Digest Logo

„ახალი საქმის დაწყება ადვილი იქნება, თუმცა მოგვიანებით შეიძლება მოულოდნელი სირთულეები წარმოიშვას“ - 11 ივნისის ასტროპროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

1749618269
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს თუ ვიდეოებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში 11 ივნისის ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აფრთხილებს: 

„ჰოროსკოპი 11 ივნისისთვის

მთვარის დღე – 15 / 16
მთვარის ფაზა – სავსემთვარეობა მშვილდოსანში

ვერძი

ეს დღე იდეალურია გეგმებისთვის. უკვე დღეს შეგიძლიათ რამდენიმე სურვილი აისრულოთ. ზოგიერთი თქვენგანს საინტერესო თავგადასავლები ელოდება. თუმცა სიხარულთან ერთად პრობლემებიც გაჩნდება, განსაკუთრებით – საყოფაცხოვრებო საკითხებში. მაგრამ თქვენი ენერგიულობა ყველაფერთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

კურო

იმისათვის, რომ სასურველს მიაღწიოთ, მეტი აქტიურობა გმართებთ. დილითვე დაგეგმეთ ყველაფერი და ეტაპობრივად იმოქმედეთ. ახალი საქმის დაწყება ადვილი იქნება, თუმცა მოგვიანებით შეიძლება მოულოდნელი სირთულეები წარმოიშვას. ამიტომ ყველაფერი კარგად უნდა განიხილოთ. ახლობლებს მოექეცით რბილად – მიეცით საშუალება, გული გადაგიშალონ.

ტყუპი

დღეს იმპულსური ქმედებებისკენ იქნებით მიდრეკილი, რაც უთანხმოებებს და კონფლიქტებს გამოიწვევს, თუ ფრთხილად არ იქნებით. თუმცა მაინც უნდა იმოქმედოთ და ყველას აჩვენოთ თქვენი ტალანტები და შესაძლებლობები. საშინაო საქმეებიც მოითხოვს ყურადღებას – მაგრამ დამხმარეებიც გამოჩნდებიან.

კირჩხიბი

დღეს კირჩხიბები იბრძოლებენ როგორც გარშემომყოფებთან, ისე საკუთარ თავთან. უხეში და ჯიუტი შეიძლება გახდეთ. სხვების რჩევებს არ მოუსმენთ, რაც ზოგ შემთხვევაში თქვენთვის სასარგებლოც იქნება. გაჩნდება სურვილი, რომ რაღაც შეცვალოთ – როგორც სამსახურში, ისე სახლში.

ლომი

დღეს პოზიტიურ ენერგიას ასხივებთ და ამის გავლენა გარემოზეც დადებითი იქნება. შესაძლებელია მოწვევა მიიღოთ სოციალურ ღონისძიებაზე. სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყველგან სასურველი სტუმარი იქნებით. მაგრამ არ მისცეთ თქვენს ამბიციებს უფლება, რომ გმართონ თქვენ. კოლეგებთან იყავით ფრთხილად – შესაძლოა, ვინმეს შეშურდეს.

ქალწული

სავარაუდოდ, კარიერული წარმატება გელოდებათ თქვენი ამბიციურობის წყალობით. მზად იქნებით, საკუთარი თავის დასაცავად ნებისმიერ სიტუაციაში და სხვისი აზრი აღარ იმოქმედებს თქვენზე. ეს კი ორმაგ შედეგს მოიტანს – როგორც დადებითს, ისე უარყოფითს. თქვენი ვნება გაიზრდება, და პარტნიორს ეს სიამოვნებით გამოადგება.

სასწორი

11 ივნისს სასწორები კომუნიკაბელურები იქნებიან. შესანიშნავი მოსაუბრე გახდებით მეგობრებისთვის და კოლეგებისთვის. ისინი გენდობიან, და თქვენ შეძლებთ, რჩევები მისცეთ და მხარში დაუდგეთ. შეიძლება სამზარეულოში ექსპერიმენტებიც გააკეთოთ. სამსახურში მოთმინება გმართებთ – ნუ იჩქარებთ.

მორიელი

დღეს შესაძლოა სხვისი მოსაზრებების გათვალისწინება არ მოგინდეთ, რაც განსაკუთრებით სამსახურში პრობლემად იქცეს. კოლეგებს ეჭვები გაუჩნდებათ. თუ მათთან კონტაქტს არ დაამყარებთ, შეიძლება აღარ ჩაგთვალონ კოლექტივის ნაწილად. მორიელები დღეს ყველაფერს გააკეთებენ თავიანთი იდეალებისა და მიზნების მისაღწევად.

მშვილდოსანი

ეს დღე იდეალურია მგზავრობისთვის – იქნება ეს საქმიანი ვიზიტი თუ პატარა მოგზაურობა. კარგი დროა საკუთარი ცხოვრების წესზე დაფიქრდეთ. ბევრი რამ არის, რაც შეგიძლიათ გააუმჯობესოთ. ურთიერთობები კოლეგებთანაც გაუმჯობესდება. გააფართოეთ ინტერესთა წრე – ეწვიეთ საინტერესო ღონისძიებას.

თხის რქა

იპოვეთ შემოქმედებითი საქმიანობა, რომელიც საშუალებას მოგცემთ გამოხატოთ ემოციები და გადაერთოთ. თუ თქვენი პირადი ცხოვრება არ გაკმაყოფილებთ, შურს შეუძლია სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესოს. მოსალოდნელია კამათი. სამსახურისადმი გულგრილი იქნებით – ყურადღებას დაუთმობთ დასვენებას და პირად ინტერესებს, რაც კოლეგებს შეიძლება არ მოეწონოთ.

მერწყული

დღეს პერფექციონიზმისკენ იქნებით მიდრეკილი. ნებისმიერი წარუმატებლობა გულს დაგწყვეტთ და შეიძლება შფოთვაც კი განიცადოთ. დაიწყებთ ფიქრს, რისი მიღწევა გსურთ ცხოვრებაში. საუბარი ახლობლებთან განწყობას აგიმაღლებთ. დროა მოშორდეთ პრობლემებს და დაისვენოთ.

თევზები

11 ივნისს კომუნიკაციის ნაკლებობას არ იგრძნობთ. მოგინდებათ დრო გაატაროთ მეგობრებთან, პარტნიორთან ან კოლეგებთან. გსიამოვნებთ აქტიურობა და კომუნიკაცია. ყველაფერს ბუნებრივად მიუდგებით და დატკბებით ყოველი მომენტით“, - წერს თაკო მელიქიშვილი.