Digest Logo

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - „თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, გელოდებათ გასაუბრება“

1785330928
თევზები თევზები

4 აგვისტოს ტყუპში მყოფი მარსი მშვილდოსანში მყოფ ლილიტს უპირისპირდება - გადაუმოწმებელ ფაქტებს ნუ ენდობით, თუ მოგეჩვენათ, ამაზე დაყრდნობით ნუ იმოქმედებთ. შეიძლება გამოაშკარავდეს ის, რაც აქამდე დაფარული იყო.

მოერიდეთ ტყუილებს, ჭორებს ოჯახშიც და სამსახურშიც და ეცადეთ, საოჯახო ვალდებულებების გამო სამსახურის საქმეები არ დაგიზარალდეთ და პირიქით.

6 აგვისტოს ვენერა სასწორში გადადის, სადაც დარჩება ათ სექტემბრამდე - სიამოვნებით მიიღებთ საჩუქრებს, ფულს პარტნიორისგან, სახელმწიფოსგან. ჰარმონიულად მოგვარდება დაზღვევასთან, კრედიტებთან და გადასახადებთან დაკავშირებული საკითხები. შეიძლება გადაწყვიტოთ ფულის დაბანდება ლამაზ, ძვირფას ნივთებში. ზოგიერთმა ამ პერიოდში შეიძლება დაფაროთ ვალი.

7 აგვისტოს მზისა და სატურნის პოზიტიური ასპექტი გველოდება - ისევ ფულის თემაა, შეიძენთ სასარგებლო, ხანგრძლივი მოხმარების ნივთებს. ან მიიღებთ ფულს, პრემიას. კარგი იქნება, თუ ისწავლით ფულის გააზრებულ ხარჯვას და ცოტ-ცოტას გადაინახავთ კიდეც.

9 აგვისტოს მერკური ლომში გადადის (25 აგვისტომდე) - გახშირდება საუბრები კოლეგებთან, კლიენტებთან, შეიძლება გამოგიჩნდნენ ახლები. მეტ დროს დაუთმობთ ინტელექტუალურ განვითარებას. თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, გელოდებათ გასაუბრება.

10 აგვისტოს ვენერა პლუტონის ჰარმონიული ასპექტი გველოდება - ფული შეიძლება მიიღოთ ფარული წყაროდან, უცხოეთიდან. ზოგიერთს გელოდებათ ფარული ვნებიანი რომანი.

11 აგვისტოს მარსი კირჩხიბში გადადის - გააქტიურდებით, რომ გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება. აქტიურად დაიწყებთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. კარგი იქნება, თუ ბავშვებთან ერთად ჩაერთვებით ფიზიკურ აქტიურობაში.

12 აგვისტოს გველოდება მზის დაბნელება და ახალმთვარეობა (თბილისის დროით ახალმთვარეობა დადგება 21:36-ზე, ხოლო მზის დაბნელება იქნება 21:47-ზე) ლომში და ამავე დღეს იხსნება დაბნელებების დერეფანი - სიახლეები გელოდებათ სამსახურის სფეროში, შეიძლება დაიწყოთ მუშაობა ან ვინმეზე ზრუნვა. ამასთან, მოგიწევთ დაფიქრება საკუთარ დღის განრიგზე, ვარჯიში, დიეტა და სუფთა ჰაერზე ყოფნა პრიორიტეტად უნდა აქციოთ. ზოგიერთი შეიძლება ახალი შინაური ცხოველის მფლობელი გახდეთ.

15 აგვისტოს იუპიტერისა და მერკურის შეერთება გველოდება ლომში - გამოგიჩნდებათ გავლენიანი მფარველი, რომელიც დაგეხმარებათ სამსახურის შოვნაში ან თუ უკვე მუშაობთ, დაწინაურებაში, ახალი პროექტის, იდეის განხორციელებაში. ზოგიერთი შეიძენთ მდიდრულ ნივთს ოჯახისთვის.

17 აგვისტოს კი მერკური ჰარმონიულ ასპექტს შექმნის სატურნთან - პუნქტებად ჩამოწერეთ რისი მიღწევა გსურთ. არაა გამორიცხული, რომ მიიღოთ ფული თქვენი პროექტების განსახორციელებლად. თუ მკურნალობდით (კბილებზე, ძვალ-სახსროვან სისტემაზე), კარგ შედეგს მიიღებთ

19 აგვისტოს კარმული კვანძები იცვლიან მდებარეობას და 18 თვით ქალწული თევზების ღერძიდან ლომი მერწყულის ღერძზე გადადიან - კარგი ამბავი ისაა, რომ ჩრდილოეთის კვანძი თქვენი ნიშნიდან გადადის. 2027 წლის 20 თებერვალს გველოდება თევზები-ქალწულის ღერძზე ბოლო დაბნელება და კარმული კვანძები საბოლოოდ გადავლენ ლომი მერწყულის ღერძზე. რაღაც ეტაპის დასრულდება და სხვა ეტაპზე გადასვლა უნდა დაიწყოს.

შეიძლება დეკრეტიდან გახვიდეთ სამსახურში ან გახვიდეთ პენსიაზე და დაიწყოთ ჰობი, ბავშვების მომზადება. ზოგიერთი შეიძლება სამუშაოდ წახვიდეთ უცხოეთში, ხანგრძლივი მივლინებით ან ემიგრაციაში. ეცადეთ, გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან.

21 აგვისტოს ვენერა ოპოზიციაშია სატურნთან - შეგიფერხდებათ ფულის მიღება. ზოგიერთი დაფიქრდებით ფულის გააზრებულ ხარჯვაზე, მიხვდებით, რომ რესურსებს მოფრთხილება სჭირდება. არაა გამორიცხული, რომ გაცივდეს ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

22 აგვისტოს მზისა და კარმული კვანძის შეერთება გველოდება ლომში - მოგეხსენებათ მსახურების, სხვაზე ზრუნვის ტვირთი, ზოგიერთი თუ მკურნალობდით, გამოჯანმრთელდებით. არაა გამორიცხული, რომ წამოხვიდეთ სამსახურიდან.

23 აგვისტოს, 06:19-ზე მზე ქალწულის ნიშანში გადადის - გააქტიურდება თქვენი პარტნიორობის სფერო. შემოვლენ ახალი ადამიანები, კლიენტები, მეგობრები, პარტნიორები (საქმიანი და სასიყვარულო) თქვენს ცხოვრებაში.

25 აგვისტოს მერკური ქალწულში გადადის - გახშირდება კომუნიკაცია გარშემო მყოფებთან. გელოდებათ მივლინება ან მგზავრობა მეგობრებთან ერთად. თუ ვაჭრობის სფეროში ხართ, ხელი მოგემართებათ.

27 აგვისტოს მზისა და მერკურის შეერთება გველოდება ქალწულში - მიიღებთ საჭირო საბუთს, ინფორმაციას, რაც გაგიუმჯობესებთ ცხოვრებას. ზოგიერთმა შეიძლება გააფორმოთ ხელშეკრულება, თქვენთვის ხელსაყრელი პირობებით, თუ პირში წყალს არ ჩაიგუბებთ და საკუთარ უფლებებს და სურვილებს ხმამაღლა გააჟღერებთ.

28 აგვისტოს გველოდება სავსემთვარეობა (08:18-ზე) და მთვარის დაბნელება (08:24-ზე) თქვენს ნიშანში და ამავე დღეს დაიხურება დაბნელებების დერეფანი - ეს არის მნიშვნელოვანი დღე თქვენს ცხოვრებაში. მიხვდებით, რომ აღარ გსურთ ძველებურად ცხოვრება ან სხვების დასანახავად მოქცევა, დღიდან იცხოვრებთ საკუთარი თავისთვის და სიამოვნებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ნატალია ყიფშიძე 25 წლის გახდა - როგორ აღნიშნა მსახიობმა დაბადების დღე

„ზღაპარი ღრუბლებს ზემოდან “ - გომისმთა გიორგი ნიკოლავას ობიექტივში

„ერთიან ეროვნულ გამოცდაზე 63-იდან 63! ნახეთ, რა ბიჭები მყავს, რა ექიმები“ - გიორგი ღოღობერიძე აბიტურიენტებზე