Digest Logo

„ახალ, რომანტიულ ურთიერთობებში აღმოჩნდება და არსებულ ურთიერთობებს უფრო მაღალ დონეზე აიყვანს“ - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

1690789181
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი გააკეთა და მნიშვნელოვან მოვლენებს გაუსვა ხაზი. როგორც თავად ამბობს, 1 აგვისტოს იქნება სავსემთვარეობა, რაც ნიშნავს, რომ მზის და მთვარის დაპირისპირება ლომის და მერწყულის ზოდიაქალურ ღერძზე მოხდება. 

გარდა ამისა, ასტროლოგმა მიმდინარე კვირა ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის განიხილა: 

ვერძი:  აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ჯანმრთელობა მდგრადია. კარგი ორგანიზატორია, საინტერესო შემოქმედებითი პერიოდი გაქვთ, რომელიც ხელს გიწყობთ ახალი პროექტების განხორციელებაში, რაც თავის მხრივ, გააუმჯობესებს მატერიალურ მდგომარეობას.  ასევე კარგი პერიოდი გაქვთ კონკურსებში, ლატარიებში მიიღოთ მონაწილეობა და აქაც იყოთ წარმატებული. ზოგიერთი თქვენგანი ახალ, რომანტიულ ურთიერთობებში აღმოჩნდება და არსებულ ურთიერთობებს უფრო მაღალ დონეზე აიყვანთ.  ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 1 და 5 აგვისტო და არ ვარგა 3 აგვისტო.

კურო: გაქვთ არასტაბილური პერიოდი,  თუ რამე განსაკუთრებული საქმე და საკითხი გაქვთ მოსაგვარებელი, ეცადეთ 3 აგვისტომდე მოაგვაროთ.  ამ რიცხვის შემდეგ პერიოდი თქვენთვის უფრო რთული იქნება. ენერგოტონუსი მცირდება, ჯანმრთელობა ხდება არამდგრადი, ხდებით ფსიქოემოციურად არასტაბილური. შესაძლოა ნათესავებთან შეგექმნათ პრობლემა. ახლა არ გადაწყვიტოთ მემკვიდრეობითი საქმეები. ყველაზე კარგი პერიოდია აიღოთ შვებულება და დაისვენოთ. 31 ივლისის და 4 აგვისტოს დღეები იქნება ყველაზე კარგი, არ ვარგა 2 და 6 აგვისტო. 

ტყუპები: აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, გონება მახვილი, კონტაქტურია. შეხვედრების, მოლაპარაკებების და ახალი გადაწყვეტილებების მიღების კუთხით ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ. თუმცა, ზოგჯერ აღმასვლას მოჰყვება დაღმასვლა, რაც თქვენს  ხასიათთან არის დაკავშირებული. ეს პერიოდი ხელს შეგიწყობთ საჭირო კონტაქტების დამყარებაში. ყველაზე კარგი იქნება 1 და 5 აგვისტო, არ ვარგა 3 აგვისტოს დღე. 

კირჩხიბი: გმართებთ დასვენების რეჟიმზე გადასვლა, თუ მაინც და მაინც მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ მოსაგვარებელი, 3-4 აგვისტომდე  გააკეთეთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია, იღლებით მარტივად, მაღალია შეცდომების დაშვების ტენდენცია, თავს იჩენს ფინანსური და მატერიალური პრობლემები. არ ვარგა ეს პერიოდი კაპიტალ დაბანდებისთვის, გრანდიოზული საყიდლებისთვის და ბიზნესს პროექტებისთვის. ყველაზე კარგი იქნება 31 ივლისის და 4 აგვისტოს დღეები, არ ვარგა 2 და 6 აგვისტო.

ლომი: ახლა თქვენი დროა, ენერგოტონუსი უმაღლესია, ჯანმრთელობა მდგრადია, აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი ხართ. შესაძლებლობები ყოველმხრივ ძალიან მაღალი გაქვთ. მთლიანობაში, წარმატებული პერიოდია, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ წყალქვეშა დინებებს, ზედმეტად დიდ ენერგიას, რადგან ეს გაძლევთ მოუფიქრებელი და ქაოსური მოქმედებების ტენდენციებს. ბევრი ცდუნებები გექნებათ და თუ მათ აჰყვებით, შესაძლებელია დაუშვათ შეცდომები. კარგი იქნება 2 და 6 აგვისტოს დღეები და არ ვარგა 31 ივლისის და 4 აგვისტოს დღე. 

ქალწული: რთული პერიოდი გაქვთ. მნიშვნელოვანი საქმეები და მოლაპარაკებები დაასრულეთ 3 აგვისტომდე. გახსოვდეთ, რომ წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში, რადგან ენერგოტონუსი გაქვთ დაბალი, ჯანმრთელობა არამდგრადი, შესაძლოა მარტივად გაცივდეთ, ან გადაიღალოთ. არავითარი ახალი და მნიშვნელოვანი საქმეები არ იქნება გამართლებული ამ პერიოდში. მაქსიმალურად გაუფრთხილდით თქვენს ემოციებს. ფარული მტრები, ინტრიგები, ჭორები ერთი ორად გაიზრდება, ამიტომ მაქსიმალურად ენას კბილი დააჭირეთ. კარგი იქნება 3 აგვისტო და არ ვარგა 1 და 5 აგვისტო.

სასწორი: საინტერესო პერიოდი გაქვთ, ენერგოტონუსი მაღალია, ამიტომ ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული, შრომის უნარიანი, უფრო მეტად შეძლებთ ფინანსური პრობლემების მოგვარებას. თუმცა, ზოგ შემთხვევაში გელით ბრძოლები და ღია პოზიციების დაფიქსირება. საუკეთესო პერიოდია რეფორმებისთვის, კონტაქტებისთვის. ყველაზე კარგი იქნება 2 და 6 აგვისტო, ხოლო ცუდი 31 ივლისი და 4 აგვისტო. 

მორიელი: ნაკლებად სტაბილური პერიოდი გაქვთ, თუ რამე მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ, 3 აგვისტომდე მოაგვარეთ. ამის შემდეგ უნდა გადახვიდეთ დასვენების რეჟიმზე. ენერგოტონუსი დაბალია, ადვილად იღლებით, შრომის უნარიანობა დაბალია, განწყობაც შესაბამისი გაქვთ. ფსიქოემოციური კუთხით რთული პერიოდი გაქვთ. ეცადეთ არ იყოთ ზედმეტად ჯიუტი, სარკასტული და ხისტი. კარგი იქნება 3 აგვისტო და არ ვარგა 1 და 5 აგვისტო. 

მშვილდოსანი: საკმაოდ აქტიური პერიოდი გაქვთ, ენერგოტონუსი მაღალია, ხდებით უფრო ენერგიული, კონტაქტური, კომუნიკაბელური. მოგზაურობის სურვილი ერთი ორად გაიზრდება. მგზავრობისა და მოგზაურობისათვის კარგი პერიოდია, ასევე კარგია უცხოელებთან კონტაქტისთვის. შესაძლოა თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. კარგი იქნება 1 და 6 აგვისტო, არ ვარგა 31 ივლისი და 3 აგვისტო. 

თხის რქა: ენერგოტონუსი დაბალია, მაინც და მაინც კომფორტულად ვერ იგრძნობთ თავს. თქვენს ირგვლივ სხვადასხვა სახის ცვლილებებია მოსალოდნელი. ფარული მტრები, ინტრიგები და ჭორები, მოქმედებს თქვენს საწინააღმდეგოდ. ენას კბილი დააჭირეთ და საიდუმლო შეინახეთ. ნუ იტყვით წინასწარ რას აპირებთ, ორიენტაცია გააკეთეთ დასვენებაზე, რადგან ენერგოტონუსი იკლებს. კარგი იქნება 31 ივლისი და 4 აგვისტო, ცუდი კი 1 და 6 აგვისტო. 

მერწყული: საკმაოდ საინტერესო პერიოდი გაქვთ. ენერგოტონუსი უმჯობესდება, ამიტომ ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული და პარტნიორული ურთიერთობა შესაძლოა ახლებურად განვითარდეს. ეს ეხება როგორც პარტნიორულ, ასევე ბიზნესს ურთიერთობებს. შესაძლოა ძველი პარტნიორებიც გამოჩნდნენ. დიდი შანსია იმოგზაუროთ და ძველი ადგილები მოინახულოთ. ეს ის პერიოდია, როცა გაიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას პარტნიორული ურთიერთობების საფუძველზე. კარგი იქნება 2 და 6 აგვისტო, არ ვარგა 31 ივლისი და 4 აგვისტოს დღეები. 

თევზები: რთული პერიოდია, თუმცა საინტერესო. ენერგოტონუსი იკლებს, ჯანმრთელობა არამდგრადია, ფსიქოემოციურად ნაკლებად მდგრადი ხდებით, თუმცა ამ პერიოდში შეიძლება ახალი მოვლენები მოხდეს. შესაძლოა ახალი შეხვედრების წინაშე აღმოჩნდეთ. მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყვიტეთ ამ კვირაში, რადგან იქით პერიოდი უფრო რთულია. აიღეთ შვებულება და დაისვენეთ. კარგი იქნება 31 ივლისი და 3 აგვისტო, ცუდი კი 1 და 6 აგვისტოს დღეები.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ეს პერიოდი ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კონფლიქტები, დაპირისპირებები, აგრესია“ - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს

🔵„სოხუმსა და ცხინვალს ვინ ჩივის ბათუმია დასაბრუნებელი“ - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი

🔵 „ბედნიერებაა თქვენი ყურება“ - ირაკლი მაქაცარია ოჯახთან ერთად ისვენებს