ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, მიმდინარე კვირა მარტის თვეში ყველაზე ნეგატიური პერიოდია. ასტროლოგი აცხადებს, რომ ვერძში მზის გადასვლასთან ერთად ცაზე პლანეტების თანწყობა ქმნის საშიშ და კონფლიქტურ ვითარებას.
ცაგარელი ადამიანებს სიფრთხილისა და სიმშვიდის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
„ამ თვეში ეს არის ყველაზე რთული კვირა. ახლა იწყება კოსმიური გამოცდის პერიოდი, რომელიც ყველასგან ითხოვს სიფრთხილეს. დედამიწა გადავიდა უარყოფით ენერგოველში, ასევე ცაზე იქნება პლანეტების საშიში თანწყობა, ამიტომ დღეს და ხვალ ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებთ. მთვარე უერთდება, ვენერას, ურანსა და მარსს. ეს იმას ნიშნავს რომ მოიმატებს ტრავმულ-ავარიული სიტუაციები. პლუს საქმიანს და სასიყვარულო პარტნიორებთან დაიძაბება სიტუაცია და მოიმატებს კონფლიქტები, ყურადღება მიაქციეთ ელექტრობას, მოსალოდნელი მოკლე ჩართვები და უბედური შემთხვევები. ამიტომ ამ კვირაში უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე, სიმშვიდე და უნდა შეეცადოთ პოზიტიური ენერგიები გაუშვათ კოსმოსში“, - აცხადებს მიხეილ ცაგარელი.
ასევე დაგაინტერესებთ
🔵„დაამუშაოს და გამოკვებოს ოჯახი“ - ვინ არის კაცი, რომელიც მრავალშვილიან ოჯახს საკუთარ სახლს უთმობს
🔵„ვირუსის გავრცელება აქ მინიმალურად დაბალ დონეზეა“ - რას ჰყვება უკრაინაში წასული გიორგი ღოღობერიძე