ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც მიმდინარე პერიოდის ასტროლოგიურ მოვლენაზე, მერკურის რეტროგრადულობაზე ისაუბრა:
„ყველა პლანეტას აქვს გარკვეული ფუნქცია და დანიშნულება. მერკური არის რეტროგრადული. პლანეტა მართავს გონებას და ინტელექტს. მნიშვნელოვანია, მზე, მთვარე და მერკური ეს სამი ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული. მასმედია ასევე მერკურის გავლენის ქვეშ არის. მგზავრობა - მოგზაურობაც მერკურიზეა დამოკიდებული.
მერკური მოძრაობს სწორად, თუმცა ზოგჯერ ანელებს სვლას და აქედან, დედამიწიდან ჩანს რომ უკანმავალია. ამ პერიოდში მერკური გვაქვს რეტროგრადული, 9 რიცხვიდან დაიწყება და 29 რიცხვში დასრულდება. ეს მოვლენა არის ძალიან მნიშვნელოვანია. რეტროგრადულობა წელიწადში სამჯერ გვაქვს და მერკური გვეუბნება, რომ შევისვენოთ.
ახალ საქმეებს თავი უნდა დავანებოთ. ჩავხედოთ წარსულს. შესაძლოა, გვქონდა გეგმები, რომლებიც სწორად არ წავიდა. ამიტომ უნდა გადავხედოთ ისევ. შესაძლოა, გვქონდა კონფლიქტი ურთიერთობებში, გააანალიზეთ, იპოვეთ სად დაუშვით შეცდომა და გამოასწორეთ. 9 რიცხვამდე მოიტოვეთ საქმეები, რომლებიც გასაკეთებელი გაქვთ. 9 რიცხვიდან უნდა იზრუნოთ წარსულზე“, - გვირჩევს მიხეილ ცაგარელი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„კამათი ეჭვიანობისა და ეგოიზმის ნიადაგზე...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი