
2024/2025 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონია დღეს, 22 სექტემბერს გაიმართება.
გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდება. საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ტრადიციულად 30 ფეხბურთელი იბრძვის, მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია.
აღნიშნულ ცერემონიას თავად ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაესწრება, რადგან დღეს „მარსელის ოლიმპიკთან“ აქვს თამაში.
ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში სპორტული გამოცემა GEO TEAM ავრცელებს:
„დღე, რომელსაც ყველა ველოდებოდით... ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებას, გადადებული მატჩის გამო, ვერ დაესწრება.
ყველას სიამაყით გვსურდა გვენახა კადრები, ხვიჩა მეუღლესთან ერთად წითელ ხალიჩაზე... „პსჟ“-ს ფეხბურთელები, რომლებიც მარსელთან მატჩის განაცხადში არიან, „ოქროს ბურთის“ ცერემონიას ვერ დაესწრებიან.
2 დღის წინ შევიტყვე, რომ ხვიჩასთან ერთად „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე მივდიოდი... იმ ღამით დაძინებაც გამიჭირდა, კვირას პარიზში ჩავფრინდებოდი, ორშაბათს კი ამ ისტორიულ მომენტს კადრებად აღვბეჭდავდი.
გასულ წელს, როცა მამარდას „ოქროს ბურთზე“ მოვამზადე ვლოგი, კადრები, უამრავი ემოციები გამოიწვია... მაშინ მამარდა დამეხმარა ოცნების ასრულებაში, წელს ჩემს ოცნებებს ხვიჩა ასრულებდა...
საბოლოოდ, GEO TEAM „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე, წელს არ შედგება... თუმცა დარწმუნებული ვარ, ხვიჩას მთავარი გამარჯვებები წინ ელოდება და ის არაერთხელ მოხვდება მთავარ საფეხბურთო ცერემონიაზე, უამრავი პრიზებით.
დღეს კი, ვგულშემატკივრობთ ხვიჩას მარსელის წინააღმდეგ“, - წერს GEO TEAM.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მადლობა ყველას, ვინც მოვიდა და დამაფასა“ - მაიკო კაჭკაჭიშვილმა ვოკალის სტუდია გახსნა