„2024 წლის ძირითადი ფერი არის მწვანე და ყველა მისი კომბინაცია მუქიდან-ღიამდე“ - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „დაიჯესტთან“ საუბრობს და წლის მნიშვნელოვან ფერებს ასახელებს.
მისი თქმით, 2024 წელს ახალი წლის ღამეს სასურველი ფერების სიაში არის: - ბეჟი, ოქროსფერი, ყავისფერი ფერი - და ყველა ის ფერი, რომელიც დაკავშირებულია წყალთან, ასევე იასამნისფერი და შავი ფერიც იქნება წამყვანი ფერების სიაში და როგორც ასტროლოგი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, თუ ამ ფერებში ვიქნებით წარმოდგენილი ჩვენ საახალწლო სუფრაზე იქნება უპრიანი და სწორი.
რაც შეეხება წითელ და ვერცხლისფერ ფერებს მისი გამოყენება, მიზანშეწონილია, მხოლოდ აქსესუარების სახით და არა როგორც ძირითადი ფერის.
ასტროლოგი ცეცხლის სტიქიის წარმომდგენელს ურჩევს განსაკუთრებით არ ჩაიცვან წითელი და ოქროსფერი ახალი წელს, რადგან ეს გაგიძლიერებთ აგრესიას.
„ხის სტიქიის ნაკეთობები რაც მეტი გვექნება ახალი წლის სუფრაზე უკეთესია. ნაძვის ხე კი უმჯობესია ან შუა ნაწილში, ან აღმოსავლეთ მხარეს დადგათ, მის გვერდით კი დადგათ ჩიჩილაკი. ასევე სუფრაზე გქონდათ - 3 ტოტი მანდარინის, ლიმონის და ბროწეულის ხის ტოტი რომელიც, მოიზიდავს ხვავს, ბარაქის სიხარულის, ჯანმრთელობის და ფინანსებს“, - ამბობს ასტროლოგი.
მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას ურჩევს, ახალი წელს ოჯახში შეხვდნენ.
„ვინაიდან 10 თებერვლამდე ჯერ კიდევ კატა კურდღლის წელია, ახალი წლის სუფრაზე 3 რამ უნდა გაითვალისწინოთ. კურდღელს წინ დაუდეთ სტაფილოს ნაჭერი, კატას თევზეული და დრაკონს ხორცის ნაჭერი, ამით თქვენ შეძლებთ მოიპოვოთ მათი კეთილგანწყობა“, - ამბობს ასტროლოგი.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ: