როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეულ ნიშნისთვის - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.
ვერძი - აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანია. მგზავრობა, მოგზაურობა, უცხოელებთან კონტაქტი ყველაფრისთვის კარგი დროა. ყველა მნიშვნელოვანი საქმე მიანდვეთ სწორედ ვერძს.
კურო - აქტიური და ენერგიულია, ემატებათ ენერგოტონუსი. ამ პერიოდში შესაძლებლობა ექნება კარიერულად განვითარდეს.
ტყუპები - იაქტიურეთ, დრო კარგია, ენერგიული და წარმატებული ხართ.
კირჩხიბი - ენერგოტონუსი მატულობს და ენერგიაც ემატებათ. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების დიდი შანსი აქვს.
ლომი - ქარიზმატული ენერგიული და მიმზიდველია, პრობლემა აქვს ფულის ხარჯვის.
ქალწული - ენერგია ემატებათ და შრომისმოყვარეობა მატულობს. საუკეთესო პერიოდია სახლში დიზაინის შესაცვლელად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
სასწორი - ეფექტური, შარმიანი და მიმზიდველია. საუკეთესო პერიოდია ქორწინებისთვის და მოლაპარაკებისთვის.
მორიელი - აქტიური და ენერგიულია. ძველი საქმეებიდან შესაძლებელია მიიღოთ მატერიალური დივიდენდები.
მშვილდოსანი - აი, ვინ არის მთავარი იღბლიანი ნიშანი ამ კვირაში, რასაც შემდეგ კვირას ვერ ვიტყვით. ახლა გაჩერების უფლება არ გაქვთ. მთავარი პრობლემა არის ნათესავებთან ურთიერთობა, ზედმეტად ხისტები იქნებით და ამ მხრივ იყავით ფრთხილად.
თხის რქა - ენერგოტონუსი მატულობს, უმჯობესდება ურთიერთობა შვილებთან და სამსახურშიც. თუმცა გახსოვდეთ ენას კბილი დააჭირეთ.
მერწყული - კარგი პერიოდია იდეების რეალიზაციისთვის, შესაძლებელია ბინა შეიცვალოთ და ახალი სამსახური დაიწყოთ. შანსები ყველა მხრივ პერსპექტიულია.
თევზები - ენერგოტონუსი და შარმი მატულობს, ამიტომ მოემზადეთ რომანტიკული და საქმიანი კონტაქტებისთვის.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵როგორ ვაქციოთ 2023 წელი, ჩვენი ცხოვრების საუკეთესო პერიოდად?
🔵🎥 21 დეკემბერი სურვილების ასრულების დღეა - ჩამოწერეთ ფურცელზე რაც გინდათ რომ აგიხდეთ