
2025 წლის 21 ოქტომბერს სასწორის ნიშანში ახალი მთვარეა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს ჰარმონიისა და სიძლიერის ნამდვილი გამოცდაა. სამყაროს ჩვენთვის მნიშვნელოვანი, თუმცა რთული, შეტყობინებები აქვს მომზადებული, რომლებიც ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს.
აღსანიშნავია, რომ სასწორი ბალანსისა და წონასწორობის ნიშანია. ამიტომ, ახალი მთვარის ფაზა მნიშვნელოვან პერიოდს მოგვიტანს, რომლის დროსაც საბოლოოდ შევძლებთ, შვებით ამოვისუნთქოთ და ჩვენი ცხოვრების მრავალ სფეროში წესრიგი დავამყაროთ.
ამავდროულად, ბევრი ჩვენგანი სრულიად ახალ და განსხვავებულ შესაძლებლობებს მიიღებს. მაგალითად, შეიძლება, კარიერულ ცვლილებებზე იფიქროთ ან პირად ცხოვრებაში სიახლეები შეგხვდეთ.
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მან, ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ზოდიაქოს 3 ნიშანს ასახლებს, რომელზეც 21 ოქტომბრის ახალი მთვარე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს და ეს გავლენა გასტანს 3 დღის მანძილზე.
„იქნებით ემოციურები, გირჩევთ არ ჩაებათ კონფლიქტურ სიტუაციებში. შეიძლება იყოს ფინანსური დანაკარგი.
კარგი დროა დაფიქრდეთ რა გსურთ და ისწავლოთ არას თქმა, უმჯობესი იქნება განმარტოვდეთ და დაკავდით იოგით.
ეს ზოდიაქოს ნიშნებია 👇
ვერძი
თხის რქა
სასწორი“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნეტა შემეძლოს სიბერის შეჩერება, ნეტა შემეძლოს მისგან შენი დაცვა“ - გივიკო დიდია ბებიაზე
⭕გიორგი მამარდაშვილის უმშვენიერესი მეუღლე ახალ ფოტოებს გვიზიარებს - კადრებმა გამომწერები მონუსხა
🎥 დოდონა ნამორაძემ სცენაზე „ცეცხლი დაანთო“ – მომღერალი მსოფლიო ჩემპიონმა ხელში აიტაცა, ნახეთ კადრები