Digest Logo

ემოციური არასტაბილურობა, კონფლიქტების რისკი და სიახლეები პირად ცხოვრებაში - როგორი იქნება 9-15 თებერვლის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

1770622400
კვირის ჰოროსკოპი

მიმდინარე კვირა მერკურისა და შავი მთვარის (ლილიტი) დაძაბული კვადრატურით დაიწყება. შესაძლოა, ზოგიერთი კონფლიქტური სიტუაცია გამძაფრდეს, კომუნიკაცია არაეფექტური გახდეს, შიშები, ძველი კომპლექსები გააქტიურდეს. კრიტიკა განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქმება და დაძაბულობა იმატებს.

მზისა და ქირონის სექსტილი 12 თებერვალს გარკვეულწილად გააუმჯობესებს სიტუაციას, მაგრამ იმისათვის, რომ სასიკეთო ცვლილებები გამოიწვიოთ, აუცილებლად უნდა იაქტიუროთ.

მერკურისა და რაჰუს (ჩრდილოეთის კვანძი) შეერთება ხაზს გაუსვამს იმ ნიშნებსა და სიმბოლოებს, რომლებსაც სამყარო ამ კვირაში უხვად გამოგვიგზავნის. კვირა ვენერასა და ლილიტს შორის დაძაბული ასპექტით, ასევე სატურნის ვერძში შესვლით დასრულდება. ურთიერთობებში არსებული ხარვეზები წინა პლანზე გადმოვა და შესაძლოა, ბევრ ადამიანს თვითშეფასებასთან დაკავშირებული პრობლემებიც გაუჩნდეს. 

უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება 9-15 თებერვლის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, ქვემოთ გაგიზიარებთ:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ვერძებს ასტროლოგები ურჩევენ, რომ მიმდინარე კვირაში ჯანმრთელობის საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ და მნიშვნელოვანი ნიშნები აღარ უგულებელყონ. ჯობს, რომანტიკულ ურთიერთობებში ზედმეტი ინიციატივები და რადიკალური ცვლილებები თავიდან აირიდოთ. ასევე, მიმდინარე კვირა არც სამსახურსა და საქმიან ურთიერთობებში ცვლილებებისთვის საუკეთესო. ჯობს, ეს პერიოდი, საკუთარ თავს, განტვირთვას, არსებული ვალდებულებების დასრულებას დაუთმოთ. 

კურო (21 აპრილი - 20 მაისი)

თუ კუროს ნიშნის წარმომადგენლები 2 მნიშვნელოვან წესს დაიცავენ, მიმდინარე კვირა მათთვის მშვიდი და სტაბილური იქნება. პირველი, მოერიდეთ კამათსა და დებატებს, მაშინაც კი, თუ სრულიად დარწმუნებული ხართ, რომ მართალი ხართ. მეორე, მიუდექით ახალ რომანტიკულ შეხვედრებს უკიდურესი სიფრთხილითა და კრიტიკულობით. აღნიშნული რეკომენდაციების დაცვით, შეძლებთ, კვირა, რომელიც დაძაბული ასპექტით იწყება და მთავრდება, მშვიდად გაიაროთ და იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)

ტყუპებს შესაძლოა, ემოციური არასტაბილურობა შეხვდეთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, შეიძლება, მიმდინარე კვირის განმავლობაში მათი შესაძლებლობები, უნარები თანამშრომლებმა, უფროსებმა, ახლობლებმა არასათანადოდ შეაფასონ და ნეგატიური განწყობა შეუქმნან. ასევე, საქმიან დავებშიც არ არის გამორიცხული, თქვენთვის არასასურველი შედეგი დადგეს. თუმცა, კვირა პირად ცხოვრებაში სასიამოვნო მოვლენებით გაგახარებთ და საინტერესო თავგადასავლებში ჩართვის შესაძლებლობას მოგცემთ.

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)

კირჩხიბები მიმდინარე კვირაში შესაძლოა, ყურადღების ცენტრში მოექცნენ, მაგრამ ეს ყურადღება მათთვის მეტწილად არაკომფორტული იქნება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, შეიძლება, პრეზენტაციების, საჯარო გამოსვლების, უფროსებთან კომუნიკაციის დროს გარკვეული შეფერხებები გაჩნდეს და სასურველ შედეგს ვერ მიაღწიოთ. ჯობს ეს კვირა საკუთარ თავს, თქვენი ემოციების გარკვევას, სიმშვიდესა და საყვარელ აქტივობებს დაუთმოთ. ამ გზით, პრობლემებს თავიდან აირიდებთ და ემოციურ არასტაბილურობასაც გაუმკლავდებით.

ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)

ლომებმა მიმდინარე კვირაში შეიძლება, გაიგონ, რომ მათ ზურგს უკან საუბრობენ და მათზე არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. ემოციურად ამის მიღება, რთულია, თუმცა ეს პერიოდი ადამიანებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. ოთხშაბათს და ხუთშაბათს საინტერესო და სასარგებლო კონტაქტებია მოსალოდნელი, რამაც შეიძლება თქვენი საქმიანი ურთიერთობები გააუმჯობესოს. ჯობს, შაბათ-კვირა სახლში, მშვიდ გარემოში გაატაროთ და განიტვირთოთ.

ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)

ქალწულებმა კვირის დასაწყისში შესაძლოა, ემოციური არასტაბილურობა და შფოთვა იგრძნონ და ჩვეული საქმეების შესრულებაც კი გაუჭირდეთ. სამსახურშიც დაძაბულობა და მცირე კონფლიქტებია მოსალოდნელი. ამიტომ, უმჯობესია, მიმდინარე კვირის განმავლობაში კამათსა და დაპირისპირებაში ჩართვას თავი მაქსიმალურად აარიდოთ და თავისუფალი დრო საყვარელ ჰობისა და საქმიანობას დაუთმოთ. რომანტიკულ სფეროში შესაძლოა, მიმდინარე კვირაში განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიგაღებინოთ.

სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)

შესაძლოა, სასწორებს ახლობელი ადამიანებისაგან მცირე წყენა და იმედგაცრუება შეხვდეთ. ასევე, ასტროლოგები გირჩევენ, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში იურიდიულ დავებში არ ჩაერთოთ, გადადოთ მნიშვნელოვანი შეთანხმებები და ხელმოწერები. ასევე, ჯობს ჯანმრთელობის საყურადღებო ნიშნები არ უგულებელყოთ და სპეციალისტთან კონსულტაცია გაიაროთ. სამაგიეროდ, რომანტიკულ სფეროში სასიამოვნო მოვლენები და სიურპრიზი გელით.

მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)

მორიელებს საკმაოდ დატვირთული კვირა ელით. ისინი პირად ცხოვრებასა და სამსახურში ბალანსის დაცვის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გააცნობიერებენ. გარდა ამისა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ კვირაში მოგიწევთ ისეთი საკითხების მოგვარება, რომლებიც შესაძლოა, ადრე სხვადასხვა მიზეზის გამო გადადეთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციოთ და „ემოციური გადაწვა“ თავიდან მაქსიმალურად აირიდოთ.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

მშვილდოსნებს მიმდინარე კვირის განმავლობაში მოუწევთ, დაგროვილი საკითხები, პრობლემები, საქმეები საბოლოოდ მოაგვარონ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, არსებული ვალდებულებების შესრულება ძალიან დიდ თავისუფლებასა და ბედნიერებას მოგანიჭებთ. ოპტიმიზმი კი მოგცემთ შესაბამის მოტივაციას, რომ წინსვლა განაგრძოთ. კვირის ბოლოს, კარგი იქნება, თუ მცირე მანძილზე მოგზაურობას, გასეირნებასა და განტვირთვას დაგეგმავთ, რომ ენერგია აღიდგინოთ და მომდევნო კვირა შემართებით დაიწყოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)

მიმდინარე კვირის განმავლობაში ჯობს, კამათსა და დაპირისპირებას, სხვების გაკრიტიკებას მაქსიმალურად მოერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ასტროლოგები ამბობენ, შესაძლოა, რეპუტაცია სამუდამოდ დაიზიანოთ. კონცენტრირდით თვითგანვითარებაზე, ახალი ცოდნისა და უნარების შეძენაზე და ნუ ჩაერთვებით კონფლიქტურ სიტუაციებში. თუკი ახლა ახალ პროექტს წამოიწყებთ, არსებული საქმეების განვითარებას ცდით, სამომავლოდ იმაზე მეტ წარმატებას მიაღწევთ, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ.

მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)

მერწყულებს მიმდინარე კვირის განმავლობაში ემოციური არასტაბილურობა შეაწუხებთ. შესაძლოა, სამსახურშიც დაძაბული და კონფლიქტური გარემო იყოს. უმჯობესია, არ ენდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და თანამშრომლებთან კომუნიკაციის დროს დისტანცია დაიცვათ. უწყინარი ფრაზებიც კი შეიძლება, მანიპულაციის მიზეზი გახდეს. ამიტომ, შეეცადეთ, საკუთარ საქმეებზე კონცენტრირდეთ, ბუნებაში გაისეირნოთ, განიტვირთოთ და თქვენს აზრებსა და ემოციებს მოუსმინოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

როგორც ასტროლოგები ამბობენ, როგორც რომანტიკული, ასევე საქმიანი ურთიერთობები, პრიორიტეტული იქნება. თუმცა, შესაძლოა ემოციურმა არასტაბილურობამ სათქმელის სწორად ჩამოყალიბებაში ხელი შეგიშალოთ. კონფლიქტების რისკი იზრდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, საკუთარი ქმედებები, სიტყვები მაქსიმალურად გააკონტროლოთ და დრო საყვარელ აქტივობებს დაუთმოთ. ნუ მიიღებთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს. როდესაც ემოციურად რთული პერიოდი გადაივლის, შესაძლოა, შედეგით განსაკუთრებით უკმაყოფილო აღმოჩნდეთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„კარგია გეგმების და მიზნების განახლება-გადახედვისთვის“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

🎥 ისტორიული შედეგი - ფიგურული ციგურაობის გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა

⭕დროა ეს იდეალური თარიღი კალენდარში მონიშნოთ - ცაზე იშვიათი მოვლენა გველოდება, რას წერს ეზოტერიკოსი

წყარო: www.beaumonde.ge