Digest Logo

🎥 „ახლა გადიხართ ყველაზე რთულ პერიოდს“: ვის ემუქრება გამოწვევები? - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

1770626730
მიხეილ ცაგარელი

„ახლა გრძელდება საგამოცდო პერიოდი. ეს კვირაც საფრთხილოა, იქით სამშაბათს გვაქვს მზის დაბნელება და შევდივართ დაბნელების დერეფანში. 

ამ კვირაშიც გაგვაოცებს ტემპერატურა, შეიძლება კვირის განმავლობაში იყოს 10 გრადუსი განსხვავება. შესაძლოა, ამან იმოქმედოს ადამიანის ჯანმრთელობაზეც“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „იმედის დღე“ საუბრობს და მიმდინარე კვირასთან დაკავშირებით რჩევებს გვიზიარებს.

მიმდინარე კვირაში გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე - ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი და შაბათი.

„ვენერა 10 თებერვლიდან 6 მარტამდე თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადადის, სადაც ყოფნას მას ძალიან უყვარს, რადგან სიყვარულს ეძლევა ელფერი. 6 მარტამდე მოიმატებს ტყუილების ალბათობა და ფანტაზია ადამიანებში.

პერიოდი კარგია ტურისტული და სასტუმროების ბიზნესისთვის, ასევე ფინანსური ტენდენციები გაძლიერდება შემოქმედებით საქმიანობის სფეროში. 

ოთხშაბათი და ხუთშაბათი კარგი იქნება სალეჩოებთან და უცხოელებთან კონტაქტისთვის, ხოლო პარასკევი კარგია მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად.

კვირა დღეს არის დეპრესიული ნარატივი და თხის რქებს, კუროს და ლომს ვთხოვ მეტად დაასვენონ საკუთარი თავი და აკონტროლონ ემოციები. 

შაბათს პლანეტა სატურნი (ტკივილის და მუხრუჭის პლანეტა) გადადის ვერძის ზოდიაქოს ნიშანში 2028 წლის აპრილამდე. ეს მოვლენა გამოცდის ადამიანებს, რამდენად შეგვიძლია სულიერი სიმტკიცის გამოვლინება რთულ საკითხებში.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს მათი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇

ვერძი

არ უჩივიან ჯანს, აქტიური და ენერგიულია. თუმცა ვერ იტანს წინააღმდეგობას და დაბრკოლებას. რეფორმების და სიახლეების დროა. ყურადღებით იყავით ინფორმაციასთან და ახალი გაცნობილ ადამიანებთან.

კურო  

ექნებათ გარკვეული პრობლემები შეიძლება ფინანსური კუთხითაც, ასევე სცადონ თქვენი მოტყუება. თუმცა ახლა თქვენ გაქვთ გადაფასების პერიოდი და ეს პატარა ტკივილები ბევრ რამეს გასწავლით. კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა, ეს ხელს შეუწყობს თქვენ წინსვლას.

ტყუპები 

აქტიური და ენერგიული ხართ, პერიოდი კარგია. თუმცა არის წყალქვეშა დინებები გეჩქარებათ, არ იჩქაროთ რადგან ასე ბოლომდე ვერ დაასრულეთ ამ საქმეებს, ისინი ერთმანეთს ხელს უშლიან. შესაძლოა, მანქანების ტექნიკურმა პრობლემებმა იჩინოს თავი, გასაღების ან საბუთის დაკარგვის.

კირჩხიბი

რთული პერიოდია, ენერგოტონუსი დაბალია. შესაძლოა, მოხდეს არასასიამოვნო ამბები, რომელშიც თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ გარეული. შეცდომების დაშვების ალბათობა მაღალია, იყავით ყურადღებით. ენას კბილი დააჭირეთ და საიდუმლო შეინახეთ.

ლომი  

ბევრი რამ გამოგდით, თუმცა არის წყალქვეშა დინებები ზედმეტი ფინანსური ხარჯებია, ეცადეთ პარტნიორთან იყოთ დიპლომატები. თუ გაუგებრობა იქნება რამე საკითხში, თქვენი კეთილშობილება წამოსწიეთ წინ და ისე იმოქმედეთ. არავითარი კონფლიქტები.

ქალწული 

ენერგოტონუსი დაბალია, ეცადეთ არ გადაიღალოთ, რადგან დაღლა ბევრ შეცდომებს დაგაშვებინებთ. შესაძლოა, სამსახურში სიტუაცია აირიოს, მიესადაგეთ ცვალებად სიტუაციებს არ ამოვარდეთ კალაპოტიდან.

სასწორი 

ენერგოტონუსი მაღალია, შარმიანი და მიმზიდველია. თუმცა არის ხასიათის უეცარი ცვლილებები, ეს არის მთავარი პრობლემა, ამის შედეგად ვერ დასახავთ ან შეცდომით დასახავთ მიზანს. კარგი ურთიერთობა გქონდეთ ოჯახის წევრებთან.

მორიელი

ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია და შეიძლება სახლში მოხდეს ისეთი მოვლენები, რაც ამოგაგდებთ კალაპოტიდან. მაქსიმალური ყურადღება სასიყვარულო პარტნიორებთან, სარკასტულმა გამონათქვამებმა არ დაძაბოს ურთიერთობა, ასევე ფრთხილად იყავით ავანტიურისტ ადამიანებთან.

მშვილდოსანი

ენერგიული, აქტიური, შარმიანი და მიმზიდველია. ახლა არის მრავალფეროვანი კონტაქტების დროს, თუმცა ფრთხილად იყავით არის თქვენი მოტყუების ალბათობა, ასევე მაღალია არასწორი ინფორმაციის მიღების ალბათობა.  ხელშეკრულება არ დადოთ ყველა პუნქტის გადაკითხვის გარეშე. შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც უაზროდ დაგახარჯვინებენ ფულს, თან უაზროდ ამიტომ, მოერიდეთ კაპიტალდაბანდებას.

თხის რქა

დაბალია ენერგოტონუსი არ აიღოთ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობა. ფინანსებს მიაქციეთ ყურადღება. შესაძლოა, ძველი საქმეებიდან მიიღოთ შემოსავალი და პრემიერი - მაგრამ ეცდებიან თქვენ გარშემომყოფი ადამიანები ეს ფული დახარჯინონ, გახსოვდეთ ახლა არ ღირს კაპიტალდაბანდება.

მერწყული

ყველაზე შარმიანი, აქტიური და მიმზიდველი ნიშანში. ახლა თქვენი დროა, მზე თქვენს ნიშანს გადის ჯერ კიდევ - იაქტიურეთ. წყალქვეშა დინება გაქვთ ახლა და ფრთხილად იყავით - ხასიათი გაქვთ ცვალებადი, ამან შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტები. 

თევზები

კიდევ ერთი კვირა დაგრჩათ და გაუფრთხილდი მაქსიმალურად თავს, ახლა გადიხართ ყველაზე რთულ პერიოდს. იმუნიტეტი დაბალია, ემოციური გაღიზიანება ყველაზე მაღალი. შეამცირეთ კომუნიკაცია ადამიანებთან, რადგან მათი მხრიდან აგრესია და სარკაზმი მოქმედებს თქვენზე, რასაც ძალიან განიცდით. 18-ში მზე გადმოვა თქვენს ნიშანში და დაგეწყებათ ვარსკვლავური პერიოდი.

ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჯანმრთელი კანი ძვირად ღირებული პროდუქტებით არ მიიღწევა“ - არუნ ხათრის რჩევები, როგორ მოვამზადოთ ნიღაბი სახლის პირობებში

⭕ემოციური არასტაბილურობა, კონფლიქტების რისკი და სიახლეები პირად ცხოვრებაში - როგორი იქნება 9-15 თებერვლის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

⭕დროა ეს იდეალური თარიღი კალენდარში მონიშნოთ - ცაზე იშვიათი მოვლენა გველოდება, რას წერს ეზოტერიკოსი