საახალწლო რიტუალები, რომლებიც ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა, დღეს დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია და პირველ რიგში მათთვისაა საინტერესო, ვისაც არა უბრალოდ ახალი წლის სწორად შეხვედრა, არამედ დიდი ხნის ოცნების ასრულება და კეთილდღეობის მთელი წლით დაბევება უნდა.
რა ფინანსური რიტუალები უნდა ჩავატაროთ ახალ წელთან შესახვედრად, რომ ფინანსური იღბალი მოგვიტანოს? - ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს.
„8-იანი არის მთავარი რიცხვი, რვის მთავარი შემადგენელი კომპონენტია 2. რას ვაკეთებთ ახლა, 31-ში ჩვენ უნდა გვქონდეს ხის ნაკეთობა სუფრაზე და გვერდით დავდგათ წყალი, რატომ? - წყლის სტიქია პირველ რიგში ასაზრდოებს ხეს და ხის დრაკონის პერიოდია. ანუ, ამ ხის ნაკეთობასა და წყლით სავსე ჯამს შორის მოათავსეთ ორ ლარიანი მონეტა, და ჩაუთქვით რაც გინდათ, პრემია, ხელფასი და ეს ყველაფერი დატოვეთ მთელი ღამე. დილით რას ვაკეთებთ? - იღებთ ამ ორლარიან მონეტას და ჩადებ საფულეში, დაატარებ 6 თვე, შემდეგ დახარჯავ.
რიტუალი მეორე - სანთელთან ურთიერთობაც კარგი იქნება. ავიღოთ ორი ცალი, მწვანე ან ოქროსფერი. ერთს ვუხდით მადლობას, 15 წუთით ადრე ახალი წლის დადგომამდე და ყველაფრისთვის განვლილისათვის, მეორე სანთელს კი ჩაუთქვამთ ოცნებებს და სურვილებს, მათ შორის ფინანსური კუთხის გაძლიერებისთვის“,- განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 გზებზე არსებული ვითარება - სად არის გადაადგილება ნებადართული?
🔵 გერმანიაში თამბაქოს აპარატიდან მონეტების ქურდობის გამო საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს