Digest Logo

„აიღეთ იასამნისფერი ან მუქი წითელი ქსოვილი, დადეთ მასზე თქვენი საფულე და ...“ - რა უნდა გავაკეთოთ 5 თებერვალს?

1770269683
სიუხვე, ბარაქა, ფული

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი Astrologia.ge „ფეისბუკზე“ წერს, რომ 5 თებერვალი იუპიტერის დღეა, რის გამოც შეგიძლიათ თქვენს ცხოვრებაში სიუხვე მოიზიდოთ. 

პრაქტიკისთვის დაგჭირდებათ იასამნისფერი ან მუქი წითელი ქსოვილი, საფულე, მონეტა, მწვანე სანთელი:

„იუპიტერისა „სიმდიდრის მაგნიტი“:

რადგან ხუთშაბათია, იუპიტერის დღე და მთვარე მორიელში, გირჩევთ:

აიღეთ იასამნისფერი ან მუქი წითელი ქსოვილი, დადეთ მასზე თქვენი საფულე და რამდენიმე მონეტა, აანთეთ მწვანე სანთელი დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, როგორ მოედინება ოქროსფერი ენერგია სამყაროდან თქვენს საფულეში.

თქვით: „სიუხვე ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა. იუპიტერო, გააფართოვე ჩემი შესაძლებლობები და მომეცი ძალა მათ გამოსაყენებლად“.

• რატომ მუშაობს: იუპიტერი მართავს სიუხვეს, მორიელი კი – ტრანსფორმაციასა და ფარულ რესურსებს. მათი ენერგიის გაერთიანება დღეს რეალურ ფინანსურ „გარღვევას" ქმნის. 

სიუხვით სავსე ხუთშაბათს გისურვებთ! 

დაე, ძალა იყოს ჩვენთან“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„გაფართოების, რწმენისა და დიდი ფულის მმართველის – იუპიტერის დღეა“ - 5 თებერვლის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

როგორი ამინდი იქნება 5 თებერვალს საქართველოში

⭕„დღეს თავი შეიკავეთ ექსპერიმენტებისა და უცნაური საქმეებისგან“ - 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი