Digest Logo

„აიღეთ სუფთა ფურცელი და დაწერეთ ერთი სიტყვა...“ - ასტროლოგი 1-ელი იანვრის პრაქტიკას გვთავაზობს

1767249424
კოსმოსი - სამყარო

ასტროლოგი, რომელიც სოციალურ ქსელში გვერდს  Astrologia.ge-ს მართავს, „ფეისბუკზე“ პირველი იანვრის პრაქტიკას გვიზიარებს.

მისი თქმით, დღეს მთვარის და იუპიტერის დღე გვაქვს:

„1-ელი იანვრის პრაქტიკა: „პირველი სიტყვის ძალა“.

რადგან მერკურიული მთვარე და იუპიტერის დღე გვაქვს, გააკეთეთ შემდეგი:

აიღეთ სუფთა ფურცელი და დაწერეთ ერთი სიტყვა, რომელიც გსურთ, რომ იყოს თქვენი 2026 წლის სიმბოლო (მაგალითად: სიყვარული, სიუხვე, გამარჯვება, სიმშვიდე). ეს ფურცელი დადეთ თვალსაჩინო ადგილას. მთელი წლის განმავლობაში ეს სიტყვა იქნება თქვენი ენერგეტიკული კომპასი.

2026 წელი იწყება ძალიან იმედიანად! იუპიტერი გვპირდება, რომ ვინც იშრომა და "ქვები გადააგორა", ის წელს დიდ მოსავალს აიღებს“, - წერია გავრცელებულ პოსტში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„გილოცავთ შობა-ახალ წელს!“ - ნანუკა გულუა შვილების ფოტოებს გვიზიარებს

⭕„ვინც ამას გააკეთებს, ძალიან ცუდი წელი ელოდება“ - რა არ უნდა გვედოს 2026 წლის დასახვედრად საახალწლო სუფრაზე?

⭕„მადლიერებით და სიყვარულით ვაცილებ 2025 წელს და ვეგებები 2026 წელს“ - თიკა ფაცაცია