დედამიწა უარყოფით ენერგოველში შესვლას იწყებს. 8 აპრილამდე ყურადღება გვმართებს, რადგან მოიმატებს გაღიზიანება, წყალქვეშა დინებები, თუმცა ცეცხლის და ჰაერის ნიშნებს ეს ნაკლებად შეეხებათ, რადგან ისინი მაინც ენერგიაზე არიან.
ოთხშაბათი საღამოდან გვაქვს სავსემთვარეობა ვერძის და სასწორის ზოდიაქურ ღერზე. მოდის ძალიან დიდი ენერგია, მათ შორის ენერგეტიკული ომი. თუ ადამიანს სუსტი ენერგია აქვს, ის თავს კარგად იგრძნობს. აგრესიული, კონფლიქტური, სულსწრაფობის ტენდენციები მაღალია.
ნუ დაგეგმავთ ახალ, სარისკო საქმეებს. საჭესთან მეტი ყურადღება გამოიჩინეთ. შესაძლოა თავის ტკივილებმა იჩინოს თავი, მიაქციეთ წნევას და მოერიდეთ ალერგიულ საკვებს.
დღეს, 30 მარტს, ვენერა (სიყვარულის მმართველი პლანეტა) 24 აპრილამდე გადავიდა კუროს ზოდიაქოში, სადაც ძალიან უყვარს ყოფნა. აი, საუკეთესო დრო ქორწინებისა და სიყვარულისთვის! დღეიდან გაიფურჩქნება ყველაფერი.
გვაქვს 3 გეომაგნიტური დღე: ორშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი.
ვერძი - ყოველდღე ემატება ჯანი, ენერგია. გაქვთ იმის ტენდენცია, რომ ფული იშოვოთ, რადგან თქვენი დროა, მზე გადის თქვენს ზოდიაქოს. არ გაქვთ გაჩერების უფლება, რაც შეიძლება მეტად იმოძრავეთ! წყალქვეშა დინებაა სულსწრაფობა, ყველაფერი უცებ გინდათ და საკუთარ თავზე წარმოდგენა გემატებათ, შესაბამისად, უშვებთ შეცდომებს!
კურო - ენერგოტონუსი დაბალია, ფსიქოემოციური არასტაბილურობა გაქვთ. ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები თქვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ენას კბილი დააჭირეთ და აკონტროლეთ რა ხდება თქვენს უკან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები, შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმით. დაბადების წინა, ყველაზე მძიმე პერიოდი გაქვთ, ამიტომ გამოაძინეთ საკუთარი თავი.
ტყუპები - თქვენი მთავარი პრობლემა ფინანსებია. ხარჯი არნახულად მაღალი გაქვთ, რის გამოც მოსალოდნელია კონფლიქტები კოლეგებთანაც კი. სხვა კუთხით პერიოდი კარგია, არ უჩივით ენერგიას, ჯანზე ხართ. შეგიძლიათ საინტერესო იდეების რეალიზაცია.
კირჩხიბი - განსაკუთრებული ინტერესი გიჩნდებათ ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, კოსმოსური სამყაროს მიმართ, მაგრამ ამის გამო ყურადღება შეიძლება ისე გადაიტანოთ, თქვენი ვალდებულებები სახლში და სამსახურში აღარ შეასრულოთ. ენერგოტონუსი გიმცირდება, მოდის სავსემთვარეობა, ამიტომ ხასიათი აკონტროლე.
ლომი - გამარჯვებულები შემოდიხართ, ვინც კი დასამარცხებელი გყავდათ ამ კვირაში დაამარცხებთ. ამას მოჰყვება კრიტიკა, რადგან მეთოდოლოგია არ იქნება სამართლიანი, მაგრამ აქედანაც მშრალად გამოძვრებით. მგზავრობა-მოგზაურობა, კონტაქტი უცხოელებთან არის ძალიან კარგი. ყურადღებით იყავით მაინც კონფლიქტებთან.
ქალწული - შინაგანი ტრანსფორმაციის პერიოდი გაქვთ. მნიშვნელოვანია კარგი მეგობრული კავშირები, რაც სიმშვიდეში დაგეხმარებათ. თუ ერთობლივი ფინანსებია საქმეში ჩადებული, იქნებით უკმაყოფილო, რაც დაძაბავს ურთიერთობას. გჭირდებათ მეტი დასვენება.
სასწორი - ენერგოტონუსს არ უჩივით, კონტაქტური და მრავალფეროვანი ხართ. მიიღებთ პარტნიორულ თანამშრომლობის შეთავაზებას, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ხართ ზედმეტად პრეტენზიული. ყველაფერი გინდათ გააკეთოთ, რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ ან დრო არ გაქვთ.
მორიელი - ტონუსი ეცემა, ადვილად იღლებით, ხდებით ხასიათცვალებადი. ზოგიერთი ადგილსამყოფელს შეიცვლის, დაისადგურებს არასტაბილურობა თქვენს საქმიან, სამსახურებრივ სფეროში, რაც გაგაღიზიანებთ. ცოტა ხანს მოითმინეთ, მაქსიმუმ 10 დღე. თუ ამას არ გააკეთებთ, პრობლემებს გაირთულებთ. ყურადღება მიაქციეთ კუჭ-ნაწლავის, შარდ-სასქესო სისტემას.
მშვილდოსანი - ჯანს არ უჩივით, ამაღლების ზონა გაქვთ, მაგრამ ყველაფერი ისე არ წავა, როგორც გსურთ. რაღაც, ვიღაც შეგზღუდავთ, რაც დისკომფორტს შეგიქმნით. შესაძლებლობები გაქვთ მრავალმხრივი. კარგი ურთიერთობა მნიშვნელოვანია შვილებთან.
თხის რქა - თქვენი მთავარი პრობლემაა საყოფაცხოვრებო და ოჯახური, შეიძლება დაიძაბოს ურთიერთობა ნათესავებთან, მათ შორის მემკვიდრული საკითხების გამო. ფინანსური სირთულეების ტენდენცია ჩნდება, შეიძლება საყოფაცხოვრებო ნივთები გაფუჭდეს, რაც ნერვებს მოგიშლით. იმუნიტეტი და ტონუსი დაბალია.
მერწყული - ენერგოტონუსი გემატებათ, განწყობა უმჯობესდება, თავისუფალი მოქმედების სურვილი დიდი გაქვთ. მეტი ურთიერთობები, წიგნი, კითხვაა საჭირო. მგზავრობა-მოგზაურობისთვისაც კარგი პერიოდია, მაგრამ წყალქვეშა დინება შინაგან ქაოსშია. 10 საქმის ერთად გაკეთება გინდათ და ბოლომდე ვერცერთი მიდის, ამას ემატება სულსწრაფობა.
თევზები - გაქვთ ენერგოტონუსის შემცირების პერიოდი, ამიტომ ნუ გადაიღლებით და მარტივად ნუ ენდობით, საპნის ბუშტივით სკდება ყველა სახის დაპირება! ეს იწვევს შინაგან გულაცრუებას და დეპრესიულ ელემენტებს. ეცადეთ, გაუფრთხილდეთ ფულს. არავითარი ინვესტიცია და კაპიტალ დაბანდება.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ:
✨ შინაგანი თავისუფლების მანიფესტი: რაზე ზრუნავს სულიერი ადამიანი?