Digest Logo

აღმოსავლური ჰოროსკოპის 5 ნიშანი, რომლებიც 20 მარტამდე განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ

1772691556
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

რეტროგრადულ მერკურს დიდი ხანია, ასტროლოგიაში არასახარბიელო რეპუტაცია აქვს. როდესაც კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი პლანეტა „უკან სვლას“ იწყებს, უარყოფითი გავლენა, პირველ რიგში, ურთიერთობების სფეროზე მოდის. თუმცა, ასტროლოგების თქმით, ამ პერიოდს თავისი დადებითი მხარეებიც აქვს - ეს საუკეთესო დროა დაუსრულებელ ამოცანებთან დასაბრუნებლად და ძველი საქმეების მოსაწესრიგებლად.

​2026 წელს მერკური რეტროგრადულ ფაზაში სამჯერ იქნება:

  • ​26 თებერვლიდან 20 მარტამდე - 23 დღე; ​
  • 29 ივნისიდან 23 ივლისამდე - 25 დღე;
  • ​24 ოქტომბრიდან 13 ნოემბრამდე - 21 დღე.

​წლის პირველი რეტროგრადული ფაზა თევზების თანავარსკვლავედში გაივლის და პიკს დაბნელებების დერეფნის დროს მიაღწევს. ​ტრადიციულად, თევზების ზოდიაქოს მისტიკური ბუნება ახასიათებს; ასტროლოგიაში ისინი ღრმა გრძნობებს განასახიერებენ და ქვეცნობიერსა თუ რწმენაზე აგებენ პასუხს. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ გონებაში „ნისლი დაისადგურებს“, ინტუიცია ლოგიკას დაჯაბნის, ემოციები კი გონებაზე გაბატონდება.

​პირველი რეტროგრადული პერიოდი განსაკუთრებულ გავლენას ტყუპებზე, კირჩხიბებზე, ლომებზე, თხის რქებსა და თევზებზე მოახდენს.

ამავდროულად, ასტროლოგებმა დაასახელეს აღმოსავლური ჰოროსკოპის 5 ნიშანი, რომლებიც 20 მარტამდე რეტროგრადული მერკურის გავლენას ყველაზე მეტად იგრძნობენ:

ვირთხა ​

ვირთხის წელში დაბადებულთათვის წარსულიდან ადამიანების მოულოდნელი გამოჩენაა მოსალოდნელი. შესაძლოა, ყოფილმა პარტნიორმა შეგახსენოთ თავი, რომლისგანაც ამბავს ყველაზე ნაკლებად ელოდით. თუ კონტაქტი მაინც შედგა, ეცადეთ, ურთიერთობა ზედაპირული იყოს და ემოციებს ძველ სცენარებში ჩართვის უფლება არ მისცეთ. ამ ადამიანისთვის მეორე შანსის მიცემა არ ღირს. რეტროგრადული მერკურის დროს ხელახალი გულისტკენის რისკი დიდია. ამ პერიოდში ჯანსაღი ურთიერთობის აშენება შეუძლებელია, "ემოციურ საქანელაზე" აღმოჩენა კი - სრულიად რეალური. ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება ამ ურთიერთობის საბოლოოდ დასრულება იქნება. გაუფრთხილდით საკუთარ ემოციურ მდგომარეობას.

დრაკონი ​

დრაკონის წელში დაბადებულებმა დოკუმენტებს მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ. შეცდომები და ხარვეზებია მოსალოდნელი. ნებისმიერი საბუთი, იქნება ეს სამსახურებრივი თუ პირადი, საგულდაგულოდ გადაამოწმეთ. მცირე უზუსტობამაც კი შესაძლოა, მომავალში სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ. ამ პერიოდში მოსალოდნელია ტექნიკის გაუმართაობა და მნიშვნელოვანი საიტებისა თუ აპლიკაციების შეფერხება. თუ დიდი თანხის გადარიცხვას ან მომსახურების საფასურის გადახდას გეგმავთ, აუცილებლად დარწმუნდით, რომ გადარიცხვა ადრესატამდე მივიდა. რეტროგრადული მერკურის დროს ფული გზაში ადვილად "იკარგება". ნუ დაგეზარებათ ქვითრებისა და დადასტურების „სქრინშოტების“ შენახვა - რაიმე ხარვეზის შემთხვევაში, ისინი თქვენი ერთადერთი მტკიცებულება იქნება.

ცხენი ​

ცხენის წელში დაბადებულები ისეთი შეცდომების დაშვების რისკის ქვეშ არიან, რომელთა გამოსწორებაც მთელი წლის განმავლობაში მოუწევთ. ახლა ტემპის შენელება აუცილებელია: რეტროგრადული მერკურის პერიოდში შესაძლოა, გაფანტულობა იგრძნოთ, რაც კონცენტრირებასა და გეგმების ფხიზლად შეფასებაში ხელს შეგიშლით. დიდია დოკუმენტების დაკარგვის, შეხვედრების დავიწყებისა თუ ვადების დარღვევის ალბათობა. თუ რაიმე გეგმის მიხედვით არ მიდის, მოვლენებს ნუ დააჩქარებთ - პაუზა ახლა ბევრად უფრო საიმედოა, ვიდრე რისკიანი ნაბიჯი. ახალი საქმეების წამოწყებას ჯობს, მოერიდოთ. ახლა მიმდინარე საქმეების დასრულებისა და ძველი დავალიანებების მოგვარების დროა. ​

მაიმუნი ​

ამ პერიოდში კონფლიქტები შეიძლება სრულიად უმიზეზოდ წარმოიშვას. ახლობლებმაც კი, რომლებზეც გულწრფელად ზრუნავდით, მადლიერების ნაცვლად შესაძლოა, უკმაყოფილებით ან აგრესიით გიპასუხონ. ეცადეთ, ხანგრძლივ გარჩევებში არ ჩაერთოთ - რაც მეტს ილაპარაკებთ, მით მეტია რისკი, რომ დაიბნეთ და ზედმეტი წამოგცდეთ. უმჯობესია, ასეთ ადამიანებთან კონტაქტს დროებით მოერიდოთ. ასევე, ყურადღება მიაქციეთ კვებას. მოსალოდნელია ინტოქსიკაცია და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა პრობლემები. ნუ გასინჯავთ ახალ პროდუქტებს და ყურადღებით შეამოწმეთ ვარგისობის ვადები, რათა ჯანმრთელობა საფრთხეში არ ჩააგდოთ. ​

მამალი ​

თქვენთვის რეტროგრადული მერკურის პერიოდი ჯანმრთელობის მხრივ შეიძლება, რთული აღმოჩნდეს. სჯობს, თავი შეიკავოთ ექსტრემალური სპორტისა და რისკიანი გართობისგან. ჩვეული ვარჯიშებიც კი მშვიდ რეჟიმში შეასრულეთ - კუნთის დაჭიმვის ან მიკროტრავმის მიღების ალბათობა ჩვეულებრივზე მაღალია. ნუ იჩქარებთ და ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საქმეებშიც კი სიფრთხილე გამოიჩინეთ. ასევე, ნუ მიიღებთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს ნურც სამსახურში და ნურც პირად ცხოვრებაში. აჩქარება კარგს არაფერს მოგიტანთ. ნებისმიერი ახალი გეგმა კი, თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, შესაძლოა ჩაიშალოს. თუ იგრძნობთ, რომ ფორიაქს იწყებთ, შეჩერდით და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანეთ - ეს ბევრი შეცდომისგან დაგიცავთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ეს არის „ფინანსური ალღოსა“ და შინაგანი რესურსების გააქტიურების დღე...“ - 5 მარტის კოსმოსური ამბები

ომის ანატომია: იყავი ის, ვინც ბოროტების ჯაჭვს წყვეტს - „მასები მართვადი ხდებიან საერთო სიძულვილის მეშვეობით“

„არ ვიწყებთ ახალ, მნიშვნელოვან საქმეებს, რადგან რთული იქნება მომავალში...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

წყარო: www.beaumonde.ge