
ასტროლოგი უჩა სიხარულიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად გამომწერებს საინტერესო ინფორმაციებს უზიარებს.
ამჯერად, იგი სტატუსს აქვეყნებს, სადაც ადამიანის სულის და ზოდიაქოს რკალის კავშირსა და მსგავსებაზე საუბრობს.
როგორც უჩა სიხარულიძე ამბობს, ყველა ადამიანში დევს ვერძის ნიშნისთვის დამახასიათებელი სიცოცხლის წყურვილი, კუროს მიწიერი სიმტკიცე, ტყუპების ცნობისმოყვარე ფიქრები, კირჩხიბის სიღრმისეული ემოცია და ა.შ:
„ადამიანის სული ზუსტად ისეა აგებული, როგორც ზოდიაქოს რკალი.
ჩვენში - ყველაში დევს:
ვერძის სიცოცხლის წყურვილი,
კუროს მიწიერი სიმტკიცე,
ტყუპების ცნობისმოყვარე ფიქრები,
კირჩხიბის სიღრმისეული ემოცია,
ლომის სიძლიერე,
ქალწულის მოწესრიგებული გონება,
სასწორის სილამაზის უნარი,
მორიელის იდუმალება,
მშვილდოსნის უსაზღვრო მიზნები,
თხის რქის პასუხისმგებლობა,
მერწყულის რევოლუციური იდეები,
თევზების უსასრულო სიბრძნე.
მაგრამ საკითხავია, რომელ ენერგიას ვანიჭებთ უპირატესობას? ჩვენი სულიერი ზრდა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად ვიცნობთ ამ შიგნითა რკალს და ვხვდებით, რომელ ნიშნებს ვაკმაყოფილებთ, ხოლო რომელთან ჯერაც გასარკვევი გვაქვს ურთიერთობა.
ასტროლოგია გვასწავლის, რომ პლანეტები არა უბრალოდ კოსმოსში მოძრავი ობიექტებია, არამედ, ჩვენივე შინაგანი მდგომარეობის სიმბოლოები. მაგალითად, მთვარე, როგორც ემოციების მმართველი, ჩვენს სიღრმისეულ, ქვეცნობიერ სურვილებზე საუბრობს. როცა მთვარე ჩვენს დაბადების რუკაში წყლის ნიშანშია, ჩვენი ემოციები მოქცევას ჰგავს, მძლავრი და შეუმჩნეველია, მაგრამ გარდაუვალი, თუ კი ცეცხლშია, ემოციები სწრაფად იფეთქებს და ასევე სწრაფად გაქრება.
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მთვარე გვეხმარება გავაცნობიეროთ ჩვენი ემოციური ტრავმები და ვსწავლობთ, როგორ ვპასუხობთ ცხოვრებისეულ გამოწვევებს.
რამდენად ღრმად ვხედავთ საკუთარ თავს?
ვენერა სიყვარულისა და ღირებულებების პლანეტა, შემდეგ გაკვეთილს გვასწავლის.
ხშირად ვეკითხებით თავს: რა მსურს მე ურთიერთობიდან? მაგრამ არ ვკითხულობთ, რა შემიძლია გავიღო ურთიერთობისთვის?
ვენერა გვაჩვენებს, როგორ ვუყურებთ საკუთარ თავს და რას ვთვლით სიყვარულის ღირსეულ ფორმად.
ის, ვინც საკუთარი ვენერას არსს იგრძნობს, შეძლებს ნამდვილი სიყვარულის განცდას“, - წერს უჩა სიხარულიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: