Digest Logo

„ახალი ეტაპი იწყება“ - 11 სექტემბრის ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე ძლიერ გავლენას მოახდენს: ნინა ხომერიკის პროგნოზი

1789105131
ნინა ხომერიკი

11 სექტემბერს ველოდებით ახალმთვარეობას. 

ქალწულის ზოდიაქოში, რომელიც მოხდება მის 18°25′ -ზე, GMT დროით 03:27 -ზე, ხოლო საქართველოს დროით 07:27 საათზე. ასტროლოგიურად, ეს ახალმთვარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მოდის აგვისტოს დაბნელებების შემდეგ და ქმნის ახალი ეტაპის დაწყების შესაძლებლობას.

მისი მთავარი თემებია:

1. ახალი ეტაპის დაწყება სამსახურსა და კარიერაში - ქალწულის ენერგია გვიბიძგებს დავალაგოთ სამუშაო, დავსახოთ გეგმები და დავიწყოთ უფრო პრაქტიკული პროექტები. კარგი პერიოდია ახალი სამსახურის, პროფესიული მიმართულების ან სამუშაო რეჟიმის ცვლილებისთვის.

2. ფინანსების მოწესრიგება - აქცენტები გადადის ხარჯების კონტროლზე, ბიუჯეტზე, ვალების ან ვალდებულებების მოწესრიგებაზე და ფინანსური სტრატეგიების შექმნაზე. ეცადეთ აკონტროლოთ ემოციები.

3. ჯანმრთელობა და ყოველდღიური რეჟიმი - ეს ნიშანი დაკავშირებულია ყოველდღიურ ჩვევებთან და სხეულის მოვლასთან. კარგი პერიოდია ძილის, კვების, ფიზიკური აქტივობის, სამუშაო და დასვენების რეჟიმის მოწესრიგებისთვის.

4. ძველის დასრულება და ახლის დაწყება - შეძლებთ დაასრულოთ ის, რაც აღარ მუშაობს, არაეფექტურია, გათავისუფლდეთ არასასურველი ჩვევებისგან, ქაოსური გარემოსგან, ზედმეტი ვალდებულებებისა და არასწორი პრიორიტეტებისგან, რაც უფრო აშკარად გამოჩნდება. ამ პერიოდის მთავარი ამოცანაა, ყველაფრის არა ეტაპობრივად ცვლილება, არამედ ერთ მნიშვნელოვან სფეროზე აქცენტების გაკეთება და მოწესრიგება.

5. იზრდება დეტალების მნიშვნელობა - ამ ახალმთვარეობის პერიოდში, ერთმა პატარა გადაწყვეტილებამ შეიძლება რამდენიმე კვირაში დიდი შედეგები მოიტანოს, ამიტომ აუცილებელია ყურადღებით შეამოწმოთ ყველა სახის საბუთები, შეთანხმებები, ფინანსური პირობები და სამუშაო დეტალები.

ვინაიდან ახალმთვარეობა ხდება ქალწულის ზოდიაქოში, ამიტომ მისმა ენერგიამ შეიძლება გააძლიეროს ამ ნიშნის უარყოფითი მხარეები, როგორიცაა:

ზედმეტი კრიტიკა;

პერფექციონიზმი; ნერვიულობა წვრილმანებზე;

ყველაფრის კონტროლის სურვილი;

გადაღლა, საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების აღება და მოთხოვნების წაყენება, ამიტომ, მთავარი რჩევა იქნება არ ეცადოთ მთელი ცხოვრების ერთ დღეში მოწესრიგებას, აირჩიეთ ერთი კონკრეტული მიზანი და დაიწყეთ მისი პრაქტიკული განხორციელება. პრიორიტეტულია დაალაგოთ ის, რაც აღარ მუშაობს და შექმნათ ისეთი ახალი სისტემა, რომელიც მომავალში გაგიმარტივებთ ცხოვრებას.

ეს ახალმთვარეობა განსაკუთრებით ძლიერ გავლენას მოახდენს

ქალწულებზე, ტყუპებზე, მშვილდოსნებზე და თევზებზე, რადგან მისი მე-18° ამ ნიშნებთან უფრო დაძაბულ და მნიშვნელოვან კუთხეებს ქმნის. 

ამ ახალმთვარეობის მთავარი პერიოდებია: 

9–13 სექტემბერი — ეს არის ყველაზე ძლიერი ფაზა, ემოციური და პრაქტიკული გადაწყვეტილებების, ახალი იდეების, შეთავაზებების, ურთიერთობაში ცვლილებების ან ფინანსური გადაწყვეტილებების პერიოდი. 

14–20 სექტემბერი — მოხდება დაწყებული პროცესების გააქტიურება, ანუ ის რაც 11 სექტემბრის გარშემო დაიწყება, მიიღებს უფრო კონკრეტულ ფორმას. კარგი პერიოდია გეგმების, შეთანხმებებისა და სამუშაო პროცესების დასაწყებად. 

21–27 სექტემბერი — დაინახავთ შედეგების პირველ ნიშნებს, იყო თუ არა სწორად არჩეული ახალი მიმართულებები. შეიძლება საჭირო გახდეს გეგმების კორექტირება. 

28 სექტემბერი – 5 ოქტომბერი — საქმეების გადახედვის პერიოდია, ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. შესაძლოა საჭირო გახდეს ძველი საკითხების დასრულება ან გადაწყვეტილების მიღება.

ახალმთვარეობის ენერგია ყველაზე შესამჩნევი და აქტიური იქნება დაახლოებით მომავალი 2 კვირის განმავლობაში, ანუ 11 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე და ამ ციკლის მთავარი შედეგების მიღება უნდა მოხდეს 1 თვეში, ანუ შემდეგ ახალმთვარეობამდე, თუმცა, ის თემები, რომლებიც 11 სექტემბერს დაიწყება, არ დაკარგავს თავის აქტუალურობას მომავალი 6 თვე და მათი მნიშვნელოვანი და საბოლოო შედეგი გამოჩნდება 2027 წლის მარტში, მაშინ როდესაც ქალწულის თემები კვლავ გააქტიურდება.

ამ პერიოდის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თარიღებია: 

10–12 სექტემბერი — ახლის დასაწყისი, გადაწყვეტილება და მოულოდნელი შესაძლებლობები; 

15–17 სექტემბერი —კარგი პერიოდია აქტიური მოქმედებისთვის; 

21–23 სექტემბერი — პირველი შედეგების მიღება და მათი კორექტირება; 

26–30 სექტემბერი — მოხდება ურთიერთობებისა და ფინანსების გადახედვა; 

ოქტომბრის პირველი კვირა — უფრო ნათლად გამოაჩენს, რა უნდა დარჩეს და რა უნდა შევცვალოთ. 

ყველაზე ძლიერად აისახება:

ახალი საწყისის ნაწილში:

ქალწულებზე და თევზებზე;

სიყვარულში განსაკუთრებით აქტიურ ენერგიებს იგრძნობენ:

კურო, ქალწული, მორიელი, თევზები;

ფინანსებში:

ლომი, მერწყული და ქალწული;

კარიერულად მნიშვნელოვანი პერიოდი ექნებათ:

ვერძებს, მშვილდოსნებს და ქალწულებს;

ოჯახისა და უძრავი ქონების ნაწილში:

ტყუპები და კირჩხიბი.

ერთი სიტყვით, ახალმთვარეობას დიდი ცვლილებები მოაქვს არა ერთი გადაწყვეტილებით, არამედ პატარა, სწორად შერჩეული ნაბიჯების ერთობლიობით.

ქალწულის ენერგია ითხოვს წესრიგს, რეალისტურ გეგმებსა და იმის მოცილებას, რაც თქვენს დროსა და ენერგიას ფუჭად ფლანგავს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„თუ დაძაბულობას იგრძნობთ, მიიღეთ შხაპი, დადექით წყლის ქვეშ და წარმოიდგინეთ, როგორ გშორდებათ ყველაფერი ზედმეტი...“ - თაკო მელიქიშვილი 11 სექტემბრის ენერგიებზე

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 11 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით