Digest Logo

🎥 „ახლა არის დრო წარსულში დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ“ - 20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

1747721809
ანზორ_ოდიშარია

„დღეს 20 მაისია, რაც იმას ნიშნავს რომ სამყაროში ენერგია იზრდება და უფრო მარტივად შეიძლება ჩვენი სურვილები ასრულებული იყოს“, - ამის შესახებ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

რაც შეეხება, 20 მაისის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის ასე გამოიყურება 👇

ვერძი - თქვენი ენერგია ჰარმონიული და მშვიდია, რაც გაძლევთ საშუალებას წინა პერიოდში დაგროვებული აგრესიული განცდები მოიშოროთ და გადაეშვათ რომანტიულ თავგადასავალში.

ლომი - მომატებულია ენერგია და ძალა, ამიტომ ენერგია მიმართეთ სწორი მიმართულებით. არ შეიკავოთ ემოციებისგან და განცდებისგან თავი.

მშვილდოსნები - თქვენ გიმართლებთ, მოდის წარმატების ენერგია. შეიძლება ეს იყო შენაძენები, კარიერული წინსვლა და გეძლევათ ისეთი სიკეთეები, რომელსაც დიდი ხანი ელოდით.

კურო - მნიშვნელოვანია ჯანმრთელობაზე ზრუნვა, შინაგანი ენერგიები მოქმედებს არაერთგვაროვნად. ეცადეთ შეინარჩუნოთ შინაგანი ბალანსი. 

ქალწული - თქვენთვის კარგი პერიოდი იწყება, გეძლევათ საშუალება საკუთარი გეგმები და სურვილები აისრულოთ. 

თხის რქა - შესაძლოა ენერგეტიკულად გადაღლილი ხართ და გაკლიათ გარკვეული ძალა, რომელიც გაძლევათ საშუალებას იგრძნოთ წინსვლა, ამისთვის კი სამყარო ადამიანებს გამოგიგიგზავნით.

კირჩხიბი - კარგი პერიოდია თქვენი ენერგია და შინაგანი მდგომარეობა იწყებს განახლებს, კარგი დროა იზრუნოთ თქვენ შინაგან მდგომარეობაზე. 

მორიელი - განცდა, რომელიც ხელს გიშლით ეს არის თავდაცვის და აგრესიის მდგომარეობა, რაც უფრო ზედაპირული ხდება. გეძლევათ საშუალება გადადგათ სწორი ნაბიჯები და დაიწყოთ საკუთარ თავზე ზრუნვა. 

თევზები - ახლა არის დრო წარსულში დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ, ასევე ის საქმეები რომელიც საჭიროა მოაგვაროთ, აღარ გადადოთ.

ტყუპები - მალე ექნებათ დრო, როცა მზე თქვენთან იქნება. განახლების დროა აივსებით სიკეთით და კეთილი ენერგიით. 

მერწყული - ეძლევათ საშუალება ამოსუნთქვის, გადატვირთვის და განახლების. გეძლევათ საშუალება ცხოვრება რადიკალურად და პოზიტიურად შეცვალოთ. 

სასწორი - მნიშვნელოვანია აღიქვათ საკუთარი ენერგია, კარგი დროა განახლებისთვის და გრადნიოზული შენაძენებისთვის. გეძლევათ საშუალება გადადგათ თქვენი მიზნებისკენ ერთი ნაბიჯი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ფრთხილად აირჩიეთ ადამიანები, ვისთანაც კომუნიკაციას გეგმავთ“ - 20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

⭕ხანმოკლე წვიმა და ტემპერატურის კლება - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში