვევას, ასევე ადამიანებს მოაშორებს თავზე დადგმულ ცრუ გვირგვინებს, პათოსს და ეგოცენტრიზმს. ლომის ზოდიაქო იძლევა ძლიერ მიჯაჭვულობას სტატუსთან, ძველ რეგალიებთან, ადგილთან, ხოლო მერწყული არის თავისუფლებისა და საზღვრების არ არსებობის სიმბოლო.

ლომი - გულია, მერწყული - გონება, ამიტომ ძირითადი დისბალანსი, რომელსაც ეს კარმული კვანძები შექმნიან დაუკავშირდება გონებით ან გულით გაკეთებულ არჩევანს და თუ წარსულში, ჩვენ გავაკეთეთ გულის კარნახით არჩევანი, ახლა მოგვიწევს მოვუსმინოთ გონებას.

ლომი ასტროლოგიაში აგრეთვე, ბავშვების სიმბოლოა და თუკი 9 წლის უკან ჩვენ უარი ვთქვით საკუთარ ინტერესებზე და ამბიციებზე, იმისათვის, რომ მეტი დრო დაგვეთმო შვილებისთვის, ახლა, როდესაც ისინი გაიზარდნენ, ჩვენ შევძლებთ დავუბრუნდეთ ჩვენს ინტერესებს, გატაცებებს, განვითარებას და მეგობრებს.

ამ პერიოდის კიდევ ერთი თავისებურება ის არის, რომ ჩრდილოეთის კარმული კვანძი მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, გვაძლევს ჩვენი იმ ქმედებების შედეგებს, რომელთა მიღებასაც არ ველით, ეს არის არაპროგნოზირებადი შედეგების დრო, როდესაც რაღაცას იწყებ და ბოლოში აღწევ უზარმაზარ წარმატებას, მაგრამ ოდნავ განსხვავებული მიმართულებით. მერწყულის ნიშანი მრავლობითობის სიმბოლოა.

აქ არ უნდა იყოს მკაფიო არჩევანი, ამ დროს უმჯობესია აირჩიოთ რამდენიმე ვარიანტი, ვიდრე მხოლოდ ერთი კონკრეტული.

ასე ვთქვათ, ეს არის მსოფლიოსა და მომავლის გასაღებების შეგროვებისა და „მეფეებისთვის“ კრიზისების მომტანი პერიოდი.

ჩრდილოეთის კვანძი, რომელიც იდგება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, არის ერთობლიობის და კოლექტიურობის სიმბოლო, ამიტომ დგება კოლექტიური საკუთრების გარიჟრაჟი, როდესაც სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად, ჩამოყალიბდა და გაძლიერდება ახალი მმართველობითი სისტემები და სტუქტურები. ერთი სიტყვით ეს ტრანზიტი რადიკალურად ცვლის გლობალურ ასტროლოგიურ ტენდენციებს, ყურადღებას ინდივიდუალიზმიდან და ეგოცენტრიზმიდან კოლექტიურ ევოლუციაზე, ტექნოლოგიასა და უნივერსალურ ადამიანურ ღირებულებებზე გადაიტანს.

ჩრდილოეთის კვანძი მერწყულში (განვითარების ვექტორი): ეს ვექტორი ორიენტირებულია ადამიანების გაერთიანებაზე, გუნდურ მუშაობაზე, მეცნიერების, IT ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე. ის მოითხოვს მეგობრების შეძენის, ჩარჩოებს გარეთ აზროვნებისა და საერთო სიკეთისთვის მუშაობის უნარის გამოვლინებას.

სამხრეთის კვანძი ლომში (ბარგი, რომელსაც ვიშორებთ): ავტორიტეტების, ბრმა თაყვანისცემის, თვალშისაცემი და ნებისმიერ ფასად ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილის ეპოქა მთავრდება და მკაცრად დაისჯება კრიზისებით სიამაყე და ეგოცენტრიზმი.

ეს ტრანზიტი მოიტანს ტექნოლოგიურ გარღვევას, ძლიერ მიღწევებს ავიაციაში, კოსმოსში, ინტერნეტსა და ნეირონულ ქსელებში, ასევე სოციალურ რეფორმებს. ხისტი ვერტიკალური სისტემები ჩანაცვლდება, ახალი ჰორიზონტალური მმართველობის სტრუქტურებით, მოხდება ელიტის ცვლილება, პირად ძალაუფლებასთან (რაც ლომის პრინციპია) დაკავშირებული დიქტატორული ლიდერები დაკარგავენ თავიანთ პოზიციებს და გაჩნდებიან ახალი დროის მმართველები.

პირველ რიგში, ეს ტრანზიტი ყველაზე მეტად შეეხება, ფიქსირებული ჯვრის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ნიშნებს, როგორიცაა: მერწყული და ლომი - მათი ცხოვრება მთლიანად გარდაიქმნება და მოხდება მომდევნო 18 წლის საფუძვლის ჩაყრა, ასევე კურო და მორიელებს - ელოდებათ გარე გარემოებებით, კარიერითა და ოჯახური საკითხებით გამოწვეულ ცვლილებები.