4 აგვისტოს თქვენს ნიშანში მყოფი მარსი მშვილდოსანში მყოფ ლილიტს უპირისპირდება - ფრთხილად პარტნიორებთან, არ წაეჩხუბოთ რაღაც გაურკვევლობის, „ვერ გაგების“ გამო. არაა გამორიცხული, რომ ვინმემ განზრახ შეგიყვანოთ შეცდომაში, მოახდინოს თქვენი პროვოცირება, ამიტომ იყავით მაქსიმალურად ფრთხილი და ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ფაქტებს.
6 აგვისტოს ვენერა სასწორში გადადის, სადაც დარჩება ათ სექტემბრამდე - მოიმატებს რომანტიკულობა, პირადი ცხოვრების გაუმჯობესების სურვილი. საყვარელ ადამიანთან ერთად მოგინდებათ გართობა და თავგადასავალები. განახორციელებთ შემოქმედებით იდეებს. ბავშვებთან ურთიერთობა მოგანიჭებთ სიხარულს, თქვენც მათთან ერთად ითამაშებთ, გაერთობით, დაესწრებით დღესასწაულებს, წვეულებებს.
7 აგვისტოს მზისა და სატურნის პოზიტიური ასპექტი გველოდება - უნდა ჩამოაყალიბოთ რისი მიღწევა გსურთ, სად უნდა მიმართოთ თქვენი ენერგია. უნდა გახდეთ მეტად კონკრეტული, სერიოზული და დაკვირვებული. საუკეთესო პერიოდია ინტერნეტპროექტების განსახორციელებლად, სოციუმში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად.
9 აგვისტოს თქვენი მმართველი პლანეტა მერკური ლომში გადადის (25 აგვისტომდე) – გელოდებათ საუბრები გავლენიან, ცნობილ ადამიანებთან, მათთან საქმეების წარმოება. შეიძლება მოინახულოთ მდიდრული და ლამაზი ადგილები. შეიძლება გააფორმოთ სასარგებლო ხელშეკრულებები. მოიმატებს აზარტულობის, გართობის სურვილი, შეიძლება რაღაც შოუში, თამაშებში ინტელექტუალურ ვიქტორინებში ჩაერთოთ.
10 აგვისტოს ვენერა პლუტონის ჰარმონიული ასპექტი გველოდება - შეიძლება თქვენმა შვილმა გადაწყვიტოს უცხოეთში გამგზავრება სასწავლებლად ან ერთად წახვიდეთ სამოგზაუროდ. ზოგიერთს გელოდებათ რომანი უცხოეთში, ფული და საჩუქრები.
11 აგვისტოს მარსი დატოვებს თქვენს ნიშანს და კირჩხიბში გადავა - ამ დღიდან უნდა გააქტიურდეთ, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ ზომიერად ვარჯიშს ან აიღებთ ცურვის აბონემენტს. არ გირჩევთ ფულის გამო კამათს.
12 აგვისტოს გველოდება მზის დაბნელება და ახალმთვარეობა (თბილისის დროით ახალმთვარეობა დადგება 21:36-ზე, ხოლო მზის დაბნელება იქნება 21:47-ზე) ლომში და ამავე დღეს იხსნება დაბნელებების დერეფანი - სიახლეები გელოდებათ მგზავრობის, მეგობრებთან კომუნიკაციის, სწავლის სფეროში. არაა გამორიცხული, რომ მდიდრული ავტომობილის მფლობელი გახდეთ, მეგობრებთან ერთად ეწვიოთ საქართველოს კურორტებს, მოაწყოთ ექსკურსიები, პიკნიკები. ზოგიერთს მოგინდებათ კვალიფიკაციის ამაღლება, რაღაც სპეციალობის შესწავლა. ზოგიერთის მეზობლად კი შეიძლება ვინმე ცნობილი ადამიანი დასახლდეს.
15 აგვისტოს იუპიტერისა და მერკურის შეერთება გველოდება ლომში - გაიცნობთ ცნობილ ადამიანს და შეიძლება ერთად რაღაც საქმიანობა წამოიწყოთ, მიიღოთ მისგან შეკვეთა. ზოგიერთი შეიძენთ ძვირად ღირებულ, მდიდრულ ავტომობილს. თუ ბიზნესს აწარმოებთ, მიიღებთ სარგებელს, მდიდრულ შეკვეთას.
17 აგვისტოს კი მერკური ჰარმონიულ ასპექტს შექმნის სატურნთან - ფულს მიიღებთ იდეების განხორციელებით ან შეიძლება გამოგიჩნდეთ სპონსორი, რომელიც დაგეხმარებათ პროექტის რეალიზებაში. იყავით დაკვირვებული და სერიოზული, თუ გიწევთ ხელშეკრულებების, შეკვეთის გაფორმება, ან ბუღალტრული საბუთების წარმოება.
19 აგვისტოს კარმული კვანძები იცვლიან მდებარეობას და 18 თვით ქალწული თევზების ღერძიდან ლომი მერწყულის ღერძზე გადადიან - შეიძლება ერთ სასწავლებელში დაასრულოთ სწავლა და მეორეში ჩააბაროთ, ან საბუთები გადაიტანოთ სხვა სასწავლებელში, უცხოეთში გააგრძელოთ. შეიძლება იმოგზაუროთ უცხოეთში ან უცხოელებთან ითანამშრომლოთ. მიიღებთ დიპლომს, შეიძლება გამოქვეყნდეს თქვენი ლიტერატურული ნაწარმოები.
ზოგიერთი დაასრულებთ იურიდიული საკითხის მოგვარებას. ზოგიერთს კი გამოგიჩნდებიან ახალი მეგობრები, ზოგიერთთან კი, ვისთანაც აღარ გაკავშირებთ საერთო ინტერესი, დაასრულებთ კომუნიკაციას. თუ ასაკი ხელს გიწყობთ, შეიძლება შვილიშვილი გეყოლოთ.
21 აგვისტოს ვენერა ოპოზიციაშია სატურნთან - ვადებულებების და პასუხისმგებლობის გამო შეიძლება პირად გართობაზე უარის თქმამ მოგიწიოთ. გარდა ამისა, მეტი სერიოზულობით უნდა მოეკიდოთ ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს. შეიძლება ნათლობა შემოგთავაზონ ან მიხვდებით, რომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ ნათლულებს.
22 აგვისტოს მზისა და კარმული კვანძის შეერთება გველოდება ლომში - უნდა თქვათ ის, რაც გაწუხებთ და ახლობლები დაგეხმარებიან მათ მოგვარებაში. შეიძლება შეხვდეთ წარსულს (ადამიანს, მოვლენას, ნივთს). არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთ ადამიანს დაემშვიდობოთ, რაღაც დატოვოთ წარსულში, მოიცილოთ ძველი ნივთები, რაც უსიამოვნებასთან ან კონკრეტულ ადამიანთანაა კავშირში.
23 აგვისტოს, 06:19-ზე მზე ქალწულის ნიშანში გადადის - ამ დღიდან მეტი დრო უნდა დაუთმოთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას, საბუთების მოწესრიგებას. კარგი იქნება, თუ მოაწესრიგებთ პირად ნივთებს, მოიცილებთ უსარგებლო ზედმეტ ნივთებს.
25 აგვისტოს მერკური ქალწულში გადადის - გახშირდება შინაურული შეკრებები. მოგიწევთ ნათესავების საქმეების მოგვარება, მათზე ზრუნვა. მხიარული და ინტელექტუალური შეკრებები. დაიწყებთ საუბარს საბინაო, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაზე.
27 აგვისტოს მზისა და მერკურის შეერთება გველოდება ქალწულში - შეიძლება გახდეთ უძრავი ქონების მფლობელი და მიიღოთ ამის დამადასტურებელი საბუთი. ზოგიერთი შეიძენთ სახლისთვის საჭირო ნივთებს, ტექნიკას.
28 აგვისტოს გველოდება სავსემთვარეობა (08:18-ზე) და მთვარის დაბნელება (08:24-ზე) თევზებში და ამავე დღეს დაიხურება დაბნელებების დერეფანი - უნდა დაასრულოთ პროექტი, საქმიანობა, რაც 2 წლის წინ დაიწყეთ. შეიძლება სტატუსი შეგეცვალოთ სამსახურიდან წამოსვლით, პენსიაზე გასვლით, დაქორწინებით ან შვილის დაბადებით.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სიყვარულია ცხოვრების კრედო, ასე მჯერა...“ - ნატო გელაშვილი
⭕„ხელსაყრელია პაემანი, სწავლის დაწყება, ქორწილი...“ - 29 ივლისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით