
ნანუკა გულუა პროფესიით არც მსახიობია და რამდენიმე წლის წინ ვერც წარმოიდგენდა, რომ საზოგადოების დიდ სიყვარულს სწორედ ეს საქმე მოუტანდა. პოპულარულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ დოჩის როლმა მას, ცნობადობასთან ერთად, უამრავი ადამიანის პატივისცემაც მოუტანა.
2021 წელს ნანუკა გულუამ იქორწინა. მისი რჩეული კახაბერ კაშია გახდა. წყვილს 3 შვილი ჰყავს.
იგი ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ამჯერად კი თაკო ჩხეიძის რუბრიკაში „შენი დრო“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მათ შორის მის ახალ წამოწყებაზე, რომელსაც დეკემბრიდან იწყებს იმ ადამიანებისთვის, ვისაც გახდომა სურს. იგი ამ ახალ წამოწყებას კი ფსიქოლოგებთან, ნუტრიციოლოგთან და ენდოკრინოლოგთან ერთად ამზადებს და ამბობს, რომ, რაც მთავარია ეს იქნება უფასო.
„ამ ჩემი მიყოლებული 3 შვილის მერე, აუცილებლად მინდა ჩავდგე ფორმაში. შვილებმა ჩემში სენტიმენტები გააღვივა.
მარტო არაფრის კეთება არ მინდა, ამიტომ გადავწყვიტე რომ გავხდე მოტივატორი იმ ქალბატონების, რომლებიც წონას ებრძვიან და ჰყავთ ბევრი შვილი“, - ამბობს ნანუკა.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილია, ქუთაისთან ავარიის დროს დაღუპული ბაიკერის ვინაობა - „ვერასდროს დაგივიწყებ“