Digest Logo

🎥 „აი, ვის აქვს საუკეთესო დრო ყველაფერი თქვენ მხარესაა“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

30/12/2024 • 7:15
 მიხეილ ცაგარლი

„ეს კვირა სამშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგან გეომაგნიტური დღე გვაქვს, იყავით ყურადღებით. 

ხვალ 31-ში გვაქვს ახალმთვარეობაა დღის პირველ ნახევარში, ფრთხილად იყავით არ ასწიოთ მძიმე რაღაცები, ასევე არ მიიღოთ მძიმე სასმელი“,- ამბობს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.

მისი თმით, 3 იანვრიდან 4 თებერვლამდე ვენერა სიყვარულის მმართველი პლანეტა გადაინაცვლებს თხის რქაში. 

„სიყვარული მიიღებს საინტერესო ელფერს და ცოტა ემოციურიც იქნება, ცოტა რომანიტკულიც. ასევე შემოქმედებითი კუთხით გადასარევი პერიოდია შეიძლება შედევრები შეიქმნას“, - ამბობს ასტროლოგი. 

რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს, მათი კვირის ასტროლოგის პროგნოზი ასეთია:

ვერძი - ენერგოტონუსი კლებულობს არ გადაიღალოთ და არ დაიწყოთ სარისკო მოქმედებები, ახლა არავის თქვენთვის არ სცალია და სჯობს გქონდეთ საკუთარი თავის იმედი. 

კურო - კარგი პერიოდია მგზავრობა მოგზაურობისთვის. ეცადოთ არ იყოთ ფიცხები და ჩქარები, რათა იყოთ უფრო წარმატებულები. 

ტყუპები -  ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და არ გადაიღალოთ და არ ინერვიულოთ. ეცადეთ ენას კბილი დააჭიროთ. 

კირჩხიბი - ენერგოტონუსი იმატებს, ხდებით აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი. სასიყვარულო და პარტნიორული ურთიერთობები წინა პლანზე მოდის. 

ლომი - თქვენ გჭირდებათ განსაკუთრებული სიფრთხილე ჯანმრთელობის მიმართ. არ გადაიღალოთ და ეცადეთ ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ, ასევე თავი შეიკავეთ ზედმეტი ალკოჰოლის მიღებისგან, არ ჩაერთოთ ახალ პროექტებში.

ქალწული -  ენერგოტონუსი მატულობს. პასუხისმგებლობას იღებთ საკუთარ თავზე, თუმცა ხდებით ცოტა პრეტენზიულები და განაწყენებულები ხართ ხელმძღვანელებზე, რომლებიც არ გაძლევენ პროფესიონალური წინსვლის პერსპექტივებს.

სასწორი - ენერგოტონუსი დაბალია, ასევე შესაძლოა ტექნიკურმა პრობლემა იჩინოს თავი და ეცადეთ მშვიდად მიუდგეთ ამ პრობლემას. ოჯახის წევრების და ნათესავების მხარდაჭერა იქნება მნიშვნელოვანი.

მორიელი - ჯანმრთელობა მდგრადია, შარმი და მიზიდულობა მატულობს. პერიოდი კარგია ასევე მოლაპარაკებებისთვის და საქმიანი შეხვედრებისთვის. ეცადეთ არ იყოთ ზედმეტად ხისტი და პირდაპირები.

მშვილდოსანი - ნელ-ნელა იღლებით, კვირის მეორე ნახევარში უკვე იგრძნობთ, რომ გჭირდებათ მეტი დასვენება. ეცადეთ მოერიდოთ მსხვილ კაპიტალ დაბანდებებს. შესაძლოა ძველი საქმიდან მიიღოთ მატერიალური დივიდენდები.

თხის რქა - აი, ვის აქვს საუკეთესო დრო ყველაფერი თქვენ მხარესაა, თუმცა არ იყოთ ზედმეტად ხისტი და პირდაპირები, თორემ ამან შესაძლოა დაძაბოს ურთიერთობა.

მერწყული - ეცადეთ არ გადაიღალოთ, ასევე ჯანმრთელობა არის არამდგრადი და გახსოვდეთ არ სძინავთ ფარულ მტრებს, აკონტროლეთ რა ხდება თქვენ ზურგს უკან.

თევზები - ენერგოტონუსი, შარმი და მიზიდულობა მატულობს, ხდებით უფრო კრეატიულები და ხელოვნების სფეროში გაქვთ კარგი შესაძლებლობები. ეცადეთ თქვენ ცხოვრებაში შემოიტანოთ სიახლეები, ეს შეიძლება იყო გარეგნული ცვლილებაც.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ მოვამზადოთ ტრადიციული გოზინაყი

⭕„საახალწლო ფიქრები“- ქართველი მწერლები ახალ წელზე

⭕„კაის დალევს, კაის იმოგზაურებს და ბევრს იცინებს ადამიანების გულუბრყვილობაზე“ - რას წერს ნინო ნადირაძე?