Digest Logo

„ახლა თქვენი დრო იწყება“ - ვის ექნება ვარსკვლავური პერიოდი მიმდინარე კვირაში

1647848091
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, მიმდინარე კვირა მარტის თვეში ენერგეტიკულად ყველაზე მძიმეა, ვინაიდან კოსმოსი ადამიანებს გამოცდას უწყობს.

მის თქმით, ახლა აბსოლუტურად ყველა ნიშანმა უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე და სიმშვიდე. თუმცა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს კოსმოსი სხვადასხვა შესაძლებლობას აძლევს. მას ასე:

♈ვერძი - ახლა თქვენი დრო იწყება, მზე თქვენთანაა ყოველდღიურად იგრძნობთ ენერგიის მატებას, თუმცა, ვინაიდან, ეს კვირა ყველაზე რთული პერიოდია, წყალქვეშა დინებები იქნება - ფრთხილად კაპიტალ-დაბანდებებთან და სულსწრაფობასთან, შესაძლოა, ბევრი ფული გაგეფლანგოთ. სხვა მხრივ პერიოდი ძალიან კარგია.

კურო - კუროს დაბადების წინა პერიოდი ეწყება, ამ პერიოდში შესაძლოა, გქონდეთ სამსახურებრივი კონფლიქტები, მეტი ტაქტი გამოიჩინეთ, ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან მიმართებაში, პლუს ზურგს უკანს მოიმატებს მის წინააღმდეგ ჭორები. ახლა კუროს სჭირდება მისი საფირმო მოთმინება და ყოველდღიური საქმეებით უნდა შემოიფარგლოთ.

♊ტყუპები - თქვენ გამოცოცხლდებით, აშკარად დაინახავთ მის თვალებში ბრწყინვალებას და ენა ისევ 2 მეტრიანი გაუხდებათ. მათი კონტაქტურობა კიდევ წამოიწევს წინა პლანზე. მთავარია ზედმეტ სულსწრაფობას დააღწიოთ თავი.

კირჩხიბი - თქვენი ენერგოტონუსი იკლებს, ამიტომ ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება, შესაძლოა, ფინანსურმა სირთულეებმა მეტად იჩინონ თავი, ამიტომ ზედმეტი კაპიტალ-დაბანდებისგან თავი შეიკავეთ. ნელ-ნელა უფრო მშვიდ ცხოვრების სტილზე უნდა გადახვიდეთ.

♌ლომი - თქვენი ენერგოტონუსი მატულობს, აქტიური ენერგიული და ინიციატივიან ხდებით, თუმცა მოსალოდნელია დაპირისპირება ხელმძღვანელებთან. შესაძლოა, ფინანსურმა პრობლემებმაც იჩინონ თავი. 25 რიცხვამდე ფრთხილად უნდა იყოთ, შემდეგ უკვე კარგი პერიოდი იწყება.

♍ქალწული - მათი ენერგოტონუსი მცირდება, თუმცა გამოცოცხლდებიან, რეალობას უფრო კარგად აღიქვამენ, მათი ჩართვა ახალ საქმეებსა და პროექტებში ძალიან წარმატებული იქნება. 

♎სასწორი - მათ ენერგოტონუსი იმატებს, უფრო ელეგანტური და მიმზიდველები არიან. შემოქმედებითი ნიჭის უნარის გამოჩენის კარგი საშუალებები მიეცემა, თუმცა მოსალოდნელია პარტნიორულ ურთიერთობებში დაძაბულობა.

♏მორიელი - ენერგოტონუსი კლებულობს, აგრესია მატულობს, საკმაოდ მაღალია პარტნიორის დაკარგვის ალბათობა, დაპირისპირება და კონფლიქტები. წაუვა უამრავი დრო, ენერგია და ფული, ამიტომ დაფიქრებით იმოქმედეთ და კონფლიქტებში არ ჩაებათ.

მშვილდოსანი - აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი ხდება, თუმცა მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები. ყურადღება უნდა გაამახვილოს საქმიან და პირად პარტნიორებთან.

♑თხის რქა - მისი მთავარი პრობლემა ამ კვირაში არის ნათესავები, თქვენ მოგიწევთ მათი დახმარება და საკუთარი თავისთვის ვეღარ მოიცლით. მთავარია ახლა ბალანსი დაიჭიროთ და საკუთარ თავსაც მიხედოთ და ნათესავებსაც.

მერწყული - მართალია მისი ენერგოტონუსი იმატებს და ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ შესაძლოა, ჰქონდეს ცდუნება აზარტულ თამაშებში ჩასართავად, რაც შეიძლება გახდეს ფინანსების დაკარგვის და პარტნიორებთან კონფლიქტების მიზეზი. 

თევზები - თქვენი დრო წავიდა, უნდა გადაერთოთ უფრო მშვიდი ცხოვრების სტილზე. ეს კვირა უნდა გაიაროთ კონფლიქტების გარეშე და არავითარ შემთხვევაში არ გათქვათ საიდუმლო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ყველაზე ცუდი კვირა დაიწყო - დღეს 3 საათიდან სიფრთხილე გმართებთ“ - ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს

🔵„ნაკლებად გაამართლებს უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, სესხის აღება და ფულის ვალად გაცემა“ - ცაგარელი