
საქართველო ახალ, 2025 წელს აღნიშნავს. ადამიანები იმედებითა და ახალი გეგმებით ხვდებიან და სურთ, მომდევნო წელი წინაზე უკეთესი იყოს. ალბათ, ბევრ ჩვენგანს არაერთი ოცნება აქვს, რომელთა განხორციელებასაც ეტაპობრივად ვგეგმავთ.
აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2025 წლის მთავარი სიმბოლო მწვანე ხის გველია. ის ასტროლოგიაში, ერთ-ერთ ყველაზე ბრძენ, ერთგულ, შრომისმოყვარე ნიშნად ითვლება.
რეალურად გველის წელი 29 იანვრიდან იწყება. რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს იმისთვის, რომ ფინანსური კეთილდღეობა მოვიპოვოთ - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი საუბრობს.
როგორც ცნობილია, ჟურნალისტი ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით.
„29 იანვარს რეალურად შემობრძანდება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით გველის წელი.
რა არ უნდა გავაკეთოთ ამ დღეს? არ უნდა გვეძინოს, არ უნდა ვიკოტრიალოთ ლოგინში დიდხანს უსაქმოდ, არ უნდა გაიტანოთ ნაგავი, არ იჩხუბოთ. ეცადეთ, არ იყოთ კონფლიქტურები.
რა უნდა გააკეთოთ 29 იანვარს იმისთვის, რომ ბედნიერი წელი გვქონდეს? უნდა იშოპინგოთ, დახარჯოთ ფული იმისთვის, რომ გველის წელმა მეტი ფინანსები მოგიტანოთ“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.
@takomelikishvili4 #zodiaqo#tako ♬ original sound - Tako Melikishvili
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„საყვარელი წყვილი“ - გიორგი გასვიანი ცოლთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს
⭕2025 წლის 5 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა, რომელთა გავლენასაც ყველა ადამიანი იგრძნობს