ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და ამბობს რომ წონაში დაიკლო.
ასევე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ მომღერალს 21 ნოემბერს ფილადელფიაში სოლო კონცერტი აქვს:
„ზუსტად სამი წელი ვეჭიდავე საკუთარ თავს, ჯერ ეს არაა საბოლოო შედეგი, მაგრამ მალე მივალ. ჰო, ბარიატრია არ გეგონოთ, სწორი კვების (ჭურღულას) დამსახურებაა. (სწორად რომ ვაკეთებდე, ალბათ უკეთესი შედეგი მექნებოდა)
იმდენი მეძახეს „დედალი შრეკი“, სანამ არ გავბოროტდი. კიდევ გამაკრიტიკეთ ხოლმე, დადებითად მოქმედებს.
სტიმული ძალიან ბევრს ნიშნავს, ჰოდა ეს სტიმულია 21 ნოემბერი, ჩემი პირველი სოლო კონცერტი, სადაც მხოლოდ საკუთარი შემოქმედებიდან შევასრულებ სიმღერებს და გაიცნობთ ნამდვილ ნინის, არა როგორც მომღერალს, არამედ სიმღერების ავტორსაც.
ჰოდა, გელოდებით ყველას 21 ნოემბერს ფილადელფიაში. ძალიან ბევრი მაგარი რამ მოგიმზადეთ.
დაიმახსოვრეთ, მთავარია მონდომება, თორემ შეუძლებელი არაფერია“, - წერს ნინი შერმადინი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„კამათი ეჭვიანობისა და ეგოიზმის ნიადაგზე...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი